Friday, August 29, 2008

cough

ფილტვები მტკივა ხველისგან ბლა! დავახველებ და მერე 15 წუთი ამოსუნთქვას ვუნდები, 20 წუთი ლაპარაკის თავიდან დაწყებას.
ეს მინდოდა ეხლააააა??......
ვნერვიულობ რა, მეშინია რამე საგანგაშო არ იყოს ორშაბათს ექიმს უნდა ვეჩვენო და ეხო გადავიღო აუცილებლად
ჩემი დედამთილი მამშვიდებს, ჩემი დაც და დედაც მამშვიდებს, ყველა მამშვიდებს, მარა მაინც მეშინია რა, პატალა და უსუსულია ჯელ

იმედი მაქვს მალე გამივლის და ჩემ პატარასაც არაფერი დაემართება ჩემი სულელური უყურადღებობის გამო.

ღმერთმა ქნას!

Thursday, August 28, 2008

აჯღაბუჯღა

როგორც იქნა, არის! აღსრულდა! მეღირსა!
კი არა და ვზივარ ეხა სახლში, ამ პაპანაქება მარიამობის დღეს და ვსრუტუნებ.. ამ სიკეთის დროს გაციება იქნებოდა? არა და მთელი ეს პერიოდი ზედმეტად არ დამიცემინებია ვისხი ამ სიცხეში ცივი წყალი ყელში და გამიცივდა. აბა რა მეგონა? მოკლედ ტრაკში ვარ. არ მინდა ავად ყოფნა რა. წამალს ვერ ვსვამ რომ მალე გამიაროს, მარტო თაფლიან რძეს და უკვე გულიც მერევა ამდენი რძისგან. მოკლედ რა...

ხო, კიდე ერთი, დავჯექი სახლში ვსო, დეკრეტში გავედი და დავჯექი. ნუ დავჯექი ცოტა უხეში ნათქვამია, ხანდახან ვწევარ კიდეც ნუ, ძირითადად უფრო ვწევარ. სახლში ვანკასტანკას მეძახიან ადექი-დაწექი, ადექი-დაწექი და ა.შ.

ისე გავიბერე, მუხლებზე კლავიატურა მედო და პრაბელის გაყოლება საერთოდ ვეღარ დავინახე ვერაფერი
რამდენი რაღაცეები ვიხლაფორთე, ბევრი სალაპარაკო რომ არ მქონდა ალბათ მაგიტო...

მარიამობას გილოცავთ!!!

Sunday, August 17, 2008

Broke

მონიტორი დამებრიდა :( ფრო სწორედ დაგვებრიდა...
ამ ლეპტოპს კიდე ვერ ვიტან რა, ნუ ვსმისლე განა სუ ვერ ვიტან, მარა ვერ შევეჩვიე. ვერ ვმუშაობ...
თან შენ გემოზეც ვერ ზიხარ, სხვისი როა, ხო გესმის?!
და ვაბშე ამ ბოლო დროს რაღაც ყველაფერი მებრიდება. ჯერ ნაუშნიკები, ეხლა ეს მონიტორი, მანქანასაც ხო სუ რაღაც უნდა გამოუვარდეს გასაკეთებელი და მოკლედ ვარ ასე, საით რა გავაკეთო აღარ ვიცი :D რბილად რო ვთქა ტრაკში ვარ რა.
ხოდა რატო დავწერე ეს, უბრალოდ რომ არ იფიქროთ რომ ბლოგერობას გამოვაკლდი ანდა სუ დამავიწყდა აქაურობა, არა, უბრალოდ აი ეგეთი საქმე დამემართა რა.


პ.ს. დღეს ფორუმ.გე-ზე ვერ შევედი და ხო არავინ იცით რატო?