Monday, August 15, 2016

პატარა დეტალები

იცით რა მახსენდება? როგორ შემიყვარდით სულ პაწაწინა დეტალებით.
ბაღში რუსიკო ჩემი არ იყოს სულ გაბზეკილი დადიოდა თბილი გამოხედვით.. თეთრი, ფითქინა თავგადახოტრილი თამუნა რომ დავინახე, პირველად ვერ მივხვდი როგორ შეიძლებოდა, გოგო ყოფილიყო მოკლე თმით! :)) მაგრამ მეექვსეში, პირველ სექტემბერს, კლასში შემოსვლისთანავე მეია გვერდით რომ მომიჯდა, ამიერიდან აქ ვიჯდებიო, ვიგრძენი როგორ აფუთფუთდნენ პეპლები მუცელში. (ხო, რა იყო, რამ გაგაკვირვა?!) თიკა იყო წყნარი, ჩუმი მაგრამ მაინც მეამბოხე სულით. სუსტი და ჰაეროვანი! და მახსოვს როგორ გავხედე ცალი თვალით ვერიკოს, კლასში შესულს უცხო ადამიანი რომ დამხვდა, კედელზე მორიდებით აკრული დიდი, ცისფერი ღრმა, უმანკო თვალებით მიყურებდა გაოცებული! თეა თავისი სიზუსტით, სწორხაზოვანი და მუდამ მოწესრიგებული! მე მიყვარს ჩვენი ყოველი წამი, წუთი, თვე და წლები ერთად! მე მიყვარს თქვენი სიდინჯე, სერიოზულობა, სიგიჟე, თავზეხელაღებულობა, სიზუსტე, სინაზე, დეპრესია, სიყვარეული, ურთიერთგაგება და ყველაზე დიდი რამ, მეგობრობა! მიყვარხართ, და სადაც არ უნდა წავიდე, ვიცი რომ თქვენ "ჩემი სახლი" ხართ!

Monday, March 10, 2014

Close | Start-Shut down

პატივცემულო,

მომიტევეთ შეწუხებისთვის..

ძალიან დიდი წერილი დავწერე. მინდოდა პატივისცემა გამომეხატა, მაგრამ ბოლოს წავშალე (იმაშიც არ ვარ დარწმუნებული ამ წერილს გამოვგზავნი თუ არა საბოლოოდ, შეიძლება ესეც ისე მივაშალო, როგორც წინა რამდენიმე).
აი ის განცდა, საჭირო სიტყვებს რომ ვერ მოძებნი, ანდა სიტყვას კი მოძებნი, მაგრამ მერე დალაგება გიჭირს.. თუნდაც ორივე იპოვნო, მაგრამ მერე იფიქრებ, ნეტა ვინს აინტერესებს შენ ვინ გიყვარს, ან მოგწონს მაგ შენ ნაჯღაბნს ან წაიკითხავენ ან სპამივით მოიშორებენ...
მერე ბექ ღილაკს დიდხანს დააწვები და თვალს გააყოლებ როგორ ყლაპავს ნაწერს კურსორი...
მერე მუხლებზე ხელს დაილაგებ და ეკრანს მიაშტერდები უაზრო მზერით. რომ ვერაფერს ამჩნევ და თავში ის აზრი გიტრიალებს, როგორ დაიწყო შემდეგი წერილი - ლაკონური გამოვიდეს, სხვას თავი არ მოაბეზრო და თან შენი სათქმელიც ბოლომდე თქვა.. მოკლედ ქარცეცხლში ხარ და სულ ტყუილად ებრძვი, რადგან მაინც წააგებ, ფარხმალს დაყრი და ბოლოს კომპიუტერსაც გამორთავ ფიქრით ტვინდამძიმებული და საკუთარი თავით უკმაყოფილო...


|
Close
|
Start-Shut down

Friday, October 18, 2013

ერთ დროს გამოუქვეყნებელი პოსტი

როცა ბრაზობ
როცა საუბრობ
როცა ჩუმად ხარ...
და თავს მარიდებ.
როცა არ ხარ..


ვცდილობ
და არ გამოდის.
ოხ ეს ლოდინი
და ოი!

როცა სიცარიელე მტკივა

როცა ვკითხულობ, ერთი სული მაქვს ბოლომდე როდის ჩავამთავრებ, რომ გავიგო რა ბედი ეწევა ამა თუ იმ წიგნის მთავარ გმირს...
განვიცდი, ვტირი, ვმღერი, მიხარია, ვიცინი, მიყვარს, მძულს, ვცახცახებ, მტკივა და ვფიქრობ მათთან ერთად. და ცხადია მაინტერესებს რა მოხდება დასასრულს. მაგრამ მოლო სიტყვას რომ წავიკითხავ და წერტილს დავსვამ ისეთი სიცარიელით და აღელვებით ვივსები ერთდროულად, ლამისაა გული გამისკდეს..

