Saturday, November 21, 2009

alone



დღეს განსაკუთრებულად ვარ ცუდად.
სხვაგან ვიყავი, სტუმრად.
მე და გიო ძალიან ხშირად ვიყავით ხოლმე იქ. მივდიოდით და საყვარელ ადამიანებთან ერთად ვისხედით, ვლაპარაკობდით, ვიცინოდით, ვთამაშობდით, ვუკრავდით, ვმღეროდით და გვიყვარდა...
პირველად ვიყავი მათთან სტუმრად უგიოდ.
მტკივა.
გული ტირის.
სული დამიობლდა.
გარს უამრავი ხალხი მახვევია და მარტო ვარ, სულ, სულ მარტო.
...როგორ მენატრება...


ძალიან ძნელია ამ ტკივილის გადმოცემა...
თანაც უკვე ვეღარაფერს ვხედავ, ეკრანი გაიბლარა და გულიც ყელში მაქვს მომდგარი...
მოგონებებმა დამახრჩო.

არა და რა ძნელია დარდის დამალვა.
როგორი ძნელია ტკივილის გაყუჩება.


...მწარედ მენატრება, ტკივილით...

Monday, October 19, 2009

ნატალი



ახალგაღვიძებული ლოყაწითელი და ცემლმორეული ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი :*


სახლში არ ვიყავი და უტირია :)

Monday, September 21, 2009

უგიო

მოეფერეთ საყვარელ ადამიანებს!
არასოდეს გაუაროთ გვერდი ისე, უბრალოდ.
არ მოგერიდოთ გარშემომყოფების.
სახლში, გარეთ, ქუჩაში, მეზობელთან, სტუმრად, კაფეში, ბარში, პარკში...
უსიტყვოდ მიდით და მოეფერეთ.
ან სიტყვით მოეფერეთ, ჩაეხუტეთ, აკოცეთ, ელაპარაკეთ...
ყოველი წუთი გამოიყენეთ, ყოველი წამი.
გული მწყდება და ძალიან მტკივა როცა ვიხსენებ წუთებს, გვერდით მყავდა და არ მოვფერებივარ საკმარისად.

როგორ მინდა გელაპარაკო, გებურდღუნო, როგორც შენ მეტყოდი ხოლმე, მოდი ვიბურდღუნოთო.
ეხლა მაკლია.
ძალიან მაკლია.
მტკივა.
მწვავს და მახრჩობს.
ეხლა ვბრაზდები ჩემს თავზე ხშირად რომ არ გეფერებოდი.
სახეს რომ არ გიკოცნიდი...
ძალიან ვბრაზდები მაგრამ რა ზარი აქვს?? რა?
როგორ მტკივა!
სად გამოვხატო, როგორ?
ვისთან?
არ ვიცი.
გული მაქვს მძიმე, ლოდი არ ქვია მაგას, თურმე დარდი ქვია და ლოდივით მძიმე ყოფილა.

მენატრები გიო! ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო, უსაყვარლესო, უთბილესო!

გეფერები, მაგრამ უხორცოდ!
გესაუბრები, უსიტყვოდ!
გკოცნი, უტუჩოდ!




კივილი მინდა...

