ესე იგი ამბობენ მუზებსაც მუზები ჭირდებათო, ხოდა გადავწყვიტე რადგანაც ჩემი მუზები ამჟამად შვებულებაში არიან, უმუზებოდ ვილაპარაკო.
ეხლა რაშია საქმე და წუხელ სიზმარი ვნახე უცნაური, არ ვნახულობ სიზმრებს, ან შეილება ვნახულობ, მაგრამ არ მამახსოვრდება, ან დასკვნები ვერ გგამომაქვს, მაგრამ წუხელ ისე მკაფიოდ ვნახე, რომ მეგონა ცხადში ვხედავდი. საერთოდ არ მჯერა სიზმრების, მით უმეტეს რომ წუხელ ისეთი უტოპიური რაღაც ვნახე, ჯერ ვერ ჩამოვაყალიბე თანამიმდევრობა [რამდენს ლაპარაკობ, თქვი რა თუ ამბობ!].
ხოდა რაში იყო ეხლა საქმე, ვითომ სოფელში ვიყავი, აი იმ სოფელში სადაც ყოველ ზაფხულს ვატარებდი ბავშვობაში, ხო და მე და ჩემი დეიდაშვილი (კსტაწე, ისიც ორსულადაა ამჟამად) ხელჩაკიდებულები მივდიოდით გზაზე, მე - უკვე ნამშობიარები, მაგრამ უბავშვოდ. თან თითქოს ბიჭი გავაჩინე (არადა გოგო მყავს), თან ამ სიარულში გულში ვფიქრობ გიო გადამერევა ბიჭი რომ გავაჩინე, იმას გოგო უნდოდა თქო (მართლა ეგრეა, გოგო უნდა!) და უცებ საიდანღაც გაჩნდა აწ გარდაცვლილი ბებიაჩემი, ხოდა მეუბნება, - არა უშავს ბებომ გენაცვალოს, კიდე ოთხი იქნებაო. - რას გულისხმობ მეთქი ბებო და იმან, - ოთხი შვილიო. ვაიმე დედა, რა გინდა რო ქნა? თითქოს ერთ შვილზე მეტს არ ვაჩენ და უცებ ოთხიო. თან კიდე ვფიქრობ, ეხლა ესეც რომ გაიგოს გიომ გადამერევა უარესად თქო. და მეუბნება კიდევ, მაშინ როგორც კი ხელი დაგადე მუცელზე, მაშინვე ვიცოდი რომ ეს ბიჭი იქნებოდაო. ამ დროს მე ვფირობ, რატომ არ მითხრა თუ იცოდა თქო და ეს ეხო რატო მატყუებდა თქო?..
უცებ ზარი მესმის, აი ისეთი გულისგაწყალება რომ იცის, ისეთი. ვერ მივხვდი უცებ რაში იყო საქმე და რომ გავიაზრე უკვე სიზმარი გაპარულიყო როგორც ჩემი მუზები...
რაშია საქმე ნეტა?
ან მუზები რა შუაში არიან?
იევიც...
...შეიძლება მართლა ბიჭი აღმოჩნდეს, უამრავია ეგეი შემთხვევა... და შეიძლება კიდევ 4 შვილი გააჩინო მაგის გარდა...))) აუუ რა მაგარია... რა ზედახორა ექნებათ ბავშვებს.....)))) პ.ს. შენი დეიდაშვილი როდის ელოდება?.....))))
ReplyDeleteპ.პ.ს. აქამდე რა საინტერესო სიზმრებს ”მაზავდი” თურმე ....)))) მოკლედ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დილით რაღაცამ უნდა გაგაღვიძოს თუ გინდა სიზმარი დაგამახსოვრდეს.......))))
ვაა, რა საინტერესოა...
ReplyDeleteიქნებ მართლა 4–ს აჩენ და ჯერ არ იცი, და მამენტ არც აპირებ?
@fe_male – "მოკლედ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დილით რაღაცამ უნდა გაგაღვიძოს თუ გინდა სიზმარი დაგამახსოვრდეს" უი, მართლა???? ეს რა საინტერესო რამ მითხარი. ახლა გასაგებია რატომ არ მამახსოვრდება ხოლმე ხშირად.
აუ არც მე მამახსოვრდება, საწოლის თავზე უნდა დავკიდო შენიშვნა: გამაღვიძეთ დილით იქნებ დამამახსოვრდეს რა ვნახეე :)))
ReplyDeleteსაინტერესო ჩემს შემთვევაში ისაა, რომ თუ მაინც სასწაული მოხდა და მახსოვს სიზმარი ისეთი აბსურდულია, რომ რა ვიციიი... თან კიდევ სიზმარში ვერასოდეს აღვიქვამ, რომ სიზმარში ვარ რეალურად მგონია ხდება... არადა ჩემი და სიზმრის სცენარსაც კი ცვლის თუ არ დაევასა :))))))))
და ბოლოს ამდენი ვილაპარაკე და სათქმელი ჯერ არ მითქვამს, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ სიზმრების არ მჯერა (angel)
@fe_male, Kate - გაჩერდით გოგო ენამ არ გიყივლოთ, რას ლაპარაკობ?
