რამდენი რამის გაკეთება მინდა ცხოვრებაში!
ამ ბოლო დროს მოშვებული სხეულის აღდგენა მჭირდება.. ვირბენდი სადმე აქვე, ახლომახლოს, მაგრამ რად გინდა ჩემი სახლიდან მთავარ ქუჩამდე გასასვლელად 3 ევერესტის გავლა და ანდებზე წრის დარტყმა მიხდება, რომელ სირბილზეა ლაპარაკი?! :))
ერთმა ნაცნობმა მითხრა, აი დიღომში რომ ცხოვრობდე ერთად ვირბენდითო, მარა აბა დიღომში ცხოვრება როგორ ვინატრო იმისთვის რომ ვირბინო?
Tuesday, April 30, 2013
Sunday, April 28, 2013
დიახ
Someone is really trying to be what it is but I doubt its existence!..
ამასობაში დღეც დამთავრდა
მერე ისე გაიწელა საღამო
კინაღამ ავტირდი
დავიძინებ მეთქი
მარა ვერ დავიძინე
არ ჩამეძინა
არ მინდოდა ის დღე
აღარ...
Friday, April 26, 2013
FF ♥
მეგობარი მყავს ერთი. ნუ ერთერთი მეგობართაგანი, მაგრამ მასთან განსაკუთრებული მეგობრობა მაკავშირებს. შეიძლება ჩვენ ხშირად არ ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ძალიან ხშირად ბევრს ვსაუბრობთ. უფრო სწორად სულ ვსაუბრობთ. ისე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ერთმაენთის სიტყვების გარეშეც კი გვესმის. ვიცი რა სჭირს, რა ტკივა, რა ადარდებს. ისიც ასეა, ჩემი ყველაფერი იცის. ყველაზე ბნელი და საშინელი საიდუმლოებიც კი. ძალიან ძვირფასია ჩემთვის!.
Tuesday, April 23, 2013
შოკოლადის ფილა და...
აუ როგორ მინდა ერთი კაი დიდი ფილა რძიანი და თხილით გატენილი, ძალიან მსუყე და ნოყიერი გემრიელი შოკოლადი.. მარა ეხა ტრაკის აწევა, მერე მაღაზიაში წასვლა და ყიდვა არ გინდა?! (და აქ კიდევ ერთი დილემაა, იქნება თუ არა ზუსტად ის შოკოლადი რომელიც ამ წუთას მე მინდა და ჰაერივით მჭირდება?). ცხადია აღნიშნული საქონელი მზის შუქის დაუნახაობასა და შეძენისთანავე შთანთქმას ექვემდებარება, რომელიც მომენტალურად აღმოჩნდება ჩემს სტომაქში, სასიამოვნო შეგრეძნებასა და გემრიელ გემოს დამიტოვებს!............
To Hate Or Not To Hate...
სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო, გამიგია. კიდევ კარგი რომ გამიგია და არ გამომიცდია. თუ შევიყვარებ, ვერ შევიძულებ. აქამდე ესე მეგონა...
Sunday, April 21, 2013
Saturday, April 20, 2013
Friday, April 19, 2013
Monday, April 15, 2013
Sunday, April 14, 2013
Me, Myself and I vol.2
მიყვარს ღიმილი
სითბო
ყურადღება
ლამაზი ადამიანები
მეგობრები
ჩემები
ჩემიანი
და
ჩემი
მიყვარს მზე
მზესუმზირა
და
ჭიამაია
სითბო
ყურადღება
ლამაზი ადამიანები
მეგობრები
ჩემები
ჩემიანი
და
ჩემი
მიყვარს მზე
მზესუმზირა
და
ჭიამაია
Saturday, April 13, 2013
Snow
მარტოობა ღირსების საკითხია. ადამიანი თავის წვენში იხარშება ამაყად. ჭეშმარიტ პოეტს ერთი პრობლემა აქვს: თუ მისი ბედნიერება დიდხანს გრძელდება, ბანალური ხდება;
daubt
როგორ მინდა რაღაცეების მჯეროდეს, დაუფიქრებლად შემეძლოს.. მაგრამ მერე იმდენი კითხვა მიჩნდება თავში, აი ნეტა ასე რომ მომხდარიყო ან მეთქვა, ან სხვანაირად ეპასუხა..
Friday, April 12, 2013
Black Poplar tree
აი იცი რა პერიოდი მიყვარს, წვიმას რომ გაზაფხულის ქვია და გაზაფხულის სუნი რომ აქვს.. ნორჩი კოკრებიდან ამოწვერილი ხასხასა მწვანე ფოთლები, თეთრ–ვარდისფერად აფეთქებული ხეები და ჩიტების ჭიკჭიკი მიყვარს.. დილით შემთხვევით ძალიან ადრე გაღვიძებულს ყურში რომ ჩაგესმის ტკბილი გალობა და ხვდები რომ გაზაფხული უკვე დამდგარა!.. განსაკუთრებით მიყვარს ჩემი სახლის აივნის წინ რომ პატარა წალკოტია, სადაც ჯერ კიდევ ბუდობენ ციყვები, ჭოტები და ღამღამობით ბულბულის გალობასაც გაიგონებთ. მაგრამ იმ წალკოტში ერთი განსაკუთრებული ხე დგას! ხე ამაყი და მომხიბლავი! აი ის ხე მიყვარს!
Thursday, April 11, 2013
Wednesday, April 10, 2013
Waitings
აიაიაიაი!.. აუ, ნეტა შენ იყო, ნეტა შენ იყო...ვხსნი... არა, შენ არ ხარ!.. გამიტყდა... ხო კაი არა უშავს.. მოვა!.
Tuesday, April 09, 2013
Sunday, April 07, 2013
how to refuse friendship?
უხეშად ხომ არ გამომდის ვინმეს მეგობრობაზე უარს რომ ვეუბნები? ვერ მივიღე. ვერ აღვიქვი. შემოვლითი გზებით ვცდილობ ავუხსნა რომ მეძნელება მასთან ურთიერთობა. თანაც ცოტა მძიმე ტიპია. სათქმელს ბოლომდე არ ამბობს. თუ ხალხში ვართ არ მელაპარაკება, თითქოს ორტონიან მესიჯებს არ მწერდეს? ან თუ ამბობს ისე ორაზროვნად რომ საერთოდ გაქცევა მინდება. მე კიდე სპეციალურად ვეკითხები ხოლმე რაღაცეებს
Saturday, April 06, 2013
ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე
აი, იცი რა არის ყველაზე მაგარი ყველაზე დაძაბული და ნერვებმომშლელი დღის შემდეგ? სახლში მისულს 1 წუთი სავარძელში ჩაჯდომა და თვალების დახუჭვა ყველაზე ძვირფასი რომ გგონია, მხოლოდ საწოლი რომ გახსენდება, ჰორიზონტალურ მდგომარეობაზე რომ ოცნებობ...
ქალაქის მელიები
ქალაქის მელიები
ჯინა მელოი
ქონათი, ქირდალი და გულარ-თი...
ტავერნა ათი სექტემბერი
პიტერ ჯეფერსი
შაბათის "ტაიმსი", ჯეკპოტი და ჯინა...
და
აკა
link to this book
Thursday, April 04, 2013
ბოდვანი..
Subscribe to:
Posts (Atom)