იცით რა მახსენდება? როგორ შემიყვარდით სულ პაწაწინა დეტალებით.
ბაღში რუსიკო ჩემი არ იყოს სულ გაბზეკილი დადიოდა თბილი გამოხედვით.. თეთრი, ფითქინა თავგადახოტრილი თამუნა რომ დავინახე, პირველად ვერ მივხვდი როგორ შეიძლებოდა, გოგო ყოფილიყო მოკლე თმით! :)) მაგრამ მეექვსეში, პირველ სექტემბერს, კლასში შემოსვლისთანავე მეია გვერდით რომ მომიჯდა, ამიერიდან აქ ვიჯდებიო, ვიგრძენი როგორ აფუთფუთდნენ პეპლები მუცელში. (ხო, რა იყო, რამ გაგაკვირვა?!) თიკა იყო წყნარი, ჩუმი მაგრამ მაინც მეამბოხე სულით. სუსტი და ჰაეროვანი! და მახსოვს როგორ გავხედე ცალი თვალით ვერიკოს, კლასში შესულს უცხო ადამიანი რომ დამხვდა, კედელზე მორიდებით აკრული დიდი, ცისფერი ღრმა, უმანკო თვალებით მიყურებდა გაოცებული! თეა თავისი სიზუსტით, სწორხაზოვანი და მუდამ მოწესრიგებული! მე მიყვარს ჩვენი ყოველი წამი, წუთი, თვე და წლები ერთად! მე მიყვარს თქვენი სიდინჯე, სერიოზულობა, სიგიჟე, თავზეხელაღებულობა, სიზუსტე, სინაზე, დეპრესია, სიყვარეული, ურთიერთგაგება და ყველაზე დიდი რამ, მეგობრობა! მიყვარხართ, და სადაც არ უნდა წავიდე, ვიცი რომ თქვენ "ჩემი სახლი" ხართ!
No comments:
Post a Comment