Wednesday, October 31, 2007

დამალობანა..


ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი...
სიგიჟემ თქვა დამალობანა ვითამაშოთო...
სიმართლე არ დაიმალა, მაინც მიპოვნიანო...
სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა...
სინამდვილე ოკეანეში,
სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა,
თავისუფლება ნიავს ამოეფარა,
სიკეთე კარგა ხანს სხვას უთმობდა ადგილს,
რწმენა ზეცაში აიჭრა,
შური სხივში მიიმალა...
სიყვარული სადაც მივიდა ყველგან დაკავებული იყო...
ბოლოს ლამაზი ბუჩქი დაინახა და შიგ დაიმალა...
დაიწყო სიგიჟემ დამალული გრძნობების ძებნა,ყველა იპოვა სიყვარულის გარდა...
ბოლოს ვარდის ბუჩქი გადასწია და ტირილის ხმა გაიგონა.
სიყვარულს ეკლებზე თვალები დაეჭრა და დაბრმავებულიყო...
მას შემდეგ დედამიწაზე დაბრმავებული სიყვარული სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაყავს...

Perfect


გული მომპარე...... უნდა დაისაჯო..... სიყვარულით მინდა დაგსაჯო - ყველაზე მძიმე სასჯელით. მაგრამ არ შემიძლია... ჩემს ხელთ რომ იყოს შენი ბედი, ალბათ მაინც ვერ შევძლებდი ცალმხრივი სიყვარულისთვის გამემეტებინე.... მეც ბედნიერი ვარ, როცა შენ გხედავ ბედნიერს. იცი, როგორ მიყვარს შენი გულიანი სიცილი? შენი ყველაფერი მიყვარს, მე შენ მიყვარხარ!!! ჩემი ოცნება ხარ! რას წარმოვიდგენდი, რომ ოცნებად მექცეოდა შენთან ერთად ხელიხელჩაკიდებული სიარული...
შენში მეორე "მეს" ვხედავ... ეჰ, რა დაუფიქრებლად ჩაგაბარე ჩემი გულის უსაზღვრო სივრცე... მტანჯავ, მაწამებ და უშენოდ მაინც არ შემიძლია. გნატრობ.... გნატრობ იმიტომ, რომ მენატრები! ტკივილამდე მჭირდები! ჩემთვის მთელი სამყაროს სუნთქვა ხარ!.... და კიდევ... კიდევ ჩემი სიცოცხლის დასაბამი! მიყვარხარ! უშენოდ ჩემთვის არაფერი არსებობს...
სიგიჟემდე რომ მომენატრები ხოლმე, ყველაფერში გეძებ, ვცდილობ სადმე ამოვიცნო შენი ღიმილი, თვალები, ჩურჩული... ასე მგონია, ყველა ცოცხალ არსებას შენ აძლევ სიცოცხლის ელექსირს....... ალბათ ვგიჟდები.. ალბათ მალე საბოლოოდ შემშლის სიყვარული და სიკვდილის დღემდე ვერ შეგელევი, ალბათ... შევიშლები და მეყვარები გიჟსაც...
მერე მაინც მაპატიებენ ამდენ ფიქრს შენზე... ნუ იღელვებ იმაზე, რომ ვინმე ჩემს სიგიჟეში დაგადანაშაულებს. მათ არასოდეს ეცოდინებათ ვინ ხარ ჩემთვის! ეჰ, მართლაც ცოტა მაკლია გაგიჟებამდე.... მაგრამ არ შემიძლია და უფლებაც არ მაქვს რამეში დაგდო ბრალი... შენ ხომ მეორე "მე" ხარ, რომელიც პირველ "მე"-ზე მეტად მიყვარს!....

Sunday, October 28, 2007

:|

როგორ მინდა შეგიძულო ხანდახან!

აღარ გელოდები!

გავიყინე უკვე!

მაპატიე ((