Thursday, October 17, 2013

ვაჰ!..

რას გადამეკიდნენ?
არ მინდა არავითარი ურთიერთობები!
ზუსტად მაშინ ამოყოფენ ხოლმე თავს სოკოებივით!!..
როცა მჭირდება მაშინ არ არიან ახლოს...
ეხლა არავინ მჭირდება!!!!!!!
მორჩა.

და მერე რამეს ეტყვი და სწყინთ!

იდინახუი რა.

Bookshelves





Wednesday, October 16, 2013

Favorite Quotes From Books

“Life is full of luck, like getting dealt a good hand, or simply by being in the right place at the right time. Some people get luck handed to them, a second chance, a save. It can happen heroically, or by a simple coincidence, but there are those who don’t get luck on a shiny platter, who end up in the wrong place at the wrong time, who don’t get saved.” 
The Coincidence of Callie and Kayden by Jessica Sorensen

“How had we pushed each other away when we needed each other most?”
If Forever Comes by A.L. Jackson

“Sometimes what we want isn’t what is best for us.”
Simple Perfection by Abbi Glines


Monday, October 07, 2013

***

არ შეიძლება ცოტა ხანი დაკეტონ მაღაზიები, ან იქნებ ფეისკონტროლი გამიკეთონ, სანამ ამ ბოლო 7 წიგნს დავამთავრებ, ა?
Gosh, 5 წუთის წინ კიდევ ერთი წიგნი შევიძინე!!
Lucky Me! :) Mockingjay

Friday, October 04, 2013

ჰეჰ!..

ძაან მაგარი გრძნობაა, როცა ინტერნეტში სულ სხვა რაღაცის ძიების დროს, წააწყდები სურათს სადაც გამოსახულია წიგნები, რომლებიც წაკითხული გაქვს ერთის გარდა...

აი ამაყად ვიგრძენი თავი...

Sunday, September 22, 2013

სიბრაზე


ამ სურათზე გამახსენდა რომ გაბრაზებული როცა ვარ, ძალიან ცუდი ხასიათი მაქვს.
ვერავის ვერ ვიტან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სერიოზულად და ყველანაირი ქვეტექსტის გარეშე, ვამბობ რომ როცა გაბრაზებული ვარ მართლა ვერ ვიტან ვერავის საკუთარი თავის ჩათვლით! მაგ დროს არავის ვურჩევ არათუ დამელაპარაკოს, გვერდიდანაც არ შემომხედოს, თორემ შეიძლება სახე მოვაგლიჯო! :))))
როცა უკვე შემდეგ ვფიქრდები რა მემართება სიბრაზის დროს, მერე სირცხვილის და სინანულის გრძნობა მიტევს..
ამიტომაა დიდხანს ვერავისზე ვბრაზდები და თუმც დამნაშავე არ ვიყო, პირველი ვცდილობ სიტუაციის გამოსწორებას.


ძაან მძიმე ქართლელი ვარ :(

Saturday, September 21, 2013

To Embrace Death

what an elegant way to embrace death

I
When the knell rung for the dying
soundeth for me
and my corpse coldly is lying
neath the green tree
II
When the turf strangers are heaping
covers my breast
Come not to gaze on me weeping
I am at rest
III
All my life coldly and sadly
The days have gone by
I who dreamed wildly and madly
am happy to die
IV
Long since my heart has been breaking
Its pain is past
A time has been set to its aching
Peace comes at last.

Friday, September 20, 2013

missing you!..

sometimes i get this urge to talk to you, and than i remember that you are a different person now, it’s just sad because i miss you alot...


Thursday, September 19, 2013

Want To Read

ძალიან დავიღალე წესიერი მუსიკისა და საინტერესო წიგნების ძიებით..
უფრო სწორედ რომ მოვძებნი და მინდა წაკითხვა, საქართველოში ვერ იშოვი.. ხოლო გამოწერილ წიგნს იმდენ ხანს ველოდები, ბოლოს მავიწყდება რა გამოვწერე.. აი თებერვალში გამოწერილი წიგნები აგვისტოში ჩამოვიდა, ისიც ნაწილი და მეორე ნაწილს ოქტომბერში ველოდები.
ანდა ხომ შეიძლება მართლა არსებობდეს და მხოლოდ ფილმებში და ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებებში არ იყოს პორტალი!! მე გარკვეული საჭიროებისთვის გამოვიყენებდი გპირდებით. მხოლოდ ბიბლიოთეკებისა და წიგნების მაღაზიებისათვის, რომელიც ნიუ იორკის რომელიმე, ანდა Barnes and Noble -ის წიგნების მაღაზიასთან დამაკავშირებს, შევალ ავკრიფავ წიგნებს და გადმოვალ ისევ სახლში გაბედნიერებული!!!
ხომ შეიძება არა?
ვიცი რომ შეუძლებელია, მარა Googread-ზე იმდენი want to read მაქვს, როდის მეღირსება წაკითხვის ბედნიერებები არ ვიცი..
იქ უნდა გადავიდე საცხოვრებლად! :))) გადაწყვეტილია!


