Saturday, November 21, 2009

alone



დღეს განსაკუთრებულად ვარ ცუდად.
სხვაგან ვიყავი, სტუმრად.
მე და გიო ძალიან ხშირად ვიყავით ხოლმე იქ. მივდიოდით და საყვარელ ადამიანებთან ერთად ვისხედით, ვლაპარაკობდით, ვიცინოდით, ვთამაშობდით, ვუკრავდით, ვმღეროდით და გვიყვარდა...
პირველად ვიყავი მათთან სტუმრად უგიოდ.
მტკივა.
გული ტირის.
სული დამიობლდა.
გარს უამრავი ხალხი მახვევია და მარტო ვარ, სულ, სულ მარტო.
...როგორ მენატრება...


ძალიან ძნელია ამ ტკივილის გადმოცემა...
თანაც უკვე ვეღარაფერს ვხედავ, ეკრანი გაიბლარა და გულიც ყელში მაქვს მომდგარი...
მოგონებებმა დამახრჩო.

არა და რა ძნელია დარდის დამალვა.
როგორი ძნელია ტკივილის გაყუჩება.


...მწარედ მენატრება, ტკივილით...

Monday, October 19, 2009

ნატალი



ახალგაღვიძებული ლოყაწითელი და ცემლმორეული ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი :*


სახლში არ ვიყავი და უტირია :)

Monday, September 21, 2009

უგიო

მოეფერეთ საყვარელ ადამიანებს!
არასოდეს გაუაროთ გვერდი ისე, უბრალოდ.
არ მოგერიდოთ გარშემომყოფების.
სახლში, გარეთ, ქუჩაში, მეზობელთან, სტუმრად, კაფეში, ბარში, პარკში...
უსიტყვოდ მიდით და მოეფერეთ.
ან სიტყვით მოეფერეთ, ჩაეხუტეთ, აკოცეთ, ელაპარაკეთ...
ყოველი წუთი გამოიყენეთ, ყოველი წამი.
გული მწყდება და ძალიან მტკივა როცა ვიხსენებ წუთებს, გვერდით მყავდა და არ მოვფერებივარ საკმარისად.

როგორ მინდა გელაპარაკო, გებურდღუნო, როგორც შენ მეტყოდი ხოლმე, მოდი ვიბურდღუნოთო.
ეხლა მაკლია.
ძალიან მაკლია.
მტკივა.
მწვავს და მახრჩობს.
ეხლა ვბრაზდები ჩემს თავზე ხშირად რომ არ გეფერებოდი.
სახეს რომ არ გიკოცნიდი...
ძალიან ვბრაზდები მაგრამ რა ზარი აქვს?? რა?
როგორ მტკივა!
სად გამოვხატო, როგორ?
ვისთან?
არ ვიცი.
გული მაქვს მძიმე, ლოდი არ ქვია მაგას, თურმე დარდი ქვია და ლოდივით მძიმე ყოფილა.

მენატრები გიო! ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო, უსაყვარლესო, უთბილესო!

გეფერები, მაგრამ უხორცოდ!
გესაუბრები, უსიტყვოდ!
გკოცნი, უტუჩოდ!




კივილი მინდა...