Thursday, September 03, 2009

არ გააღვიძო, ძინავს

ჯერ კიდე მგონია რომ კარს შემოაღებს, ჩუმად მოვა, დამხედავს თუ მძინავს ნაზად მაკოცებს, მერე ბავშვს დახედავს, იმასაც აკოცებს და კომპიუტერს მიიგორებს საწოლთან, ჩართავს რამე კინოს აარჩევს, საყურისებს გაიკეთებს და კინოს დაწყებამდე ჩაეძინება.
დილით ავდგები, დავინახავ რომ საყურისებიანად ძინავს, კომპი ჩართულია, კინო რა თქმა უნდა რამდენიმე საათის დამთავრებული.
საყურისებს მოვხსნი ფრთხილად, რომ არ გავაღვიძო ისე, შეიშმუშნება, ერთ პოზაში დარჩენილს შვება მიეცემა და გვერდს შეიცვლის. ჩემ ბალიშს მუხლებქვეშ ამოიდებს და ძილს გააგრძელებს.
როგორ მეცინება ხოლმე მაგ დროს... როგორ ვბრაზდები კომპი შუა ოთახში რომაა გაჩხერილი.
ან მოვა საღამოს დაღლილი სამსახურიდან. მეტყვის არ გშიაო? უკვე ვიცი რომ ვინუჟდენი უნდა ვჭამო, რადგან მარტო არ შეჭამს. მერე მეტყვის როგორ გასუქდიო?! :)) თან უკვე გამზადებული უნდა დავახვედრო, თორემ საერთოდ არ შეჭამს. ხაჭაპურზე გიჟდება. ხაჭაპურზე და კატლეტზე.
ან მოვა აჩქარებული, თითქოს ვინმე მოსდევს, გიტარას აიღებს, რაღაც შნურებს მიუერთებს, დინამიკებზე დააერთებს და დაკვრას იწყებს. უკრავს და უკრავს, მეც მიხარია, ნატალი მარტო მამამისის დაკვრის დროს ზის წყნარად და უსმენს განაბული და ვისვენებ. მერე როიალზე გადაინაცვლებს და იქ დაუკრავს თავის საყვარელ მელოდიებს. ბეთხოვენი უყვარს ძალიან, ნოტებიც კი გაარჩია იმ დღეს. ჩვენ რა თქმა უნდა იქ ვინაცვლებთ მოსასმენად სადაც გიოა. ბავშვი ინსტრუმენტისკენ გაიწევს, მე გამოვიყვან, რადგან როცა გიო უკრავს ექსტაზშია და შეიძლება გაბრაზდეს. ნატალი თავს არ დაანებებს სანამ კალთაში არ ჩაუჯდება და აკომპანიმენტს არ გაუწევს. გიო მოეფერება და რამე მხიარულს დაუკრავს ბავშვისთვის.
მერე ისევე უცებ დაამთავრებს როგორც დაიწყო.
გაღვიძება?! თუ დაიძინა ვერ გააღვიძებ. სამსახურში წასვლამდე ორასჯერ მაინც ვეტყვი რომ ადგეს. კიო, მეტყვის და იძინებს ისევ. ბოლოს მეც გავბრაზდები და სამსახურში წავალ. გზიდან დავრეკავ. სამსახურიდან დავრეკავ მაგრამ არ გაიღვიძებს. მერე უცებ თვითონ დარეკავს და კითხვაზე სად ხარ? - სამსახურში ვარ ჩმორო!





სამსახურშია და მოვა.

Sunday, August 30, 2009

პირველი წერილი

იმის მემილიარდედი რისი თქმაც მინდოდა...

რა არი მაინც ცხოვრება... ხან გაივლის, ხან გამოივლის, თუ მოეპრიანა გადაგივლის და გადმოგივლის. რამდენი ხანი უნდება ადამიანი იმის გაგებას, თუ რისთვის მოვიდა, არადა ყოველთვის იცის საით მიდის...
რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ რაც პირველად მეწყინა, მეტკინა და გული დამწყდა და რამდენჯერ პირველის შემდეგ... არა ეს ტანჯვა არ იყო. ყველაფერი ჯერ ძიებას, შემდეგ შეცნობას გავდა და ბოლოს საკუთარი უსუსურობის შეგრძნებით გაჯერებულ უმნიშვნელო არსებობად იქცა. გზა, რომელსაც არც თავი ჰქონდა, არც ბოლო და არც მიმართულება, სიცოცხლე, რომლის ერთადერთი ნიშანწყალი მკვდარი, მაგრამ მაინც ოცნება იყო, წარსული, რომელიც გაქვავდა, აწმყო, რომელიც არ იბადებოდა და მომავალი, რომელსაც საღათას ძილით ეძინა...

***
გითხრა, რომ მინდა ვიცოდე როგორ და საიდან? არასოდეს! რისთვის, თორე ჰო. საკვირველად ერთი მრჩება მხოლოდ. რატომაა ახლა ისეთი ლამაზი, როგორიც არასოდეს იქნებოდა...

***
მახსოვს კი, იყო ასეთი დღე, წვიმდა...
ვერ გეტყვი იმ დღეს რა მოხდა და ვერ დამადანაშაულებ. არც შენ იცი.
დაბადების არ მეშინოდა, არც გათბობის, სილამაზის, გრძნობის. შენს იმდღევანდელ ნათელ სახეს გეფიცები, არც ტანჯვის მოლოდინი მთრგუნავდა და არც სიზმრიდან გამოღვიძების. ელვის სისწრაფით ირეცხებოდა გონიდან ყველაფერი, რაც იყო და წამებში მოშუშებული გული ახალი, მშვიდი სიგიჟით ივსებოდა.
არასოდეს მტკენია მარტოობა ისე, როგორც მაშინ, როცა ღამემ ის საღამო წარსულს აჩუქა...

