Thursday, September 27, 2007

Dreams


...იცი?!
შენი სუნი მიყვარს!
შენი ტუჩები!
შენ მიყვარხარ!!!
და მტკივა როცა არ ხარ...
სულ მენატრები,
მესიზმრები...
ვოცნებობ და შორს მივყავარ ოცნებებს, ძალიან შორს,
ჩვენს პატარა ნავსაყუდელში, მშვიდი და თბილი ცხოვრებით...
...შენ მოხვალ, მე დაგხვდები, გაკოცებ, გულში ჩამიკრავ და გავყუჩდებით...
მერე სიყვარულზე მოვუყვებით ერთმანეთს...
ღამით ვისიყვარულებთ...
დილით თვალებს ჩაგიკოცნი, ტუჩებს გავიყოლებ და სამსახურში წავალ...
არა, შენ წამიყვან!
მთელი დღე შენზე ვიფიქრებ.
საქმისგან გამაცდენს, ვიცი, მაგრამ ეს ჩემზე ძლიერია. შენ ჩემზე ძლიერი ხარ!..
მიყვარხარ ყველგან და ყოველთვის!
წამი არ წყდება უშენოდ!..
საღამოს გამომივლი და შინ წავალთ, ჩვენს პატარა, ლამაზ ბუდეში...
გიჟურ სიყვარულს გავცვლით მონატრებულზე...
...როგორ მიყვარს შენი მოფერება?!.
ჩემი სახე დიდ და ძლიერ ხელებში მოქცეული, ზემოდან მაცქერალი სიყვარულით სავსე თვალებით!
ღმერთო! როგორ მიყვარხარ!..
მე კისერი ამტკივდება ზემოთ დიდხანს ყურებით, მაგრამ ჩემი სიყვარული ტკივილზე ძლიერია!
როგორ მიყვარხარ, როგორ?!
გიჟივით,
ძლიერად!..
ჩემო თბილო!
ჩემო სუნთქვავ!
ჩემო ოცნებავ!
ჩემო პატარა საპოვნელა.. და მე, ციცქნა ზიზია მწვანე ჭიამაია...
მენატრები
მაკლიხარ
მეფიქრები
და მეოცნებები!
...ღამე სახლიდან გავალთ სასეირნოდ... ისევე როგორც ადრე.
პატარა, მოუხერხებელ სკამს ვიპოვით და ჩაგეხუტები.
ბევრ ნაყინს შევჭამთ, ტკბილ ტუჩებს გავცვლით და გაგვეცინება...
მერე მეტყვი რომ გიყვარვარ, მე დაგიბრუნებ და ისევ გავცვლით ტუჩებს...
მერე მოგვინდება ერთმანეთი და სახლში გავიქცევით.
სიგიჟით დავკავდებით!..
და დილა შეუმჩნევლად მოგვეპარება...
რიჟრაჟი შემოაღწევს ფანჯრის კუთხეებში და გული დაგვწყდება, რომ მალე გათენდა...
რამდენიმე საათი ისევ გაიფლანგება ერთმანეთის გარეშე...
სიყვარულისთვის განკუთვნილი საათები დაიკარგება...
გული მეკუმშება ამ ფიქრით.
ჩემი ფიქრები და ოცნებები, გრძელი და საუკუნო ერთმანეთისთვის!!!

...ვფხიზლდები, შენ ხარ!
- მენატრები ტოცი!
- მეც მენატრები ბუს!
- მიყვარხარ ციცქნა!
- მეც მიყვარხარ ჩემო საპოვნელა!

...ნურავინ დამირღვევთ სიმყუდროვეს!

