Showing posts with label me. Show all posts
Showing posts with label me. Show all posts

Thursday, September 19, 2013

Want To Read

ძალიან დავიღალე წესიერი მუსიკისა და საინტერესო წიგნების ძიებით..
უფრო სწორედ რომ მოვძებნი და მინდა წაკითხვა, საქართველოში ვერ იშოვი.. ხოლო გამოწერილ წიგნს იმდენ ხანს ველოდები, ბოლოს მავიწყდება რა გამოვწერე.. აი თებერვალში გამოწერილი წიგნები აგვისტოში ჩამოვიდა, ისიც ნაწილი და მეორე ნაწილს ოქტომბერში ველოდები.
ანდა ხომ შეიძლება მართლა არსებობდეს და მხოლოდ ფილმებში და ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებებში არ იყოს პორტალი!! მე გარკვეული საჭიროებისთვის გამოვიყენებდი გპირდებით. მხოლოდ ბიბლიოთეკებისა და წიგნების მაღაზიებისათვის, რომელიც ნიუ იორკის რომელიმე, ანდა Barnes and Noble -ის წიგნების მაღაზიასთან დამაკავშირებს, შევალ ავკრიფავ წიგნებს და გადმოვალ ისევ სახლში გაბედნიერებული!!!
ხომ შეიძება არა?
ვიცი რომ შეუძლებელია, მარა Googread-ზე იმდენი want to read მაქვს, როდის მეღირსება წაკითხვის ბედნიერებები არ ვიცი..
იქ უნდა გადავიდე საცხოვრებლად! :))) გადაწყვეტილია!


მანამდე ბუკინისტებს ავკლებ და ბიბლუსის, დიოგენესა და პარნასის მაღაზიებს გავცლი..

Sunday, April 14, 2013

Me, Myself and I vol.2

მიყვარს ღიმილი
სითბო
ყურადღება
ლამაზი ადამიანები
მეგობრები
ჩემები
ჩემიანი
და
ჩემი
მიყვარს მზე
მზესუმზირა
და
ჭიამაია