***
რა ცოტა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად შევაბიჯე სამყაროში, რომელსაც უკვე აღარ ვეძებდი, რაც ჩემი გული იქცა სილამაზისა და სითბოს ბუდედ, სადაც ციცქნა მწვანე ჭიამაია ბინადრობს. რა მცირე ხანია რაც დავიბადე, სულ რაღაც სამი თვის ვარ...


***
რამდენი სისულელის თქმა მინდა ახლა, რამდენი სიგიჟის ჩადენა... დღემდე არასოდეს უთქვამთ სიტყვებს ჩემთვის უარი. მებრძვიან და მიბიძგებენ რომ მხოლოდ ერთი მათგანი გითხრა, ერთადერთი. არადა არ მყოფნის, მილიარდი სიტყვაც კი არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, რაც მთელ არსებაში ტრიალებს, რასაც სული გრძნობს და რისთვისაც გული ცემს...
როგორ მინდა ხოლმე თვალებში წაიკითხო, ყური მკერდზე დამადო და გულისცემიდან შეისმინო.
არადა ხომ გტკივა? ვიცი რომ გტკივა და ათასმაგად მტკივნეულია ჩემთვის შენი ტკივილი, ვიდრე ის, რასაც მონატრებას ვეძახით და რაც უფრო მეტია ვიდრე ერთად ყოფნის სურვილი...

***
მაკლიხარ, მაკლიხარ ისე როგორც არასდროს. მინდა თვალი აგიხვიო, გაგიტაცო და მხოლოდ მაშინ გაღირსო სინათლე, როცა ბზით გარშემორტყმულნი აღმოვჩნდებით. მინდა ბედნიერებით ანთებული თვალები დაგიკოცნო, შემდეგ ფარხმალი დავყარო სიტყვებთან ბრძოლაში და უკვე ალბათ მეათასედ, მაგრამ ყველაზე უფრო ლამაზად გითხრა "მიყვარხარ"...

***
რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ რაც პირველად მეწყინა, მეტკინა და გული დამწყდა და რამდენჯერ პირველის შემდეგ

- და აღარ მახსოვს...
წარსული, რომელიც გაქვავდა

- გატყდა
აწმყო, რომელიც არ იბადებოდა

- დაიბადა
მომავალი, რომელსაც საღათას ძილით ეძინა

- გამოფხიზლდა და ამოძრავდა
სიცოცხლე, რომლის ერთადერთი ნიშანწყალი მკვდარი, მაგრამ მაინც ოცნება იყო

- ადუღებულ, ახდენილი და ჯერ კიდევ აუხდენელი ოცნებებით სავსე ცხოვრებად იქცა და
გზა, რომელსაც არც თავი ჰქონდა, არც ბოლო და არც მიმართულება

- მზესუმზირების ველზე გადებულ სიყვარულით სავსე ბილიკად გადაიშალა, რომლის ბოლოს კიდევ გხედავთ შენც და ჩემს თავსაც, დაბერებულებს, გათეთრებულებს და ისევ გიჟურად შეყვარებულებს. რა თბილად მიღიმი როცა აკანკალებული ხელით ლოყაზე გეფერები და ჟამთასვლისგან დანაოჭებულ თვალის კუთხეებს გიკოცნი. როგორ მყვარებიხარ მთელი ცხოვრება...














გიომ მომწერა ჩვენი შეყვარებულობის პერიოდში.
ერთ-ერთ ფორუმზე თემა გახსნა, დაწერა და დამახვედრა.
ის ფორუმი ამჟამად აღარ არსებობს.
წერილი უცვლელად შევინახე.
წერილიც და მესიჯებიც ტელეფონში, ისინიც შენახული მაქვს.

Friday, August 28, 2009

No Words...


Just Tears...



მენატრები . . .

