Thursday, April 04, 2013
ბოდვანი..
რა დავწერო?....
არც არაფერია დასაწერი...
უფრო სწორედ მუზებმა მიმატოვეს. ჩემი მუზები დარდებმა შეჭამეს :))
მუზებს ვაბრალებ, თორემ სიზარმაცემ უფრო შემჭამა.. არა ისე არც ზარმაცი არ ვარ დიდად, უბრალოდ ვინმეს ან რამეს ხო უნდა დავაბრალო.. ხოდა შევიწმინდე ხელები მუზებზე და დარდებზე :))))
არ წაიკითხოთ, მაინც არაფერი წერია საინტერესო.. უბრალოდ სულ ხომ არ მივატოვებდი ჩემ შვილივით ნაზარდ ბლოგს?!..
მიყვარს.. პერიოდულად შემოვიჭყიტები ხოლმე, ძველ პოსტებს გადავხედავ.. რა კარგი დრო იყო.. მე კიდე წერა შემეძლო.. ისე ადრე ვთქვი, როცა დარდიანი ხარ მაშინ უფრო გეწერინება და როცა ბედნიერი ხარ მაშინ მაგის დრო არ გაქვს თქო, მარა ჩემივე ნათქვამი უნდა უარვყო! ბედნიერება-უბედურება არაფერ შუაშია! არ გინდა წერო და მორჩა!
თორე დასაწერს მოძებნის კაცი... უფრო სწორედ ბლოგერი!
მე ბლოგერი ვარ?
ეგეც არ ვიცი!
ბლოგერი ვიცი მე კუხნაში.. კიარადა.. ხო მიხვდით არა?! :)))
მოკლედ ძაან ეგრე ვარ რა, რაღაცნაირად. სიხალისედაკარგული..
ჩემი ძველი სიხალისე მინდა, სილაღე და ბევრი თავისუფლება!..
კიდე ბევრი შოკოლადი და ნაყინი...
ყველაფერი ავხლართე ლოლ..
ის სურათი რაღა შუაშია ერთი? :))
ვერარი!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ჩემი ბია <3
ReplyDelete