Monday, June 07, 2010

ბურკა

ძალიან მიხარია, აი ძალიან მიხარია საქართველოში რომ გავჩნდი.
მაგარია აქ რომ გავჩნდი ქალად და არა რომელიმე შუააზიურ ბურკაშემოცმულ ქვეყანაში, სადაც ქალს არ აქვს ხმის ამოღებისა და აზრის გამთქმის უფლება!
ხოდა რატო ვწერ ამას და ეხლახანს დავამთავრე ოსნე საეიეშტადის დოკუმენტალურ-ლიტერატურული ნოველა ”ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე”. იმდენი ვიტირე საცოდავი ქალის ყოფაზე ავღანეთში, კინაღამ სული შემეგუბა და ჩემი პრობლემებიც დამავიწყა.
მარა რას დამავიწყებდა, წიგნის კითხვისას ბედნიერებისგანაც ვბღაოდი, ავღანეთში რომ არ დავიბადე არცერთი სქესის წარმომადგენლად. მეზიზღება შეზღუდული აზროვნება, მძულს ავღანური ტრადიციები!
სიტყვა აზია ზუსტად იგივე რეაქციას იწვევს ჩემში, ჩალმა ჩამოფხატულ და ბურკა შემოხვეული ქალებით და უაზრო ათასი ტრადიციებით სადაც ქალის ადგილი არაა! სადაც ქალის აზრს არასდროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს! იმისი უფლებაც არ აქვს თავად აირჩიოს რჩეული, ცხოვრების მეგზური! ფიქრის უფლებაც არ აქვთ!
დისქასტინგ!
ხოდა ვერ ვიტან აზიას, კი არა და აზიისგან რა მინდა, ზოგიერთ ქვეყანაში კიდევ შეიძლება ქალს ქონდეს რამის უფლება, მე ავღანეთზე მინდოდა მეთქვა ვერ ვიტან თქო...
ქალის დანიშნულება იქ საჭმლის კეთება და ბავშვის გაჩენაა. მორჩა!
წიგნის კითხვისას რამდენჯერმე მინდოდა ოჯახის უფროსი მაგრად მიმეჟეჟა თავისი ადგილი რომ ცოდნოდა.მარა აბა როგორ?!
ბლიად! აღშფოთებული და განერვიულებული ვარ! :შ
იქნებ რამემ მიშველოს და დავწყნარდე?

მე კი ვიცი რა მიშველის, სხვა წიგნი უნდა დავიწყო.
ისე აი, ხომ არიან ნარკომანები, წამლის ლომკა რომ აქვთ (თუმცა ბევრი არაფერი ვიცი მაგ ლომკის შესახებ, მაგრამ ხომ გამიგია), აი ეგეთი რაღაც მემართება წიგნზე.
სულ მინდა ვიკითხო, თუ კომპთან არ ვზივარ და ბავშვს არ ვუვლი, ზნაჩიტ ვკითხულობ.

ხოდა მირჩიეთ წიგნი! :)

8 comments:

  1. არ გინდა შემოგვიერთდე ბლოგერებს წიგნის კლუბში???

    ReplyDelete
  2. ეგ როგორ ხდება?

    ReplyDelete
  3. აი აგერ ნახე http://chaochaotic.blogspot.com/2010/06/blog-post.html


    ხოდა ქრისტინეს უთხარი, მეც მინდა გაწევრიანებათქო. არამგონია უარი გითხრას.

    ReplyDelete
  4. მოვიფიქრებ :)
    ზოგადად, არ მიყვარს რაიმე კლუბში გაერთიანება.

    წიგნების გაცვლა-გამოცვლა შეიძლება ალბათ, არა?

    ReplyDelete
  5. სავარაუდოდ კი.
    რავიცი აბა.
    შენ როგორც გინდა.

    ReplyDelete
  6. მადლობა :*
    მოვიფიქრებ :)

    ReplyDelete
  7. რაკი ქალების თემაზე წაიკითხე, ერთი – ევროპული წიგნიც მოუხდება ამ ყველაფერს :)
    ელფრიდე იელინეკის "საყვარლები".
    იქ ქალთა ზოგადი სახეები ისეა აღწერილი... მოკლედ, თუ არ წაგიკითხავს, გირჩევ :)

    ReplyDelete
  8. მადლობა ქეთი, კაკრაზ ვამთავრებ ეხლა წიგნს და ვფიქრობდი რა წამეკითხა :)

    ReplyDelete