Wednesday, April 29, 2009

35 წუთი სამსახურამდე vol.2

პირველი იყო შარშან, მაგრამ დღემდე არ გამნელებია.
მანქანა მინდა, ჩემი :(


ხო და აქციების გადამკიდეს 6-მაგად უფრო შემძულდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ნუ ალბათ მიხვდით უკვე რაზე ვამბობ, მარშუტკა ხომ ჩემი ტკივილია?!
იმას გაუხმა ბორბლები ვინც ჩემ მანქანას დაეტაკა და დამილეწა! საწყალი ისე საცოდავად გდია... :(
ხო და იმ ბორბლებდასახმობის გამო მე იმ აზინტლილი მარშუტკით უნდა ვიარო!
ჯერ მარტო ლოდინი როგორ მძულს?! მერე მოვა და ადგილი ან არის ან არა, ხო და თუ ფეხზე დგომა მოგიწია, ჩათვალე რომ აჭარიდან ცირკამდე მთელმა თუ ჩააღწიე, ზნაჩიტ გმირი კი არა უგმირესი ხარ!!
თან თუ „ლიხაჩი შოფერიც“ შეგხვდა ხო საერთოდ!
მაგარი ხალხი ჩითავს 149-ში. ერთი კაცია, თუ შემთხვევით „შემოელაპარაკე“, მთელი გზა, ზედაც რომ არ უყურო გიყურებს და ტვინს გიტ^ნავს.
2 ქალია კიდე, რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე რომ თურმე ჩემთან მუშაობენ (ლოლ), ერთი - რომელიც უფრო ახალგაზრდათ გამოიყურება ისეთ ხმაზე ელაპარაკება ხოლმე გვერდითმჯდომს, რომ უკვე ვიცი მის სამეზობლოში ვისი ვისაშია :D და თუ შემთხვევით მისი ნაცნობი ვინმე ამოვიდა ხო მტრისას! ის ნაცნობი მეორე დღეს რომ ნახო ნათესავივით მოიკითხავ :D
ასეთები კიდე იმდენი შემთხვევებია, ვინც მგზავრობთ დიდ მანძილზე დილით უკვე გეცოდინებათ ალბათ :)
კიდე დაკვირვებებს ვატარებ ხოლმე. აბა რა უნდა ვაკეთო? ტელეფონი ქმარმა დამაწერა, მუსიკებს მაინც ვუსმენდი ხოლმე. ამ ნაუშნიკებს რაღას დავათრევ ჩანთით, ხომ ვერ მეტყვით? :D
ხო, და ვაკვირდები...
ტელეფონზე ლაპარაკისას, კითხვაზე - სად ხარ? - ქალების პასუხი უფრო კონკრეტულია ხოლმე ვიდრე კაცების, მაგ:, ქალები ამბობენ - მარშუტკაში. ხოლო კაცები - გზაში.
უცნაურობა მჭირს კიდე ერთი, უკუღმა არ მიყვარს ჯდომა ტრანსპორტში, მაგრამ თუ მომიწია ხალხს ვაკვირდები ხოლმე სახეზე, ნუ ძირითადად ისეთებს, ხასიათი რომ იგრძნობა და წარმოდგენაში ბავშვობის ასაკში გადამყავს. და ვფიქრობ - ნეტა ეს როგორი იქნებოდა 7 წლის ასაკში? მერე წარმოვიდგენ და მეღიმება, რა თქმა უნდა გულში.
მანქანის ნომრებიც მაქვს ამოჩემებული. თუ ფანჯარასთან ვზივარ მანქანის ნომრებს ვაკვირდები. მერე მის სერიებს ტვინში ვხარშავ და სიტყვები გამომყავს. აი მაგალითად DBL-543 - დებილი #543. :D რა ვქნა აბა, ტრანსპორტის სიშმორეს გული ხო უნდა გადავაყოლო :user:
ისე ერთი კია, თავისუფლებაზე აღარ ადის და ბარათაშვილზე უხვევს ხოლმე. ესეც შეღავათია :))
მოკლედ უკვე აღარ ვიცი მერამდენედ ვლანძღავ აღნიშნულ ტრანსპორტს, მარა ფაქტია რომ ძალიან საჭიროა.
იქნებ მომაწოდოთ იდეები კიდე რითი გავერთო გზაში?

