როცა ბრაზობ
როცა საუბრობ
როცა ჩუმად ხარ...
და თავს მარიდებ.
როცა არ ხარ..
ვცდილობ
და არ გამოდის.
ოხ ეს ლოდინი
და ოი!
ცდა
ულტიმატუმები
პასუხგაუცემელი კითხვები
სიჩუმე
ამაზე დარდი
არაა, არ ეწყინებოდა
ვაითუ........
ო, ღმერთო!
ნეტა რას ვაშავებ
არა, ეტყობა ჩემში რაღაც დემონი ზის
აი ეს გულისცემაც რო არ ჩერდება?
რამხელა ხმა ქონია..
ნერვები აღარ მაქვს.
მორჩა უნდა შევეშვა რა.
არა, კი არაფერია
სიყვარული ან რამე
უბრალოდ მონატრების შეგრძნებაა მძაფრი
ისეთი გული საგულედან რომ ხტის...
მჭირდებოდა
და რა მაგარია!
ტუკ-ტუკ..
რომ გრძნობ ცოცხალი ხარ!
თურმე გული გქონია და ფეთქავს..
ჰაჰ!...
ისე ამ გულს შიშებიც ცოდნია
არა გული კი არა
ის შინაგანი ხმაა
ამხელა გოგო რამ გამოგაშტერა?
სად რა უნდა თქვა და ვისთან როგორ ვერ გასწავლე ამდენ ხანს?
და იქიდან გული - ენა გაიჩუმე, მე ასე მინდოდა!
არა, ვის ვებრძოლო აღარ ვიცი.
ვიცი ისევ გონება გაიმარჯვებს და ზუსტად ვიცი რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს...
გული ისევ დარჩება მარტო.. ისევ გაჩუმდება და ისევ დაავიწყდება რომ არსებობს!
აი იმ შეგრძნებებს რომელიც ელექტრო შოკივით მივლის, იმათ მადლობას ვეტყვი.
მადლობა შენც.
და კიდე
საბოდიშო არაფერი მაქვს
არც შენ მოგცემ უფლებას თავი დაიდანაშაულო!
პ.ს.
Don't hate me...
პ.პ.ს. ეს აღარც მახსოვს როდის დავწერე..
მაკულატურას ვახარისხებ..
No comments:
Post a Comment