Sunday, September 23, 2007

Tuesday, September 11, 2007

მე მენატრები

სიგიჟემდე მენატრები - მეთქი, რომ გითხრა, ბევრს არაფერს ნიშნავს...
მაგრამ, იცი? ჩვენს სიყვარულს შეუძლია ათასობით კილომეტრით დაშორებულებიც დაგვაკავშიროს ოცნებაში, თუმცა, დამერწმუნე, ამ ოცნებას მაინც ექნება რაღაც მისხალი რეალობისა. ჩვენი სიყვარული იმდენად ძლიერია, ცხოვრების ბნელ ნაკეცებშიც კი დაგვანახებს ერთმანეთისკენ მიმავალ გზას.
რაღაცას გაგიმხელ, ჩემთვის მნიშვნელოვანს და ერთადერთისთვის გასანდობს - მინდა, მე შენი ოცნება მერქვას, თითქოს, მიუწვდომელი და სანატრელი; მინდა, მე შენი სინაზე მერქვას, ოღონდ, ხილული და მოსაფერებელი; მინდა, მე შენი სათნოება მერქვას, თითქოს , სპეტაკი და ზეციური; მინდა, მე შენი სიყვარული მერქვას, უზომოდ დიდი, სათუთი, ცელქი, შენმიერი და შესაყვარებელი; მინდა მე შენი ტკივილი მერქვას... მძაფრი, მტკივნეული, მტანჯველი და განუკურნებელი, მოუშუშებელიც... ეს უფრო მეტად, უფრო მეტად მინდა, იმიტომ რომ თუნდაც, არც შენი ოცნება მერქვას, არც სინაზე, არც სათნოება და დავთმობ, თუნდაც არც სიყვარული მერქვას შენი, ოღონდაც შენი მოუშუშებელი ტკივილი მერქვას იმიტომ, რომ... არასდროს დაგავიწყდე... არასდროს იყო გულგრილი ჩემს მიმართ...
არ გაბრაზდე, კარგი... ეს სიტყვები მხოლოდ შენ გითხარი... სხვას ვერავის ვეტყვი და ვერც სხვისგან გაიგონებ. მერე რა?!
ჩვენთან ცოტა ხნის წინ მზე ჩავიდა, ბევრი დავიდარაბის შემდეგ დასვენებული მზე. უკვე ცა ვარსკვლავებით აიკინძა. სადღაც, ღრიჭოში, ერთი მუჭის ტოლად მოქცეული დღე მიიმალა. ის დროა, მზის ერთი სხივი რომ გენატრება და გესათუთება...
იცი რა გამახსენდა? პირველად ყვავილები რომ მაჩუქე... როგორ წვიმდა, არადა ყვავილები სულ არ იყო სველი. ვიცი, რომ ის ყვავილები არ გიყიდია, ფასს ვერ დაუკარგავდი. ვიცი, რომ სადღაც იყავი წასული, სოფელში და იქ, ჭინჭრიან ორღობეში მოკრიფე. იმიტომაც ჰქონდათ ისეთი ნათელი და ხასხასა ფერები. იმ ყვავილებმა სიყვარული მომიტანა, შენც. კიდევ გაგიმხელ რაღაცას, მაშინ, წვიმაში, ყვავილებით ხელში მე ვტიროდი. ვიცი, არ შეგიმჩნევია, და არც ახლა გაგიკვირდება, იმიტომ, რომ შენც ტიროდი. ამ ყველაფერს კი მერე მივხვდი და არ შემრცხვენია...
იმ დღის მერე, ყოველთვის, როცა დაგინახავ, თვალებში სიცელქე მეპარება, ღაწვებზე - სიწითლე. შენ ამას ვერ ამჩნევ, იმიტომ, რომ მხოლოდ თვალებში მიყურებ და იქ იმას ეძებ, რაც ყოველთვის ჩანს, რაც შენც გიბრწყინავს და რაც სიკვდილის მერე ჩაქრება...
იმ ყვავილების მერე გაცნობიერებულად დავიწყე შენზე ფიქრი...
ბევრი მინდა გითხრა, ამიტომ, ახლა ცოტას ვწერ. როცა გნახავ ბევრს მაშინ გეტყვი, პირისპირ. არ შეგეშინდეს არ დამავიწყდება...
იცი, ხანდახან მინდა გავაღწიო შენი სიყვარულიდან და სიყვარულის გემო დავკარგო... ვიღაც სხვა ზის ახლა მდინარის პირას და რაღაცას წერს შენთვის, და ეს მე ვარ. ოღონდ მგონია, რომ სხვა ვარ... მზის ჩასვლამდე სარაფნით ვიბანავე მდინარეში, იცი რა კარგი იყო?! მდინარიდან წყლის სუნი ამომყვა, არა, უფრო ველური ყვავილების და დედის რძის სუნი... მერე, ჩემს სამოსზე უკანასკნელი წვეთიც ამ ნაზავისა მზის სხივთან ერთად გამეპარა. გავშრი...
მთვარემ ჯალათივით მოსჭრა თავი მზეს და ახლა თვითონ ამოგორდა მთის გადაღმიდან... ჩვენ რომ გვიყვარს ისეთი მთვარე - მადლმფენი და მფარველი. ბედნიერი მთვარე დამნათის თავს...
მენატრები, როგორც ზღაპარი ბავშვობისა...
ეჰ, მონატრებას ახლაც შევჩივი უშენობას, მაგრამ რა? ულმობელია და არ ვაინტერესებ, არადა მეშინია რომ არ გავგიჟდე შენი მონატრებით.
გახსოვს, ერთხელ გკითხე თვალებში რატომ არ მიყურებ-მეთქი. მეშინია არ ჩავიძიროო. მერე აღარ გეშინოდა და ყოველთვის თვალებში მიყურებდი. მე კი, ყოველთვის მთელი ძალით მიცემდა ეს ოხერი გული...
უნდა დაგემშვიდობო და გავაგრძელო ჩემი გაუმხელელი მონატრება... ვიცი, ამ ღამეს თუ გავიტან უშენოდ, ხვალაც შევძლებ, ვიფიქრო შენზე... ხვალინდელი დღე შენით მიხარია...
მთავარია ჩვენ ერთმანეთისა ვიყოთ...
მართლა უნდა დაგემშვიდობო... მართლა მენატრები და როგორმე ამას თუ გადავურჩი, ისევ მოვა გაზაფხული ჩვენში. დღეს ჩვენი გაზაფხულის ბოლო დღეა, ჩვენი მაისის 31.
იცი, სიგიჟემდე მენატრები-მეთქი, რომ გითხრა, ბევრს არაფერს ნიშნავს. ასე რომ იყოს, ალბათ, ჩემი ფეხით გეახლებოდი!

