Saturday, March 06, 2010

უმიზნო პოსტი

ტანის ტკივილამდე მეძინება...
მაგრამ ეხლა თუ არ დავწერე, ვიცი აღარასდროს დავწერ არაფერს ჩემ სიცოცხლეში.
ჯერ ცხოვრება არ დამისრულებია. ვცოცხლობ და ვცხოვრობ. ვჭამ, მძინავს, ვიცინი... ეხლა უკვე ხანდახან ცხოვრებაც მიხარია ჩემ შვილს რომ ვუყურებ.
მანამდე?
დავფიქრებულვართ რისთვის მოვედით ამ ქვეყნად?
დამამთავრებელ კლასებში დავიწყე ფიქრი. ხან რა პროფესია ავირჩიე, ხან რა. საბოლოოდ ისე მაინც არ გამოვიდა როგორც მინდოდა და შევეშვი.
მერე ინსტიტუტში გადავწყვიტე რამე ისეთი საქმისთვის მომეკიდა ხელი მიზანს რომ მიმაღწევინებდა, მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობდა რომ ჩემ ”მიზეზი” ვერა და ვერ დავადგინე რა იყო. ხო და მაგასაც შევეშვი და სულ შევეშვი.
აღმოჩნდა რომ უმიზნოთ და უმიზეზოდ ვცხოვრობ იმ ჭიანჭველების დიდ ოჯახში, სადაც მუშათა კლასს მივეკუთვნები და თან წილად მხვდა დედობის უიშვიათესი ბედნიერება.
მერე რა იქნება?
ჯერ არ ვიცი.
ის ვიცი, რომ ეხლა ჩემი მიზეზი და მიზანი ჩემი შვილია.
თქვენი რა არის?

14 comments:

  1. მირ, მიხარიხარ გამოცოცხლებული. უახლოეს პერიოდში აუცილებლად გნახავ, ან სულაც თქვენ გამოდით ჩემთან, იცი, ჩემებს ნატალის ნახვა როგორ უნდათ? :)

    მიზანს რაც შეეხება, არ ვიცი :) და როდის მეცოდინება ისიც არ ვიცი :) :*
    გკოცნი ბევრს და დუდღნიკსაც ვკოცნი. მოენატრა ნათლიას :)

    ReplyDelete
  2. არ ვიცი. პროფესის შეცვლა გადავწყვიტე და გამომივიდა ნაწილობრივ :))
    მიზანი ისეთი რამეა, სულ რომ უნდა ეძებო და სულ რომ გჭირდება და მიზეზი კიდევ ბევრი რამის სტიმულია.
    :*

    ReplyDelete
  3. magas xandaxan mec ver vxvdebi, xan dzalian bevri rames vkideb xels, mere isev vanebeb, magram bolo dros davregulirdi imedia ase ikneba da bolomde gavyvebi exla mainc..
    shvili kide yvelaze mtavari mizezia, magatvis girs yvelafris gaketeba

    ReplyDelete
  4. აჰა, კიდევ 3 ადამიანი ჩემნაირი :)))
    ნატოშ, შენთან გამოვალთ!
    კუდა, შენთანაც :))))
    კიკიტო, შენ გიპოვია რაღაც, ალბათ შეცვლა არ დაგჭირდება :)
    შვილი კი ჯერჯერობით უმთავრესი მიზანი და მიზეზია ))))

    ReplyDelete
  5. მე თითქოს ვიცოდი მიზანი ოდესთღაც. მე-4 კლასში ვიყავი, როდესაც მამაჩემს ვკითხე, ინგლისური, მათემატიკა და კომპიუტერი სად ისწავლებამეთქი??? ეკონომიურზეო. ხოდა მანდ ვაბარებ და ეკომომისტი ვხდებიმეთქი. ხოდა გავხდი კიდევაც.

    მაგრამ რა??? ახლა უმუშევარი ვზივარ და ვდებილდები. არც მინდა ჯერ სამსახური, ჯერ დასვენება მინდა.

    მინდა სიახლე...
    უამრავი სიახლე.
    ეგ კიარა, მართვის მოწმობის აღება მინდა და ვერ დავაყენე საშველი, რომ ვისწავლო. რა მიზანზეა საუბარი. მაგისტრატურაში ვსწავლობ, კიდევ მინდა რაღაცეები ვისწავლო. არადა ეს მაგისტრატურაც მეზარება. ნუ მოკლედ რა.

    აუ ვინ ვისთან აპირებთ გასვლას??? მეც მომკიდეთ ხელი პატარა მაწანწალა ბავშვივით და წამიყვანეთ. არ შეგაწუხებთ :მო:

    ReplyDelete
  6. ჩემი მიზეზი ბევრისთვის სასაცილოდ ჟღერს ხოლმე, მაგრამ მართლა მინდა, ცხოვრების ბოლოს გაბედულად ვთქვა რომ ვიცხოვრე და არა ვიარსებე. რაც შეიძლება მეტი კარგი მოგონება და ემოცია უნდა მოვაგროვო )))))

    ReplyDelete
  7. პროფესია კიდევ... უბრალოდ, საშუალებაა, იცხოვრო, კვირის 5 დღეს იმიტომ ვატარებ ჩემს ლაბში, რომ ბოლო ორი ჩემს გემოზე გავატარო.

    ReplyDelete
  8. იქნებ მიზანი, რომელსაც შენ ეძებ, სულაც არ არის შენი,სხვისია, სხვამ უნდა შეასრულოს...ამიტომ ისე უნდა იცხოვრო როგორც შენ გინდა...გემრიელად და თბილად...