Thursday, April 02, 2009

რევიუ-სავით

რა მაგარია, 100 წელია არ შემომიხედავს აქ და რა? არც არაფერი თითქოს...
სიტყვები არ გამომლევია, არც აზრები, უბრალოდ ძალიან დავიღალე. თან სამსახურში მთელი დღე კლავიატურას ვუკაკუნებ, მერე სახლში ჩემ პაწუკასაც ხომ უნდა მივხედო? მენატრება ხოლმე. ხოდა როცა იძინებს მე უკვე ძილის გარდა არაფრის თავი აღარ მაქვს, ასე რომ დიდი პარდონები!
არა და მინდა, აქაურობა არ მეზარება. აქაურობა და კინოები არ მეზარება... ჰმ, კაი აზრი მომივიდა ამ წუთას, რა ფილმებიც ვნახე, იმათ რევიუებს ჩამოვწერ შეძლებისდაგვარად.
მიყვარს ფილმები, ეგენიც არ მეზარება :D
ე.ი. დავაძრო ჩემი Muvie-ბის პაპკა :D
ტაკ!
1. Vicky Cristina Barcelona. მეგონა რაღაც ახალს აღმოვაჩენ მეთქი და არ ჩამეყარა ფეტვი ნაცარში?! საშინელება, ამაზე უარესს ვერაფერს ნახავთ მგონი. არა აზრი, არა შინაარსი, ერთი იდიოტი ექსპერიმენტატორი მხატვრის და რამდენიმე ქალის არატრადიციული ურთიერთობა. შტერობა!
ერთი პენელოპეს ვიხადკებზე ვიკაიფე მაგრად და ვსო!
2. Keith - ვისაც A Walk to Remember მოგწონთ ეს ფილმიც გაგისწორდებათ. ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ ვიტყვი რომ თინეიჯერების ურთიერთობაა, რომელიც ბოლოც ტრაგიკულად მთავრდება.
3. Rachel Getting Married - ამ ფილმზე მაგრად ვიკაიფე. ნორმალური+ ფილმია. ალკოჰოლიკი დის ისტორია, რომელიც ცდილობს იყოს ყურადღების ცენტრში. მოფსიქოლოგიო ფილმია, თუ მოგწონთ ეგეთები ნახეთ.
4. Slumdog Millionaire ეს ყველას გექნებათ უკვე ნანახი, ასე რომ არაფერს არ ვიტყვი.

პროსტა ამ სცენაზე ვხოხავ!
5.The Women - ამ კინოში მატრო ქალები თამაშობენ, არანაირი კაცის ნასახი, დაჟე ხმაც კი არ ისმის მათი. მაგარი გადაწყვეტილებაა :D ისე ერთხელ საყურებლად მაგრად ასწორებს :)
6.The Boy in the Striped Pyjamas - უძლიერესი ფილმია, ძალიან მაგარი. სპოილერობას არ დავიწყებ, უბრალოდ ადექით და უყურეთ!



უჰ უჰ გავიქეცი, ნატუკა იღვიძებს.....

Saturday, March 14, 2009

ჩემი თხოვლებები! :ლოვე:






ნატალი, ანდრია, სალომე, ნინი, მარიამი და ყველაზე მაგარი კაცი მსოფლიოში - მიშკა!

Monday, March 09, 2009

Thursday, March 05, 2009

Tuesday, February 17, 2009

Fუ ბლიად!

არა რა, ეს ადნაკლასნიკი სუფთა დეგენერატობაა. შევედი ეხლა მეთქი ჩემ კლასელებს გადავხედავ ცოტას წავეჭორავები და უცებ მესიჯი მომდის
miro modixar xval bibilashvilis meuglis panashvidzeeeeeee???
ბიბილაშვილი ჩემი კლასელია
ჩვენი კლასი დაწყევლილია თუ რა არის რ ვიცი? 2 წლის წინ მეორე ჩემ კლასელს და დაქალს გარდაეცვალა მეუღლე, ისიც ავარიაში! აუ არ მინდა რა, მეტს ვერ გავუძლებ :(
როგორ არ მინდოდა დღე ესე დამესრულებინა?
რა მინდოდა, რას ჩავრთე გამორთული კომპიუტერი?
მივეთრეოდი რა დასაწოლად!..

