Saturday, April 06, 2013

ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე

აი, იცი რა არის ყველაზე მაგარი ყველაზე დაძაბული და ნერვებმომშლელი დღის შემდეგ? სახლში მისულს 1 წუთი სავარძელში ჩაჯდომა და თვალების დახუჭვა ყველაზე ძვირფასი რომ გგონია, მხოლოდ საწოლი რომ გახსენდება, ჰორიზონტალურ მდგომარეობაზე რომ ოცნებობ...
მაგრამ ზუსტად იცი ასე ვერ დაწვები!.. თან ის ვიღაც პატარა ზარმაცი კაცუნა თავში კოდალასავით რომ გიკაკუნებს – დაისვენე და ხვალაც მოასწრებ! – მაგრამ ისიც ზუსტად რომ იცი ასეთ მდგომარეობაში ტკბილად არასდროს დაგეძინება... მერე იმ ზარმაც კაცუნას კისერს რომ მოუგრეხ, სადღაც ტვინის ყველაზე ბნელ კუთხეში მიაგდებ, დაღლილი და ენერგიაგამოცლილი ძალიან თბილი და გემრიელი შხაპის ქვეშ შეეყუდები! და აი მანდ ველანაირი დაღლა, სისუსტე და ზარმაცობები წყალს რომ გაყვება, აი ეგაა ყველაზე მაგარი სიმსუბუქე! sweet dreams my dear!..

1 comment:

  1. მეც მაქვს ხოლმე ეს მომენტები, ერთი სული მაქვს შევიყუჟო სახლში.. მაგრამ ხანდახან ეგ ზარმაცი კაცუნა მერევა :)

    ReplyDelete