Monday, September 21, 2009

უგიო

მოეფერეთ საყვარელ ადამიანებს!
არასოდეს გაუაროთ გვერდი ისე, უბრალოდ.
არ მოგერიდოთ გარშემომყოფების.
სახლში, გარეთ, ქუჩაში, მეზობელთან, სტუმრად, კაფეში, ბარში, პარკში...
უსიტყვოდ მიდით და მოეფერეთ.
ან სიტყვით მოეფერეთ, ჩაეხუტეთ, აკოცეთ, ელაპარაკეთ...
ყოველი წუთი გამოიყენეთ, ყოველი წამი.
გული მწყდება და ძალიან მტკივა როცა ვიხსენებ წუთებს, გვერდით მყავდა და არ მოვფერებივარ საკმარისად.

როგორ მინდა გელაპარაკო, გებურდღუნო, როგორც შენ მეტყოდი ხოლმე, მოდი ვიბურდღუნოთო.
ეხლა მაკლია.
ძალიან მაკლია.
მტკივა.
მწვავს და მახრჩობს.
ეხლა ვბრაზდები ჩემს თავზე ხშირად რომ არ გეფერებოდი.
სახეს რომ არ გიკოცნიდი...
ძალიან ვბრაზდები მაგრამ რა ზარი აქვს?? რა?
როგორ მტკივა!
სად გამოვხატო, როგორ?
ვისთან?
არ ვიცი.
გული მაქვს მძიმე, ლოდი არ ქვია მაგას, თურმე დარდი ქვია და ლოდივით მძიმე ყოფილა.

მენატრები გიო! ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო, უსაყვარლესო, უთბილესო!

გეფერები, მაგრამ უხორცოდ!
გესაუბრები, უსიტყვოდ!
გკოცნი, უტუჩოდ!




კივილი მინდა...

15 comments:

  1. rogor sheizleba adamianma amxela tkivils gauzlos :(

    ReplyDelete
  2. სადაა გიო? იმედია ცოცხალია, ისე წერ თითქოს არ იყოს :(

    ReplyDelete
  3. mtkivneulia gamoutqmelad, magram gifiqriat gardacvalebaze ugvamod? ai rom midian ubralod adamianebi da vse

    ReplyDelete
  4. ყველაზე საშინელი ეს არის, რომ როცა ვიღაც ჩვენს გვერდით აღარ არის, მერე ვხვდებით რომ უფრო მეტად უნდა გვესარგებლა ერთად ყოფნით..

    მირ, არც კი ვიცი სიტყვებს თუ შეუძლია შენი გამხნევება, ამიტომ ვერაფერს გწერ..

    ReplyDelete
  5. :(

    sityvebi aq ubralod zedmetia

    ReplyDelete
  6. tkivlit cxovreba da drois ararealizebulobis gancda koshmaria,magram dro ro martla ararealizebuli yofiliyo,ase zalin ar dagakleboda da ar geyvareboda...

    :(

    ReplyDelete
  7. :(
    ავტირდი :(

    ReplyDelete
  8. ver vitan monatrebas amitom mdzuls sishoreeeeeeee..... ikivle agyvebiiiiiiii :(((((((((((((((

    ReplyDelete
  9. ვაი რომ კივილიც აღარაფერს აღარ შველის ((((

    აღარარის და მორჩა :(((((((((((

    ReplyDelete
  10. ნინო1:57 AM

    ძალიან იშვიათია ასეთი სიყვარული.
    გუშინ მთელი ბლოგი შემომეკითხა.მთელი ღამე ვფიქრობდი და დღეს გადავწყვიტე მომეწერა.
    შეიძლება ძნელი იყოს ამის გაგება, მაგრამ შეიძლება ითქვას რომ ბედნიერი ადამიანი ხარ. რატომ? იმიტომ რომ ასე ძლიერ გიყვარდა და უყვარდი. ადამიანები ბერდებიან უღიმღამო ცხოვრებით. არც ცოცხლები არიან და არც მკვდრები. ეს კი შენგან ძალიან შორსაა. შეგიძლია თქვა რომ ამ ქვეყნად არსებობ, რადგან გულწრფელად ბედნიერი იყავი და ახლა კი გულწრფელად უბედური ხარ.იმედი მაქვს ზუსტად გაიგებ რასაც ვამბობ.
    საერთოდ არ გიცნობ, მაგრამ გუშინ მომეჩვენა რომ ჩემთვის ახლობელი ადამიანი იყავი. ძალიან მაგრად გკოცნი.

    ReplyDelete
  11. არც კი ვიცი, რა ვთქვა. აქ შემოსული სულ ვჩუმდები და მოფერება მინდება...

    ReplyDelete
  12. Anonymous3:21 AM

    gii? dzalian didi xania araferi msmenia mag adamianis shesaxeb , nu albat imis mere rac colad mogiyvana? da ra chirs exla?? ragac dzalian sevdiani postebia :(

    ReplyDelete