© თამუნა ხაჟალია"

Monday, September 10, 2007

Coldplay - The Scientist


Come up to meet you, tell you Im sorry
You dont know how lovely you are
I had to find you, tell you I need you
Tell you I set you apart
Tell me your secrets, and ask me your questions
Oh lets go back to the start
Running in circles, coming up tails
Heads on a silence apart

Nobody said it was easy
Oh its such a shame for us to part
Nobody said it was easy
No one ever said that it would be this hard
Oh take me back to the start
I was just guessing at numbers and figures
Pulling your puzzles apart
Questions of science, science and progress
Do not speak as loud as my heart
Tell me you love me, come back and haunt me
Oh and I rush to the start
Running in circles, chasing our tails
Coming back as we are

Nobody said it was easy
Oh its such a shame for us to part
Nobody said it was easy
No one ever said it would be so hard
Im going back to the start


Thursday, September 06, 2007

მე შენ გიპოვე!

რაც თავი მახსოვს სულ ვეძებდი ღვთიურისა და ბუნების გენიალურ ნაზავს, რომელიც მთელი არსებით მეყვარებოდა. ვქმნიდი, ვაქანდაკებდი, ფიქრსა და ოცნებაში, სულს და სხეულს ვუხვეწდი სასურველს. მერე რეალურ ქაოსში ვეძებდი ჩემივე ოცნებით შექმნილ ქმნილებას.
გეძებდი, გნატრობდი, გელტვოდი ყოველ წამს. წამი წამში გადადიოდა, და ქმნიდა წუთს, წუთი საათს ავსებდა და საათი დღეს! დათვილი დროით მოვდიოდი მახსოვრობიდან დღემდე.
და აჰა გიპოვე... სულის ნაწილი და ჩემი გული ჭიაკოკონასავით აბრიალდადა და სიყვარულით ალმოდებული სული ცას აწვდა. მთელი არსებით, სულით და გულით მინდა ვიყვირო და ყველას გავაგებინო, რომ მე შენ “გიპოვე”
მე შენ მივყვარხარ დამიჯერე. შენ სწორედ ის ხარ დაბადებიდან, რომ შეგქმნა, ოცნებით ჩემმა სულმა თავის სულის ნაწილი. არ შეეჭვდე არც სხვას დაუჯერო დამერწმუნე ამდენი ხანი მხოლოდ შენ ერთს გეძებდა ჩემი სული.