Thursday, September 03, 2009

არ გააღვიძო, ძინავს

ჯერ კიდე მგონია რომ კარს შემოაღებს, ჩუმად მოვა, დამხედავს თუ მძინავს ნაზად მაკოცებს, მერე ბავშვს დახედავს, იმასაც აკოცებს და კომპიუტერს მიიგორებს საწოლთან, ჩართავს რამე კინოს აარჩევს, საყურისებს გაიკეთებს და კინოს დაწყებამდე ჩაეძინება.
დილით ავდგები, დავინახავ რომ საყურისებიანად ძინავს, კომპი ჩართულია, კინო რა თქმა უნდა რამდენიმე საათის დამთავრებული.
საყურისებს მოვხსნი ფრთხილად, რომ არ გავაღვიძო ისე, შეიშმუშნება, ერთ პოზაში დარჩენილს შვება მიეცემა და გვერდს შეიცვლის. ჩემ ბალიშს მუხლებქვეშ ამოიდებს და ძილს გააგრძელებს.
როგორ მეცინება ხოლმე მაგ დროს... როგორ ვბრაზდები კომპი შუა ოთახში რომაა გაჩხერილი.
ან მოვა საღამოს დაღლილი სამსახურიდან. მეტყვის არ გშიაო? უკვე ვიცი რომ ვინუჟდენი უნდა ვჭამო, რადგან მარტო არ შეჭამს. მერე მეტყვის როგორ გასუქდიო?! :)) თან უკვე გამზადებული უნდა დავახვედრო, თორემ საერთოდ არ შეჭამს. ხაჭაპურზე გიჟდება. ხაჭაპურზე და კატლეტზე.
ან მოვა აჩქარებული, თითქოს ვინმე მოსდევს, გიტარას აიღებს, რაღაც შნურებს მიუერთებს, დინამიკებზე დააერთებს და დაკვრას იწყებს. უკრავს და უკრავს, მეც მიხარია, ნატალი მარტო მამამისის დაკვრის დროს ზის წყნარად და უსმენს განაბული და ვისვენებ. მერე როიალზე გადაინაცვლებს და იქ დაუკრავს თავის საყვარელ მელოდიებს. ბეთხოვენი უყვარს ძალიან, ნოტებიც კი გაარჩია იმ დღეს. ჩვენ რა თქმა უნდა იქ ვინაცვლებთ მოსასმენად სადაც გიოა. ბავშვი ინსტრუმენტისკენ გაიწევს, მე გამოვიყვან, რადგან როცა გიო უკრავს ექსტაზშია და შეიძლება გაბრაზდეს. ნატალი თავს არ დაანებებს სანამ კალთაში არ ჩაუჯდება და აკომპანიმენტს არ გაუწევს. გიო მოეფერება და რამე მხიარულს დაუკრავს ბავშვისთვის.
მერე ისევე უცებ დაამთავრებს როგორც დაიწყო.
გაღვიძება?! თუ დაიძინა ვერ გააღვიძებ. სამსახურში წასვლამდე ორასჯერ მაინც ვეტყვი რომ ადგეს. კიო, მეტყვის და იძინებს ისევ. ბოლოს მეც გავბრაზდები და სამსახურში წავალ. გზიდან დავრეკავ. სამსახურიდან დავრეკავ მაგრამ არ გაიღვიძებს. მერე უცებ თვითონ დარეკავს და კითხვაზე სად ხარ? - სამსახურში ვარ ჩმორო!





სამსახურშია და მოვა.

Sunday, August 30, 2009

პირველი წერილი

იმის მემილიარდედი რისი თქმაც მინდოდა...

რა არი მაინც ცხოვრება... ხან გაივლის, ხან გამოივლის, თუ მოეპრიანა გადაგივლის და გადმოგივლის. რამდენი ხანი უნდება ადამიანი იმის გაგებას, თუ რისთვის მოვიდა, არადა ყოველთვის იცის საით მიდის...
რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ რაც პირველად მეწყინა, მეტკინა და გული დამწყდა და რამდენჯერ პირველის შემდეგ... არა ეს ტანჯვა არ იყო. ყველაფერი ჯერ ძიებას, შემდეგ შეცნობას გავდა და ბოლოს საკუთარი უსუსურობის შეგრძნებით გაჯერებულ უმნიშვნელო არსებობად იქცა. გზა, რომელსაც არც თავი ჰქონდა, არც ბოლო და არც მიმართულება, სიცოცხლე, რომლის ერთადერთი ნიშანწყალი მკვდარი, მაგრამ მაინც ოცნება იყო, წარსული, რომელიც გაქვავდა, აწმყო, რომელიც არ იბადებოდა და მომავალი, რომელსაც საღათას ძილით ეძინა...

***
გითხრა, რომ მინდა ვიცოდე როგორ და საიდან? არასოდეს! რისთვის, თორე ჰო. საკვირველად ერთი მრჩება მხოლოდ. რატომაა ახლა ისეთი ლამაზი, როგორიც არასოდეს იქნებოდა...

