Wednesday, October 31, 2007
დამალობანა..
ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი...
სიგიჟემ თქვა დამალობანა ვითამაშოთო...
სიმართლე არ დაიმალა, მაინც მიპოვნიანო...
სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა...
სინამდვილე ოკეანეში,
სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა,
თავისუფლება ნიავს ამოეფარა,
სიკეთე კარგა ხანს სხვას უთმობდა ადგილს,
რწმენა ზეცაში აიჭრა,
შური სხივში მიიმალა...
სიყვარული სადაც მივიდა ყველგან დაკავებული იყო...
ბოლოს ლამაზი ბუჩქი დაინახა და შიგ დაიმალა...
დაიწყო სიგიჟემ დამალული გრძნობების ძებნა,ყველა იპოვა სიყვარულის გარდა...
ბოლოს ვარდის ბუჩქი გადასწია და ტირილის ხმა გაიგონა.
სიყვარულს ეკლებზე თვალები დაეჭრა და დაბრმავებულიყო...
მას შემდეგ დედამიწაზე დაბრმავებული სიყვარული სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაყავს...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ვაიმე, რა მაგარია... ისე სადღაც წამიკითხას მგონი ეს...
ReplyDeleteკაია რომ გამახსენდა.
ბრავო...
დაგლიჯა! :)
ReplyDeleteვუი ვუი
ReplyDeleteმომეწონაჰ
მეც გამახსენდა და გავიხსენე :)
ReplyDelete))
ReplyDelete