Sunday, May 30, 2010

მენატრებით და რა ვქნა?

რას შვება ეს ცხოვრება ა?
რა უნდა ჩემგან?
ქაოსი მაქვს თავში..
რა და, ამ ბოლო დროს კი არა და სულ მაქვს ის გრძნობა, რომ რაღაც მაკლია, აი ურთიერთობის ამბავში. განა რამე მინდა ან ვითხოვ, არა, უბრალოდ ის ხალხი რომელსაც 2 წამით მაინც შევხვედრივარ და ურთიერთობა გამიბია რაღაც დონეზე, თუნდაც იმ წუთს დამთავრებულა ის მომენტი, მაინც მახსოვს და გონებიდან არ ამომდის ის ადამიანი.
მერე ათასჯერ ვიგონებ და ვხარშავ.
ის ურთიერთობა რომელიც 2 წამიდაან 10 წუთამდე მეტს გაგრძელებულა - მენატრება.
იმ ადამიანთან მენატრება ურთიერთობა, რომელსაც ფაქტობრივად არც ვიცნობ და ალბათ ვერც ვერასოდეს შევხვდები მეორედ ცხოვრებაში.
მაგრამ როცა წლებზეა აგებული?
რა უნდა ვაბშე?
რატომ ვძულვარ ასე ჩემ გულს?
მამიდაჩემმს აქვს კარგი გამოთქმა ”მოგიტყან ოფშიჟიტი გული”-ო და ხშირად მიმეორებს ხოლმე ჩემი გულგაშლილობის გამო ამ ფრაზას!


ხოდა მოვტყან ოფშიჟიტი გული, ბლიად!


მენატრებით და რა ვქნა?


:S

8 comments:

  1. პრასიუსი3:54 PM

    -მემგონი,შეცდომების პატიებაში დაგეხმარება ეგ თვისება და თუ ვერ გამოიყენებ, ე.ი. ილუზორულია;თუ ეგეც შეგიძლია და მაინც გენატრებიან, ფამილარობა უკან მოგიტოვებია :))

    ReplyDelete
  2. შეცდომების პატიება ვისგან, ალბათ ჩემგან ხო?
    ვიცი რომ დანნაშავე ვარ და ჩემი საყვარელი გრძელურთიერთობიანი ხალხი სანახავი და მოსასიყვარულებელი მყავს.
    იმედია ისინი მაპატიებენ :(
    სხვისი პატიება კი მე თვითონ ძალიან ადვილად შემიძლია.
    ამის გამო ძალიან ხშირად დავზარალებულვარ, მარა ისიც მიპატიებია...
    მოკლედ ოფშიჟიტი გული მაქვს რა ... :ს

    ReplyDelete
  3. კარგი გულის მფლობელი ხარ შენ!
    :*

    ReplyDelete
  4. ძალიან საყვარელი ხარ ბია.
    მეც არამიშავს, ვარ რა.

    უბრალოდ ცხოვრება და ქვეყანაა საზიზღარი.

    ReplyDelete
  5. კ8 - ეგ სხვა ამბავია, ცხოვრება და ქვეყანა როა საზიზღარი.
    მარა ჩემთავს რატო ვესაზიზღრები ვერ მეტყვი?

    ReplyDelete
  6. ეჰ...
    მეც ეგრე არ ვარ.. :D

    ReplyDelete
  7. ხო და ვრჩებით პასუხგაუცემელი კითხვებით სავსე ბლიად!

    ReplyDelete