    ReplyDelete
  9. ქეთ, შენც ამოდი, მოკიდე კუდას და ნატოშას ხელი და ამოდით რა ))
    პერწკლი - გუშინაც ვფიქრობდი მაგაზე.
    პროფესიაზე მართალი ხარ, მაგრამ აი ზოგადად, რაღაცისთვის ხო გაჩნდი? რისთვის? მე არ ვიცი.
    ვიცხოვრე, ჯერ 29 წლის ვარ და უკვე დაქვრივებაც მოვასწარი.
    ცხოვრებიდან უფრო მეტი მჭუირდებოდა, მინდოდა ჩემ ქმართან ერთად სიბერეში შვილიშვილებთან ერთად გვესეირნა და ჩემი ოცნება და ფიქრები სულ ფუჭი აღმოჩნდა.
    ეხლა სიცილიც სევდანარევია და მიზანი აღარ მაქვს, თუმცა არც მქონია როგორც დავაკვირდი.

    ირინა - შენ ჭეშმარიტებას ღაღადებ ეხლა. ჩემი ცხოვრება სხვას ეკუთვნის და მისთვის ვიცხოვრებ და ვიბრძოლებ სანამ სული მიდგას.

    ReplyDelete
  10. ქეთ, შენც ამოდი, მოკიდე კუდას და ნატოშას ხელი და ამოდით რა ))
    პერწკლი - გუშინაც ვფიქრობდი მაგაზე.
    პროფესიაზე მართალი ხარ, მაგრამ აი ზოგადად, რაღაცისთვის ხო გაჩნდი? რისთვის? მე არ ვიცი.
    ვიცხოვრე, ჯერ 29 წლის ვარ და უკვე დაქვრივებაც მოვასწარი.
    ცხოვრებიდან უფრო მეტი მჭუირდებოდა, მინდოდა ჩემ ქმართან ერთად სიბერეში შვილიშვილებთან ერთად გვესეირნა და ჩემი ოცნება და ფიქრები სულ ფუჭი აღმოჩნდა.
    ეხლა სიცილიც სევდანარევია და მიზანი აღარ მაქვს, თუმცა არც მქონია როგორც დავაკვირდი.

    ირინა - შენ ჭეშმარიტებას ღაღადებ ეხლა. ჩემი ცხოვრება სხვას ეკუთვნის და მისთვის ვიცხოვრებ და ვიბრძოლებ სანამ სული მიდგას.

    ReplyDelete
  11. კი მეც მინდა ამოსვლა. :*


    ნუ ფიქრობ, რომ მიზანი არ გაქვს. შენი მიზანი - ნატალიაა. უდიდესი მიზანი. და მის გამო შენ არ უნდა იყო უმიზნო არავითარ შემთხვევაში.

    ReplyDelete
  12. მირო არ ვიცი რა გითხრა ერთი ის ვიცი რომ ყველა ადამიანს აქვს ამ ცხოვრებაში რაღაც მიზანი და ყველაფერი ისე ხდება როგორც ღმერთს უნდა... შენ შენი პატარის ცხოვრება გაბარია ჯერ მხოლოდ ეგ არის ალბათ შენი მიზანი და მერე რომ გაიზრდება თვითონ მიხვდები ყველაფერს... :* :* :*
    რაც შეეხება ჩემს მიზანს... ორი მაქ რაც ერთმანეთს ეჯახება ოჯახი და კარიერა... რა როგორ იქნება არ ვიცი :) ნეტა ვიცოდე :)

    ReplyDelete
  13. აი წარმოდგენა არ მაქვს რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი, გეგმა თუ მომავალი///
    ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს შეიძლება მერე აღარ მიყვარდეს.
    შვილი, რომელიც შეიძლება სულაც არ მეყოლოს
    პროფესია, რომელიც მაქვს და არ მჭირდება
    და საქმე, რომლის კეთებასაც გავაგრძელებ თუ არა მომავალში, არ ვიცი.
    საშინელებაა ამაზე ფიქრი
    ძალიან უმწეო ვხდები ჩემს დანიშნულებაზე რომ ვფიქრობ ცხოვრებაში

    ReplyDelete
  14. ყველა ადამიანს აქვს მისია, რისთვისაც მოვიდა. ის, რომ ხანდახან გვეჩვენება თავები უმწეოდ და უმიზნოდ, არ ნიშნავს, რომ ასეთები ვართ. სულაც ძიებაა მიზანი, შინაგანი ზრდა. ძიებაზე საინტერესო აბა რაა. თუ ერთი პროფესია, ან ცხოვრების ერთი ეტაპი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც გვეგონა, არ ნიშნავს, რომ ხელები ჩამოვყაროთ. ყველა ეტაპი, ადამიანი, ნაბიჯი – რაც გვხვდება გზაზე, საჭიროა რომ შეგვხვდეს – უდიდესი გამოცდილებაა და საფეხური შემდეგისკენ.
    აი, დედობა, მშობლობა – უდიდესი მისიაა, მართლა სასწაულია – გეძლევა შვილი და უნდა აღზარდო, პიროვნებად ჩამოაყალიბო...
    ამას გარდა უამრავი მშვენიერი ან უბრალოდ საინტერესო რამ არის, რასაც შეიძლება ხელი მოჰკიდოს ადამიანმა.
    ძალიან მინდა, კმაყოფილი იყო
    ცხოვრება გრძელდება :*

    ReplyDelete