Friday, July 11, 2008

კვირის აფიშა

ეხლა არ მოვყვები თანამიმდევრობას, უბრალოდ ეს კვირა გავიძეძგე ფილმებით, იმდენი ვნახე რომ ზოგის სახელი დაავიწყდა, ზოგიერთის სულ დამავიწყდა რომ ვნახე. მხოლოდ დავწერ იმათ რაც დამამახსოვრდა კარგად ხოდა ჩემი შთაბეჭდილებები მინდა მოვყვე
ეხლა რაშია საქმე, საღერღელი ამიშალა უოლიმ ძალიან შემიყვარდა ეგ პერსონაჟი და გადავწყვიტე გამეგრძელებინა მულტფილმოგრაფია ხოდა ავდექი და ვნახე სტუმრად რობინსონებთან, ძალიან ვიხალისე, გავერთე და ტკბილადაც ჩავიძინე
მერე ჰენკოკის ტრეილერი ვნახე ერთერთი რუსულ ტელეარხ კინოპრემიერაზე და გავგიჟდი და გადავირიე, ისე მომინდა ფილმის ნახვა. ჩემ გიოს ვთხოვე და ტორენტებიდან გადმომიწერა ფილმი აუ მე ამ ფილმზე ვიხალისეეეეეეეე ... აუ ბოლოში იყო მაგარი, ვუყურებთ ფილმს და ნუ ორივე სუპერ გმირი გვგონია რომ მოკვდა და ჩემ ქმარს უხარია, ძლივს არ ვნახე ფილმი რომელიც არ მთავრდება ”ჰეფი-ენდითო?!” ხოდა ფრაზა არ აქვს დამთავრებული, რომ ერთერთი გმირი გარბის საავადმყოფოდან და ამავდროულად მეორე გამოდის სიკვდილის აგონიიდან და აქ გიოს ფრაზა - ჰეფი ენდის დედას შევეცი! აუუუუ მე ავყირავდი იმენნა, კინოზე მაგრად ამ ფრაზაზე ვიხალისე
საღერღელაშლილებმა დავიწყეთ ნეტში ფილმების ძებნა, ხო და მივადექით ნაირნაირებს. ჯერ ხან რა ვნახეთ ხან რა..
ხოდა მოგეხსენებათ (მაგრამ თუ არ იცით გეტყვით), რომ ფორუმ.გეზე არის თემა კინოდღიური 'დღეს ვნახე', ხო და ალბათ შინაარსით მიხვდით რაც უნდა იყოს ამ თემაში თავმოყრილი და ერთერთი ჩამოვალიერებისას ყველაზე ცუდ რეცენზიანი ფილმის ნახვა მოუნდა გიოს, მოვლენა sucks! კინაღამ ვიტირე ფილმი რომ მორჩა. ძილი მოვიკელი მაგისთვის გირჩევთ არ ნახოთ!
აღარ ვიცი რაში იძლევიან ოსკარებს, როცა მოხუცების ადგილი აქ არ არის ვნახე დავასკვენი, რომ ყველა ჟიურის წევრი დებილია ან ფილმების არჩევა აღარ იციან!
მერე იყო სტუდენტი გოგნას მამა მშვენივრად დამეძინა იმ ღამეს
მერე ვნახე ძარცვა ბეიკერ–სთრითზე,ნორმალური იყო, მომეწონა. მერე ბანკების ძარცვის თემა გავაგრძელე და ვნახე მოუხელთებელი

სანახევროდ მაქვს ნანახი მეცხრე კარიბჭე, ძალიან მინდა გავაგრძელო კარგი რამე ჩანს. შთაბეჭდილებებს მოგახსენებთ ამავე პოსტში

არივედერჩი

6 comments:

  1. Anonymous10:27 AM

    გენაცვალე, გაგვაფრთხილე ხოლმე მკითხველები თავიდან, რომ უნდა ისპოილერო :P კინაღამ შემომეკითხა ახლა ჰენკოკის კანცოვკა :P

    ReplyDelete
  2. მულტფილმებს მიაწექი, ბავშვიც გაერთობა : ))

    მპა

    ReplyDelete
  3. გეტყვი ძვირფასო ოსკარებს რაში იძლევიან. ზანგი თუ არ ხარ არ მოგცემენ (ჰო, რასისტი ვარ და თეთრი არავინ წაიღოს :D). პოლიტიკაა ეგეთი.
    ხო, ჰეპი ენდის დედას შევეცი. შეგითხზავს მითს, რომ კარტოფილი შეიწვა, სუნს გაყნოსებს, კეტჩუპს მოგისხამს, მოგანდომებს და არ გაჭმევს. აბა ეხლა ჰენკოკი სიცოცხლის ღირსი იყო? ფუ ამათი ბევერლი ჰილზი აზროვნება მო... ბოლივუდის ტაჰენა-ტუჰენა პონტია უკვე.
    მალე მსოფლიოში ყველაზე ცუდი გერმანული კინემატოგრაფიც გადაუგდებს გადასაგდებში და ეგ იქნება.

    ReplyDelete
  4. rocko - არაფერი არ მისპოილერია :პ 2 სიტყვა დავწერე და ამავსო საყვედურებით :პ
    nati kuda - ხო, მაგას ვაპირებ, ეხა კიდე რამე კაი მულტიკი უნდა ვნახო, ხო არ იცით საინტერესო?

    ბეთხოვენა - 100% ხარ :* :დ

    ReplyDelete
  5. შენ რა კინომანიაკი გამხდარხარ ბეჩა. :D
    გაგიმარჯოს თუ კაია. :)

    ReplyDelete
  6. გაგიმარჯოს ძვირფასო :)
    გამეხარდა ჩემ ბლოგზე რომ დაგინახე!

    ReplyDelete