უხეშად ხომ არ გამომდის ვინმეს მეგობრობაზე უარს რომ ვეუბნები? ვერ მივიღე. ვერ აღვიქვი. შემოვლითი გზებით ვცდილობ ავუხსნა რომ მეძნელება მასთან ურთიერთობა. თანაც ცოტა მძიმე ტიპია. სათქმელს ბოლომდე არ ამბობს. თუ ხალხში ვართ არ მელაპარაკება, თითქოს ორტონიან მესიჯებს არ მწერდეს? ან თუ ამბობს ისე ორაზროვნად რომ საერთოდ გაქცევა მინდება. მე კიდე სპეციალურად ვეკითხები ხოლმე რაღაცეებს
და თან ისე ხმამაღლა, რომ გიჟდება, თვალებს მიქაჩავს და ჩუო მეუბნება.. თუ ახლოს ვდგავარ ხო ვაბშე, ერთხელს კინაღამ ხელი მომტეხა ისე მომიჭირა... და რომ ბრაზდება ძაან მომწონს და ვბედნიერდები! ვიცი რო ცუდად ვიქცევი, მარა იძულებულს მხდის ასე მოვიქცე! ხო, კიდე რასაც ყველაზე ძალიან ვერ ვიტან! ზედმეტი შეხებები! აააააა......ბბბრრრ......მინდა მაგ დროს ხელი მოვტეხო ადამიანს! ჩემი ნებართვის გარეშე რომ მეხებიან ვერ ვიტან! ვინც კარგად მიცნობს იცის, მაგრამ ესეთ შეუგნებელს ვერ გავაგებინე რომ ხელები დააყენოს!.. ან ჯიბეში ჩაიყოს ან სადაც უნდა იქ წაიღოს, მარა მე ნუ დამეყრდნობა!!!!!! არა, მაგ დროს კი მოვიშორებ ხოლმე უხეშად და თან ისეთი თვალებით სულ გარბის ხოლმე ოთახიდან... :)))) და კიდე ეს მესიჯები ხო სუ ცუდად მხდის! რამდენჯერ ვუთხარი რო მეზიზღება მესიჯების წერა, ის კი მწერს და მწერს ტექსტებს. მე კიდე ორი–სამი სიტყვით რომ ვწერ, ბრაზდება. არ გინდა ურთიერთობა და მე არ ვარ ის ტიპი თავი მოგაბეზრო.. (არადა როგორ ვბეზრდები!!!!) აი კარგად რომ გამიცნობ ნახავ როგორი თბილი და ტკბილი ვარ... ვახ კაცო! არ მინდა არაფერი შენი არც მესიჯი, არც გაცნობა, არც თბილობები და ტკბილობები! ის კიდე ჯიუტად იმეორებს ერთიდაიგივეს...
არა, აი მითხარი ძალით მეგობრობას რა აზრი აქვს?!
არადა კარგად ხვდება, მაგრამ არ უნდა გაიგოს!.. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანისთვის თავის არიდება? თან რო არ ეწყინოს ისე.. ცოტა მერიდება და პირდაპირ ვერ ვეუბნები. ან თქმას რომ დავაპირებ ისეთი სახით მიყურებს, სირცხვილით სად წავიდე ხოლმე აღარ ვიცი...
ბოჟე, პამაგი!
No comments:
Post a Comment