რამდენი რამის გაკეთება მინდა ცხოვრებაში!
ამ ბოლო დროს მოშვებული სხეულის აღდგენა მჭირდება.. ვირბენდი სადმე აქვე, ახლომახლოს, მაგრამ რად გინდა ჩემი სახლიდან მთავარ ქუჩამდე გასასვლელად 3 ევერესტის გავლა და ანდებზე წრის დარტყმა მიხდება, რომელ სირბილზეა ლაპარაკი?! :))
ერთმა ნაცნობმა მითხრა, აი დიღომში რომ ცხოვრობდე ერთად ვირბენდითო, მარა აბა დიღომში ცხოვრება როგორ ვინატრო იმისთვის რომ ვირბინო?