რამდენი რამის გაკეთება მინდა ცხოვრებაში!
ამ ბოლო დროს მოშვებული სხეულის აღდგენა მჭირდება.. ვირბენდი სადმე აქვე, ახლომახლოს, მაგრამ რად გინდა ჩემი სახლიდან მთავარ ქუჩამდე გასასვლელად 3 ევერესტის გავლა და ანდებზე წრის დარტყმა მიხდება, რომელ სირბილზეა ლაპარაკი?! :))
ერთმა ნაცნობმა მითხრა, აი დიღომში რომ ცხოვრობდე ერთად ვირბენდითო, მარა აბა დიღომში ცხოვრება როგორ ვინატრო იმისთვის რომ ვირბინო?
ჩვენი სკოლის სტადიონიც ლამის აღმართზეა გაშენებული.. პრინციპში ერთადერთი ვაკე ადგილია, თუ შეიძება მაგას ვაკე ეწოდოს მთელ ჩვენს უბანში.. არადა უბანი დიდია... :))
ხოდა ვარ ასე ისევ კუნთებმოშვებული, ხერხემალგამრუდებული და უიმედოდ მოიმედე! :)))
ეგ კიარადა ამ ბოლო დროს ისეთები შემემთხვა ცოტას მაინც მოვყვები... შემემთხვა რა, უფრო მდგომარეობას აღვწერ, თორე ყველაფერს ნამდვილად ვერ დავწერ...
ჩემი თავის არ მჯერა.. იმდენი ცვლილება გავაკეთე ამ რამდენიმე დღეში, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძალიან ვამაყობ საკუთარი თავით!
ყველაფერი არ ითქმება,
მაგრამ ვიტყვი ერთს, საკუთარი თავი სათანადოდ დავაფასე..
ზუსტად ვიცი რა შემიძლია და ვინ ვარ!
არა მარტო საკუთარი თავისთვის, სხვისთვისაც..
ამიტომ ავირჩიე რისკი და არა სტაბილურობა!
არასდროს მიყვარდა საკუთარ თავზე ლაპარაკი, მით უმეტეს თავის ქება, მაგრამ ეს რომ არ აღმენიშნა ალბათ არ ვიქნებოდი მართალი, როცა კარგავენ, სწორედ მაშინ ახსენდებათ რომ თურმე მისი ფასი არავინ ყოლიათ.
შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება, მარა მსგავსი არა!
ხოდა ეხლა ზოგიერთის სლუკუნს უნდა ვუსმინო.. არ მოვისმენ!
იმის თქმა მინდა, რომ როცა მჭირდებოდა,ცოტა მაშინვე დაფიქრებულიყვნენ ამაზე!
ძალიან ჯიუტი ვარ. ჩემი გადარწმუნება ძალიან ძნელია, მით უმეტეს თუ ეს საკუთარ კეთილდღეობას და უკეთესი მომავლის პერსპექტივას ეხება!
ხოდა go Bia, go!
წინ ახალი შესაძლებლობებისკენ! რისკის არ შეგეშინდეს და უკან არ დაიხიო!
ყოველთვის მჯეროდა შენში ჩამალული მეაბოხე სულის! წარმატებებს გისურვებ! მთავარია არ შეგეშინდეს დაბრკოლებების!
ამინ!
ReplyDelete