***
მახსოვს კი, იყო ასეთი დღე, წვიმდა...
ვერ გეტყვი იმ დღეს რა მოხდა და ვერ დამადანაშაულებ. არც შენ იცი.
დაბადების არ მეშინოდა, არც გათბობის, სილამაზის, გრძნობის. შენს იმდღევანდელ ნათელ სახეს გეფიცები, არც ტანჯვის მოლოდინი მთრგუნავდა და არც სიზმრიდან გამოღვიძების. ელვის სისწრაფით ირეცხებოდა გონიდან ყველაფერი, რაც იყო და წამებში მოშუშებული გული ახალი, მშვიდი სიგიჟით ივსებოდა.
არასოდეს მტკენია მარტოობა ისე, როგორც მაშინ, როცა ღამემ ის საღამო წარსულს აჩუქა...

***
რა ცოტა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად შევაბიჯე სამყაროში, რომელსაც უკვე აღარ ვეძებდი, რაც ჩემი გული იქცა სილამაზისა და სითბოს ბუდედ, სადაც ციცქნა მწვანე ჭიამაია ბინადრობს. რა მცირე ხანია რაც დავიბადე, სულ რაღაც სამი თვის ვარ...


***
რამდენი სისულელის თქმა მინდა ახლა, რამდენი სიგიჟის ჩადენა... დღემდე არასოდეს უთქვამთ სიტყვებს ჩემთვის უარი. მებრძვიან და მიბიძგებენ რომ მხოლოდ ერთი მათგანი გითხრა, ერთადერთი. არადა არ მყოფნის, მილიარდი სიტყვაც კი არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, რაც მთელ არსებაში ტრიალებს, რასაც სული გრძნობს და რისთვისაც გული ცემს...
როგორ მინდა ხოლმე თვალებში წაიკითხო, ყური მკერდზე დამადო და გულისცემიდან შეისმინო.
არადა ხომ გტკივა? ვიცი რომ გტკივა და ათასმაგად მტკივნეულია ჩემთვის შენი ტკივილი, ვიდრე ის, რასაც მონატრებას ვეძახით და რაც უფრო მეტია ვიდრე ერთად ყოფნის სურვილი...

***
მაკლიხარ, მაკლიხარ ისე როგორც არასდროს. მინდა თვალი აგიხვიო, გაგიტაცო და მხოლოდ მაშინ გაღირსო სინათლე, როცა ბზით გარშემორტყმულნი აღმოვჩნდებით. მინდა ბედნიერებით ანთებული თვალები დაგიკოცნო, შემდეგ ფარხმალი დავყარო სიტყვებთან ბრძოლაში და უკვე ალბათ მეათასედ, მაგრამ ყველაზე უფრო ლამაზად გითხრა "მიყვარხარ"...

***

რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ რაც პირველად მეწყინა, მეტკინა და გული დამწყდა და რამდენჯერ პირველის შემდეგ

- და აღარ მახსოვს...
წარსული, რომელიც გაქვავდა

- გატყდა
აწმყო, რომელიც არ იბადებოდა

- დაიბადა
მომავალი, რომელსაც საღათას ძილით ეძინა

- გამოფხიზლდა და ამოძრავდა
სიცოცხლე, რომლის ერთადერთი ნიშანწყალი მკვდარი, მაგრამ მაინც ოცნება იყო

- ადუღებულ, ახდენილი და ჯერ კიდევ აუხდენელი ოცნებებით სავსე ცხოვრებად იქცა და
გზა, რომელსაც არც თავი ჰქონდა, არც ბოლო და არც მიმართულება

- მზესუმზირების ველზე გადებულ სიყვარულით სავსე ბილიკად გადაიშალა, რომლის ბოლოს კიდევ გხედავთ შენც და ჩემს თავსაც, დაბერებულებს, გათეთრებულებს და ისევ გიჟურად შეყვარებულებს. რა თბილად მიღიმი როცა აკანკალებული ხელით ლოყაზე გეფერები და ჟამთასვლისგან დანაოჭებულ თვალის კუთხეებს გიკოცნი. როგორ მყვარებიხარ მთელი ცხოვრება...














