Tuesday, April 23, 2013

შოკოლადის ფილა და...


აუ როგორ მინდა ერთი კაი დიდი ფილა რძიანი და თხილით გატენილი, ძალიან მსუყე და ნოყიერი გემრიელი შოკოლადი.. მარა ეხა ტრაკის აწევა, მერე მაღაზიაში წასვლა და ყიდვა არ გინდა?! (და აქ კიდევ ერთი დილემაა, იქნება თუ არა ზუსტად ის შოკოლადი რომელიც ამ წუთას მე მინდა და ჰაერივით მჭირდება?). ცხადია აღნიშნული საქონელი მზის შუქის დაუნახაობასა და შეძენისთანავე შთანთქმას ექვემდებარება, რომელიც მომენტალურად აღმოჩნდება ჩემს სტომაქში, სასიამოვნო შეგრეძნებასა და გემრიელ გემოს დამიტოვებს!............

 მაგრამ!
მაგრამ არ გინდა ადგე და წახვიდე? თან ამ ქარში? სანამ სახლამდე მოვედი ჯერ ხო გავიბერე იმდენი ქარი ვყლაპე და მერე სულ მოაჯირ-მოაჯირ ვიარე... :/ მააგრად მაქანავა რა...
ხოოდა, მეორედ რომ არ გამომიწიოს სახლიდან გამოსვლა თქო, ერთ მაღაზიაში შევედი სადაც მეგულებოდა ჩემი, ამჟამად მაღაზიების დახლებისა და თამბაქოს ჯიხურებიდან აორთქლებული სიგარეტის სინონიმი.....ხოდა შევედი და ნეტა არ შევსულიყავი! არა, იქვე ხო იყო სხვა მაღაზიაც არა?!... რა მაინცდამაინც იქ შევედი?  (და აქ ღრმად ამოვისუნთქე...) ჯერ რო დავინახე სხვათაშორისი სალამი ვთქვი და სხვა მხარეს გავიხედე, მეთქი ამის ნერვი არ მაქვს... ხოდა ჩემი რიგი რომ დადგა დახლთან მისულს მეკითხება, - სახლამდე გამაცილებ? აუ მეთქი ამას რა გაუძლებს მთელი გზა.. (არასდროს მომწონდა ეს  კაცი თავისი გაუწონასწორებელი, უაზრო ქცევებითა და საშინელი იუმორით.) თავიდან მოცილება ვცადე, მარა ტიპია რა, ვსიო, ვინმეს თუ არ ელაპარაკა ცუდად ხდება.. და აი აქ კი მე მივხვდი რომ ძალიან დამერხა!.. ნუ მე მოვიმარჯვე ჩემი ყურსასმენები და დემონსტრაციულად გავიკეთე ყურებში მაღაზიიდან გამოსვლისას, მარა თან გამიტყდა რა, მამაჩემის ხნის კაცია თქო მაინც....და ჯანდაბას, ცალი ყურსასმენი მოვიხსენი...დიდი თავაზიანობა გამოვიჩინე! :))
აი აქ კი იმ წუთას ქეთის პოსტი  გამახსენდა, სადაც ამბობს რომ მოწონს უბრალო ადამიანების მოსმენა. ცხადია ვეთანხმები, მეც მომწონს როცა ვუსმენ და ცოტას ვლაპარაკობ, მაგრამ თემასაც ხო გააჩნია! ხო და აი აქ ძალიან მაგრად შევეწინააღმდეგე საკუთარ თავს, ქეთისაც და მგონი სრულიად გალაქტიკას!.. უბრალოდ არასდროს მაინტერესებს ის რომ,  იძულებულია თევზს ჩვეულებრივი 20 თეთიანი ბულკი  მიაყოლოს, რადგან მაღაზიაში პური აღარაა..მის თირკმელში გავლილი კენჭის ტრაექტორია და ანალიზები. ანდა მისი შვილის მაგივრად მიღებული ათიანი.
აი არ მაინტერესებს და რა ვქნა?
ხოდა დავასკვენი, ჩემთვის არასასურველი ინფორმაციის მომსენა მავნებელია ჩემი ჯანმრთელობისა და არაჯანსაღი ნერვებისათვის!
 დაილოცოს 21 საუკუნე, მისი ტექნოლოგიური განვითარებებით, როცა შეგიძლია ძალიან მშვიდად იარო ყურსასმენებით და არ დაიბინძურო გონება უსარგებლო ინფორმაციებით!


No comments:

Post a Comment