მანამდე ბუკინისტებს ავკლებ და ბიბლუსის, დიოგენესა და პარნასის მაღაზიებს გავცლი..

Friday, September 13, 2013

I Need To Need Me


”My Person”

ამ ცოტა ხნის წინ საკმაოდ სასიამოვნო საუბარი მქონდა  და არ შემიძლია არ გავაზიარო აქაც..
ყველას გვქონია ეს მომენტი და ალბათ ერთხელ მაინც დავფიქრებულვართ რომ არ გყავდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც გაანდობ ისეთს, რაც მხოლოდ შენ გინდა რომ იცოდე და იმ კონკრეტულმა ადამიანმა, თუნდაც სრულებით უცხო იყოს შენთვის, თვალით არ გყავდეს ნანახი და ბევრი არაფერი იცოდე მასზე.. მაგრამ..
უბრალოდ გინდა რომ იცოდეს, გინდა რომ მხოლოდ მან გაგიგოს.

Thursday, September 12, 2013

#1

ოხ როგორ მეზიზღება რა!..
როგორ მინდა მივიდე და პირში მივახალო რასაც ვფიქრობ!..
აუტანელი, თავისთვზე შეყვარებული, უზრდელი, თავხედი და გაქლიბული სირი!..
ადამიანი კრეტინი!.
თუ ქვია საერთოდ ადამიანი................

Fifty Shades of Grey by E.L. James

...“Penny for your thoughts?” Grey is back, startling me.
I go crimson. I was just thinking about running my fingers through your hair and wondering if it would feel soft to touch....

He is the most mystifying person I’ve ever met. And it dawns on me that I have slept with Christian Grey, and I kick myself – what would I have given to be conscious to watch him sleep.
Fifty Shades of Grey by E.L. James

I love stories like this!..


Sunday, July 14, 2013

ენდ ოფ სთორი.

არც ისე დიდი განსჯის შემდეგ დავასკვენი, არანაირი კაცი არ მჭირდება! 
ვითარებიდან გამომდინარე მიმდინარესთანაც გავწყვიტე ურთიერთობა და სავსებით მშვიდად მაქვს სულიც, ნერვებიც და შიშებიც..

Friday, May 17, 2013

If You Realy Want To Hear About It...

პირველად 12 წლის ვიყავი სიგარეტი რომ გავსინჯე.. ზაფხული იყო, სოფელში ვიყავით მთელი სანათესაო–სამეგობრო–სამეზობლო.. ყველა ეწეოდა, მეც დამაინტერესა და მეთქი მომეცით, მაინტერესებს ყველა რო აფუილებთ აქ! ხოდა გავსინჯეეე... გავსინჯე რა, პირველივე ნაფაზმა ისეთი დამარეტიანა, კინაღამ სკამიდან გადავვარდი.. თან ძაან ცუდი გემო ქონდა, ისეთი ცუდი რომ მეთქი ფუჰ, ამას ცხოვრებაში როგორ გავეკარები მეორედ ან თქვენ რას აფუილებთ ერთი, მოგცლიათ, სხვა რამე გასართობის მეტი რა არისთქო!.. ეს 12–ის რომ ვიყავი მაშინ! მაშინ უფრო მეტი ჭკუა მქონდა მგონი, აბა მე ტვინი მაქვს ეხლა მე თავში?!
ხოდა რად გინდა!

Tuesday, May 07, 2013

უსათაურო ბოდვანი

იმდენ რაღაცაზე ვფიქრობ სულ, წიგნებს რომ არ ვკითხულობდე ალბათ თავი გამისკდებოდა... ეს კი ერთადერთი საშუალებაა ფიქრებისგან თავის დასაღწევად.. არ მინდა რა, მეზარება, დავიღალე უკვე!!.. საკუთარ თავთან მარტო დარჩენის მეშინია ვა!.. ხომ შეიძლება რამდენიმე წუთით პრობლემების განზე გადადება და საკუთარი ტვინის დასვენება?
ხო და გამოსავალიც ვიპოვე: ჯერ ერთი კითხვაზე ჭკუა მეკეტება, და მეორე, ფიქრებისგან თავის დაღწევის საუკეთესო და სასარგებლო საშუალებაა..