მეგობარი მყავს ერთი. ნუ ერთერთი მეგობართაგანი, მაგრამ მასთან განსაკუთრებული მეგობრობა მაკავშირებს. შეიძლება ჩვენ ხშირად არ ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ძალიან ხშირად ბევრს ვსაუბრობთ. უფრო სწორად სულ ვსაუბრობთ. ისე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ერთმაენთის სიტყვების გარეშეც კი გვესმის. ვიცი რა სჭირს, რა ტკივა, რა ადარდებს. ისიც ასეა, ჩემი ყველაფერი იცის. ყველაზე ბნელი და საშინელი საიდუმლოებიც კი. ძალიან ძვირფასია ჩემთვის!.
არის მომენტები როცა ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ისევე ვახსოვარ და ვედარდები როგორც მე. განვიცდით ერთმანეთს... ხშირად მაკლია... იმდენად კარგად გვესმის ერთმანეთის, იმასაც კი ვგრძნობ როგორ ხასიათზეა, იმასაც კი ვხვდები ეკრანს უკან ნასვამია თუ არა! :))) ვლაპარაკობთ, ცხადია მე უფრო მეტს, ის კი დინჯად მპასუხობს ან მიყვება ხოლმე თავისებს...
ჩვენი ხანგრძლივი საუბრები ძალიან მიყვარს, მიყვარს მისი აზრები, თუნდაც 90 %-ით არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაინც მიყვარს როცა ვეკამათები. ხშირ შემთხვევაში წყობიდან ისევ მე გამოვდივარ და ბოლოს მაინც მე ვნებდები, მაგრამ მერე ამაზე მაგრად ვიცინით ხოლმე. მოსწონს ჩემი გაბრაზება.. ისტერიული გაცეცხლება... :)) ხშირად მაკრიტიკებს... არც მე ვაკლებ ხოლმე:)) თუმცა ეს ისევ მეგობრობის ფარგლებში ხდება და არ არსებობს ჩვენი გაბუტებები.. მიყვარს როცა დასმულ შეკითხვაზე სერიოზულად მპასუხობს, რჩევას მაძლევს, მოსაზრებებს გამოთქვამს.. არ არსებობს თემა რომელზეც არ გვისაუბრია.. ძალიან მომწონს მისი ლოგიკა და ხასიათი.. მომწონს ჭკვიანი რომაა და ამასთანავე ძალიან ჯიუტი. არ არსებობს აზრი შეაცვლევინო! ხანდახან გაცხარებული კამათის დროს ერთმანეთს ჯიუტად ვახლით ხოლმე ჩვენს შეხედულებებს, თუნდაც ეს მისთვის მცდარი იყოს, მაინც მივდივართ ხოლმე კონსესუსამდე..:)) გაჯიუტებულები არაფერს არ ვუთმობთ ერთმანეთს!!
ყველაზე ძალიან ის მიყვარს ყოველგვარი გამარჯობა-გაგიმარჯოს-რასშვები-არაფრის გარეშე რომ ვიწყებთ საუბარს... შემოვარდება და მომაყრის თავისებს, ან მე ვუვარდები და მივაყრი.. ძაან მაგარი შეგრძნებაა! ჩვენი განსხვავებული ლაპარაკის მანერითა და აბსოლუტურად განსხვავებული ლექსიკით, დამშიდობებაც უბრალო გვაქვს და ამასთანავე მთელი რიტუალი!! მენატრება ხოლმე მასთან საუბარი, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, როცა სასტიკად ვერ ვიცლით ერთმანეთისთვის... ფაქტობრივად თვეში 2-3-ჯერ საუბარი ისე ცოტაა ჩემთვის... არადა იმდენი გროვდება სათქმელი, ლამის დავიხრჩო.. ტელეფონზე საუბარი არ გვიყვარს, თან ძნელია ყველაფერის მოყოლა და თან ამას მხოლოდ ჩვენი რიტუალი შველის!!!... ხდება ისიც რომ წერილი მხვდება და ძალიან ვნანობ და მწყინს რომ იმ წუთას იქ არ ვიყავი..:((
სრული საწინააღმდეგო მეა. ჩემი მომენტებში დაბინდული გონების შაინია! ჩემი ლოგიკა და შინაარსი!
მიყვარხარ მეგობარო!
No comments:
Post a Comment