გიომ მომწერა ჩვენი შეყვარებულობის პერიოდში.
ერთ-ერთ ფორუმზე თემა გახსნა, დაწერა და დამახვედრა.
ის ფორუმი ამჟამად აღარ არსებობს.
წერილი უცვლელად შევინახე.
წერილიც და მესიჯებიც ტელეფონში, ისინიც შენახული მაქვს.

Friday, August 28, 2009

No Words...


Just Tears...



მენატრები . . .

Tuesday, June 02, 2009

კუდიანო მომენატრე

Wednesday, April 29, 2009

35 წუთი სამსახურამდე vol.2

პირველი იყო შარშან, მაგრამ დღემდე არ გამნელებია.
მანქანა მინდა, ჩემი :(


ხო და აქციების გადამკიდეს 6-მაგად უფრო შემძულდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ნუ ალბათ მიხვდით უკვე რაზე ვამბობ, მარშუტკა ხომ ჩემი ტკივილია?!
იმას გაუხმა ბორბლები ვინც ჩემ მანქანას დაეტაკა და დამილეწა! საწყალი ისე საცოდავად გდია... :(
ხო და იმ ბორბლებდასახმობის გამო მე იმ აზინტლილი მარშუტკით უნდა ვიარო!
ჯერ მარტო ლოდინი როგორ მძულს?! მერე მოვა და ადგილი ან არის ან არა, ხო და თუ ფეხზე დგომა მოგიწია, ჩათვალე რომ აჭარიდან ცირკამდე მთელმა თუ ჩააღწიე, ზნაჩიტ გმირი კი არა უგმირესი ხარ!!
თან თუ „ლიხაჩი შოფერიც“ შეგხვდა ხო საერთოდ!
მაგარი ხალხი ჩითავს 149-ში. ერთი კაცია, თუ შემთხვევით „შემოელაპარაკე“, მთელი გზა, ზედაც რომ არ უყურო გიყურებს და ტვინს გიტ^ნავს.
2 ქალია კიდე, რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე რომ თურმე ჩემთან მუშაობენ (ლოლ), ერთი - რომელიც უფრო ახალგაზრდათ გამოიყურება ისეთ ხმაზე ელაპარაკება ხოლმე გვერდითმჯდომს, რომ უკვე ვიცი მის სამეზობლოში ვისი ვისაშია :D და თუ შემთხვევით მისი ნაცნობი ვინმე ამოვიდა ხო მტრისას! ის ნაცნობი მეორე დღეს რომ ნახო ნათესავივით მოიკითხავ :D
ასეთები კიდე იმდენი შემთხვევებია, ვინც მგზავრობთ დიდ მანძილზე დილით უკვე გეცოდინებათ ალბათ :)
კიდე დაკვირვებებს ვატარებ ხოლმე. აბა რა უნდა ვაკეთო? ტელეფონი ქმარმა დამაწერა, მუსიკებს მაინც ვუსმენდი ხოლმე. ამ ნაუშნიკებს რაღას დავათრევ ჩანთით, ხომ ვერ მეტყვით? :D
ხო, და ვაკვირდები...
ტელეფონზე ლაპარაკისას, კითხვაზე - სად ხარ? - ქალების პასუხი უფრო კონკრეტულია ხოლმე ვიდრე კაცების, მაგ:, ქალები ამბობენ - მარშუტკაში. ხოლო კაცები - გზაში.
უცნაურობა მჭირს კიდე ერთი, უკუღმა არ მიყვარს ჯდომა ტრანსპორტში, მაგრამ თუ მომიწია ხალხს ვაკვირდები ხოლმე სახეზე, ნუ ძირითადად ისეთებს, ხასიათი რომ იგრძნობა და წარმოდგენაში ბავშვობის ასაკში გადამყავს. და ვფიქრობ - ნეტა ეს როგორი იქნებოდა 7 წლის ასაკში? მერე წარმოვიდგენ და მეღიმება, რა თქმა უნდა გულში.
მანქანის ნომრებიც მაქვს ამოჩემებული. თუ ფანჯარასთან ვზივარ მანქანის ნომრებს ვაკვირდები. მერე მის სერიებს ტვინში ვხარშავ და სიტყვები გამომყავს. აი მაგალითად DBL-543 - დებილი #543. :D რა ვქნა აბა, ტრანსპორტის სიშმორეს გული ხო უნდა გადავაყოლო :user:
ისე ერთი კია, თავისუფლებაზე აღარ ადის და ბარათაშვილზე უხვევს ხოლმე. ესეც შეღავათია :))
მოკლედ უკვე აღარ ვიცი მერამდენედ ვლანძღავ აღნიშნულ ტრანსპორტს, მარა ფაქტია რომ ძალიან საჭიროა.
იქნებ მომაწოდოთ იდეები კიდე რითი გავერთო გზაში?