Sunday, February 08, 2009

Monday, January 26, 2009

:D

ქოჩორა :D

:D

და ღაბუა :)

Saturday, January 24, 2009

ჩემი შვილი


Spongebob-ზე აფანატებს! ეხლაც წინ უდევს და ჭყიპინებს. :D
ეტყობა იცის თავისნაირი თავგასიებული რომაა და :D
ეხლა კალთაში მიზის და თავისი პატარა თითუკებით ცდილობს რაღაც გააკეთოს: ჰ საფ ვბჰგგგგგგნნნნნნნნნნნნ : ეს მან ქნა :D თან აღფრთვანების ხმებს გამოსცემს, ისეთ საყვარელიაა!!!!ზზზზზზე ბ6ნაზზზზზზზზზზზზზზზზზზზ ჯ ნკოკმ ნ ნ... უნდა ნახოთბ რა სახით აკეთებს ამას :D ნამდვილი მომავალი ბლოგერია! ზ მოწონს მაგრად :D
მიკლედ წავედით, უნდა ვჭამოთ :)

Thursday, January 22, 2009

რა შუაშია და...

დღეს პირველად აღმოვაჩინე შემთხვევით Fეისბუქი და ძალიან დამაინტერესა, საერთოდ დიდი მოყვარული ვარ ბლოგების, სელFსაიტების და ათასი მამაძაღლობების, მაგრამ ეს საიტი მაინც რაღაც ახალია. ეხლა ვსწავლობ რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. ძალიან მომეწონა მარჯვენა ზემო კუთხეში Fან კლუბები რომ იჩითება, უკვე გავხდი რამდენიმეს Fანატი :D კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება Fეისბუქზე, მარა ცოტა კარგად რომ შევისწავლი, უფრო მეტს დავწერ..


დღეს ჩემმა გოგომ ახალი რაღაც ისწავლა. 150 მლ Hუმანით სავსე ბოთლს რომ გამოცლის სოსკის ღეჭვას თავს არ ანებებს და ზედვე ეძინება :D ისეთი საყვარელი შესახედია ამხელა ბოთლი რომ უჭირავს და ძინავს?!. :D ხო, ხო, არ მოგჩვენებია, ბოთლი თავისი ხელით უჭირავს და ჭამს კიდეც, არადა სულ რაღაც სამთვინახევრისაა :D ნუ რა თქმა უნდა ბოთლი პლასტმასიაა, მაგრამ სითხე რომ აასხია ხომ მძიმდება, არა? ;) სამწუხაროდ ჩემს მობილურს სოფტი დაუზიანდა და სანამ გავაკეთებ ფოტოს ვერ ვუღებ, მაგრამ როგორც კი მომეცემა საშუალება აუცილებლად გადავუღებ ამ პოზაში სურათს და დავაგდებ! :)


დღეს ჩემი საყვარელი ადამიანის, მეგობრის, ძმის, მამის, დამრიგებლის და ა.შ. დაბადების დღეა! სამწუხაროდ კარგად ვერ მივულოცე დაბადების დღე ტელეფონით, რადგან თურმე შეხვედრაზე იყო და შევეჭერი, მაგრამ მაინც მივულოცე! აქაც გილოცავ გაFრინ! მიყვარხარ მაგრად! მრავალს დაესწარი! ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულს, ბევრ სამსახურს და უამრავ შემოსავალს გისურვებ! ბევრ სასიამოვნო წუთს გისურვებ და კიდევ ვისურვებდი, რომ ოდნავ ნააკლებად ზარმაცი გამხდარიყავი! :D


კიდე რა, მეტი დღეს ისეთი არაფერი მომხდარა, მაგრამ დღე ჯერ არ დამთავრებულა და სიურპრიზები ალბათ იქნება, ჩემი ქმარი სამსახურიდან არ დაბრუნებულა :D
მანამდე კი გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით! :*

Saturday, January 10, 2009

ივენთი ამირანში

კიდევ ერთხელ „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“


მართალია მე არ ვყოფილვარ პირველ შეხვედრაზე და არც ფილმი მინახავს, მაგრამ ისიც აღსანიშნავია რომ ბლობერებს გვპატიჟებენ ასეთ ჩვენებებზე!