ReplyDeleteისე ბავშვობაში კი მინდოდა ბევრი შვილები, მარა ეხა ნაღდად ვერ, ნწ! :ნო:
@ Lalena - მართალი გითხრა არც მე მჯერა სიზმრების და ეტყობა აქამდე იმიტო არ ვაქცევდი ყურადღებაას, მარა ეს სიზმარი ძალიან მკაფიო იყო, დაჟე ვიგძენი მუცელზე როგორ შემეხო ბებია :როლლ:
me mxolod is sizmrebi maxsovs romelic emociitac megvizeba tu gaqvs cakitxuli davwere daje :D ai dilit amosunqtvit rom igvizeb da sizmari rom grzeldeba an mogyveba an gixdeba an ragac egeti :D
ReplyDeleteau zalian gadaobaa bli egeti sizmrebi :D uuceb mira ert kvirashi achens
4 tyub gogo bichs :D :jump:
da eqo turme beci iyo da ver xedavda chacyobil bavshvebs mucelshi :D
au ra magariaa ee!!!
au ra dzalian saintereso sizmari gqonia, principshi eget sizmrebs xilvebs edzaxian xolme, rogorc vici :) 4 shvili ras asworeeebs, bawawkunebi bevri-bevriiiii!!! :* tan iseti sayvareli xar orsuli (nu ise xom saertod, laparaki zedmetia), unda iyolio bevri bachiebiii!! :*
ReplyDelete@ ჩორვენი - უი ეგეთი სიზმარი მეც მახსოვს ერთი ორჯერ, მარა ეგ ღრმა ბავშვობაში იყო, ეხლა მარტო ეს დამამახსოვრდა..
ReplyDeleteდა მაგ 4 შვილზე კიდე გული მისკდება :))) და ბიჭი რო გაჩნდეს სანათესაოს ვერ დავენახვები :))) მარა რა ჩემი ბრალია, ეხოს დააბრალონ :პ
@ indievidi - ბავშვობაში მინდოდა 4 შვილი. ჩვენც 4ნი ვართ დედმამიშვილები, 8 დეიდაშვილი და 3 ბიძაშვილი მყავს და ამათთან ერთად ვიზრდებოდი მთელი ცხოვრება და ძალიან მინდოდა მეც ბევრი შვილები, მარა ეხა არ ვიცი, დარწმუნებული არ ვარ.
ისე ღმერთი როგორც ინებებს ისეც იქნება :)
და დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის :*
მირა, მე ჩემი ცოლი 3 თვეზე, 6 თვეზე, და 8 თვეზე მყავდა ეხოზე და სამივეჯერ მითხრეს გოგო ... :) ... ჰოდა იმხელა ვირი მეზდება რო გოგო ხარო რო უთრხა დანას დაგარტყავს :)
ReplyDeleteყველაფერი ხდება :) ... ბებია ბაბუები ჭკვიანი ხალხია
:) ...
მთავარია ჯანმრთელი იყოს სქესს რა აზრი ავქვს ...
ჩემი საჩუქარი გოგოზეც წავა და ბიჭზეც : ))) ასე, რომ.. გიო არ გადაირიოს მთავარია და შენ კიდევ ბიჭის სახელიც მოიფიქრე, რა იცი რა ხდება : ))
ReplyDeleteჩემი სანდრო 9 თვე გოგო ეგონათ და 8 მარტს დაიბადა ბიჭი : )))
ჩემი აზრით სიზმარი მხოლოდ და მხოლოდ შენი ქვეცნობიერიდანაა გამოწვეული,ვინაიდან შენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვნესი პერიოდია როგორც ვატყობ,აქედან გამომდინარე ძალიან ბევრს ფიქრობ ამ ყველაფერზე,ამიტომ სულაც არ უნდა ქონდეს ამ სიზმარს წინასწარმეტყველური დატვირთვა..
ReplyDeleteვაი რა ლამაზი სიზმარია :jump:
ReplyDeleteხოდა ისა ....ოთხ შვილს რა ჯობია მერე...(სათქმელად ადვილია ვიცი:D)
მშვენიერია...
:2kiss:
ვუჰ
ReplyDeleteდაბადებულა პატარა უკვე....
გოგოა გოგო.... :bis:
არ ტყუოდა ექო...
გილოცავ მირ....
ჯანმღთელიდა ბედნიერი გოგო გაზრდილიყოს... :2kiss:
გილოცაავთ!!!! :))
ReplyDeleteღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოთ!!! :2kiss:
გილოცავ, მირ.
ReplyDeleteხომ იცი, როგორ მიყვარხარ...
შენი და ბავშვის სანახავად აუცილებლად ამოვიდოდი, უბრალოდ გრიპი მაქვს და არ ღირს... ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოთ...
გილოცავთ, გილოცავთ!!! ძალიან გამიხარდა!!! ბედნიერები და ჯანმრთელები ყოფილიყავით დედაც და შვილიც... და მამაც :D
ReplyDeleteაუ, ვერ ვჩერდები...
ReplyDeleteკიდევ უნდა მოგილოცო.
ახლა სმს გამოგიგზავნე, არვიცი, ნახავ თუ არა.
მაგრამ ეგ არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ ძალიან გახარებული ვარ მეც. გილოცავ მთელი გულითა და სულით.
კიარადა....
ReplyDeleteმე ალბათ აქ ვიჯდები, სანამ შენ და შენი ოჯახი სახლში მიხვალთ და ამ კომენტარებს წაიკითხავთ...
აბა სხვაგან რა ვაკეთო???
აუ რა საყვარლები ხართ ყველა!
ReplyDeleteდიდი მადლობა ყველას ყველას!!! :):*:*