Thursday, April 02, 2009

რევიუ-სავით

რა მაგარია, 100 წელია არ შემომიხედავს აქ და რა? არც არაფერი თითქოს...
სიტყვები არ გამომლევია, არც აზრები, უბრალოდ ძალიან დავიღალე. თან სამსახურში მთელი დღე კლავიატურას ვუკაკუნებ, მერე სახლში ჩემ პაწუკასაც ხომ უნდა მივხედო? მენატრება ხოლმე. ხოდა როცა იძინებს მე უკვე ძილის გარდა არაფრის თავი აღარ მაქვს, ასე რომ დიდი პარდონები!
არა და მინდა, აქაურობა არ მეზარება. აქაურობა და კინოები არ მეზარება... ჰმ, კაი აზრი მომივიდა ამ წუთას, რა ფილმებიც ვნახე, იმათ რევიუებს ჩამოვწერ შეძლებისდაგვარად.
მიყვარს ფილმები, ეგენიც არ მეზარება :D
ე.ი. დავაძრო ჩემი Muvie-ბის პაპკა :D
ტაკ!
1. Vicky Cristina Barcelona. მეგონა რაღაც ახალს აღმოვაჩენ მეთქი და არ ჩამეყარა ფეტვი ნაცარში?! საშინელება, ამაზე უარესს ვერაფერს ნახავთ მგონი. არა აზრი, არა შინაარსი, ერთი იდიოტი ექსპერიმენტატორი მხატვრის და რამდენიმე ქალის არატრადიციული ურთიერთობა. შტერობა!
ერთი პენელოპეს ვიხადკებზე ვიკაიფე მაგრად და ვსო!
2. Keith - ვისაც A Walk to Remember მოგწონთ ეს ფილმიც გაგისწორდებათ. ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ ვიტყვი რომ თინეიჯერების ურთიერთობაა, რომელიც ბოლოც ტრაგიკულად მთავრდება.
3. Rachel Getting Married - ამ ფილმზე მაგრად ვიკაიფე. ნორმალური+ ფილმია. ალკოჰოლიკი დის ისტორია, რომელიც ცდილობს იყოს ყურადღების ცენტრში. მოფსიქოლოგიო ფილმია, თუ მოგწონთ ეგეთები ნახეთ.
4. Slumdog Millionaire ეს ყველას გექნებათ უკვე ნანახი, ასე რომ არაფერს არ ვიტყვი.

პროსტა ამ სცენაზე ვხოხავ!
5.The Women - ამ კინოში მატრო ქალები თამაშობენ, არანაირი კაცის ნასახი, დაჟე ხმაც კი არ ისმის მათი. მაგარი გადაწყვეტილებაა :D ისე ერთხელ საყურებლად მაგრად ასწორებს :)
6.The Boy in the Striped Pyjamas - უძლიერესი ფილმია, ძალიან მაგარი. სპოილერობას არ დავიწყებ, უბრალოდ ადექით და უყურეთ!



უჰ უჰ გავიქეცი, ნატუკა იღვიძებს.....

Saturday, March 14, 2009

ჩემი თხოვლებები! :ლოვე:






ნატალი, ანდრია, სალომე, ნინი, მარიამი და ყველაზე მაგარი კაცი მსოფლიოში - მიშკა!