Thursday, January 01, 2009

8

როგორ დავიწყო არ ვიცი, მაგრამ გასული წლის შესახებ უნდა დავწერო რაღაცეები..
ჯერ იმით დავიწყებ რომ ახალი წელი პირველად გავატარე ჩემ საყვარელ ბეთხოვენასთან ერთად. ახალი წლის საამზადისი იყო მაგარი. ჯერ ახალი წევრი რომ ვიყავი ოჯახში და ნაძვისხის დადგმის სიხარულს და აღფრთოვანებას ბოლომდე რომ ვერ გამოვხატავდი :)) (ეგ შეგრძნება წელსაც გამახსენდა, წამკით, მაგრამ მაინც გამახსენდა). მერე მანქნა შევიძინეთ, მერე დავკარგეთ, მერე ისევ შევიძინეთ და საბოლოოდ საერთოდ დაგვიმტვრიეს. მოკლედ მანქანის მხრივ არ გაგვიმართლა, მაგრამ ეგეც არაფერი, მაგრად დაიკიდე საყგვარელო, მალე უფრო უკეთესი გვეყოლება!... მოიცა კაცო, ჯერ იანვარი არ დამიმთავრებია!
იანვარში გავიგე რომ ორსულად ვარ.
თებერვალში და მარტში ისეთი არაფერი, ტოქსიკოზს თუ არ ჩავთვლით. უბრალოდ იყო ბევრი სიყვარული! :)
აპრილში რა, ჩემი დაბდღეა და ავღნიშნე რა :))
არც დანარჩენი თვეები იყო რამე განსაკუთრებულად აღსანიშნავი, დავდიოდი სამსახურში, საღამოს კი სახლში ჩემ საყვარელ მეუღლესთან ერთად ათას სისულელეს ჩავდიოდი :) ნუ ეხლა სულ სახლშიც არ ვიყავით ხოლმე, სტუმრადაც დავდიოდით, მეგობრებშიც... აგვისტოში იყო ომი. საშინლად დათრგუნული დავდიოდით. ამ ტელევიზორიდან კიდე კაის ვერაფერს გაიგებდი. ათასი ჯურის დიპლომატები დადიოდნენ აქეთ-იქეთ, მარა აღშფოთდა, შეშფოთდა, მწუხარება გამოთქვა, ურჩია, მირჩია, გირჩიას მეტი მაგათგან სასიკეთო ვერაფერი ვერ დავინახე. მოკლედ ესეც შენი დამპალი და ძირგამოთხრილი მთავრობა (ჯანდაბა, რა დროს პოლიტიკაა?!).
მუცელი კი იზრდებოდა და იზრდებოდა, ბოლოს იმხელა გავხდი მარინა მაცმევდა ფეხზე, ფეხსაცმელს რომ ვერ ვიცვამდი. გიომ მუშაობა დაიწყო. სექტემბერი სახლში ვიჯექი, დეკრეტის გამო. ახლა მე ვიჯექი ხოლმე სახლში და გიოს მოსვლას ველოდებოდი საღამოობით სულმოუთქმელად. ოქტომბერში ნატალი შემეძინა კი არა და შეგვეძინა :) . ყველაზე დიდი მოვლენა ჩემ ცხოვრებაში! იმ დღიდან ჩემი ცხოვრება რადიკალურად თუ არა, რაღაც დოზოთ მაინც შეიცვალა. უფრო პასუხისმგებლიანი გავხდი და არვიცირამდენჯერად უფრო მეტად შემიყვარდა ჩემი საყვარელი ბეთხოვენა და უფრო მეტად მიჭირს ბავშვის ძიძის ხელში დატოვება. მაგრამ სამსახურში აუცილებლად უნდა დავბრუნდე!
ესეც ჩემი გასული წელიწადი.
იმედია 9 უკეთესი იქნება, 9 ჩემი ბედნიერი ციფრია.
ხოდა გისურვებთ უკეთეს ცხრას!!

რა მაგარია!

ბლოგოსფეროს კიდევ ერთი ლამაზი წყვილი შეემატა!
ეხლა ფორუმში შევიჭყიტე და თემას გადავაწყდი Tornikee+BoOoOo, happy!!!happy!!!. ჯერ მეგონა ისევ ხუმრობდა ვიღაცა, მერე თემა ბოლომდე წავიკითხე და მოკლედ აღნიშვნა მომინდა რა, იმედია არ მიწყენენ მარი და თორნიკე. :)


გილოცავთ და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ!
შეეცადეთ ნაკლებად იჩხუბოთ ;) (მარის ბლოგში ვკითხულობდი ხოლმე ამაზე)
გიყვარდეთ ერთმანეთი როგორც ეხლა!



სურათი მარის მოვპარე ბლოგიდან, იმედია არ მიწყენს :)