Showing posts with label ბოდვანი. Show all posts
Showing posts with label ბოდვანი. Show all posts

Monday, March 10, 2014

Close | Start-Shut down

პატივცემულო,

მომიტევეთ შეწუხებისთვის..

ძალიან დიდი წერილი დავწერე. მინდოდა პატივისცემა გამომეხატა, მაგრამ ბოლოს წავშალე (იმაშიც არ ვარ დარწმუნებული ამ წერილს გამოვგზავნი თუ არა საბოლოოდ, შეიძლება ესეც ისე მივაშალო, როგორც წინა რამდენიმე).
აი ის განცდა, საჭირო სიტყვებს რომ ვერ მოძებნი, ანდა სიტყვას კი მოძებნი, მაგრამ მერე დალაგება გიჭირს.. თუნდაც ორივე იპოვნო, მაგრამ მერე იფიქრებ, ნეტა ვინს აინტერესებს შენ ვინ გიყვარს, ან მოგწონს მაგ შენ ნაჯღაბნს ან წაიკითხავენ ან სპამივით მოიშორებენ...
მერე ბექ ღილაკს დიდხანს დააწვები და თვალს გააყოლებ როგორ ყლაპავს ნაწერს კურსორი...
მერე მუხლებზე ხელს დაილაგებ და ეკრანს მიაშტერდები უაზრო მზერით. რომ ვერაფერს ამჩნევ და თავში ის აზრი გიტრიალებს, როგორ დაიწყო შემდეგი წერილი - ლაკონური გამოვიდეს, სხვას თავი არ მოაბეზრო და თან შენი სათქმელიც ბოლომდე თქვა.. მოკლედ ქარცეცხლში ხარ და სულ ტყუილად ებრძვი, რადგან მაინც წააგებ, ფარხმალს დაყრი და ბოლოს კომპიუტერსაც გამორთავ ფიქრით ტვინდამძიმებული და საკუთარი თავით უკმაყოფილო...


|
Close
|
Start-Shut down

Friday, October 18, 2013

როცა სიცარიელე მტკივა

როცა ვკითხულობ, ერთი სული მაქვს ბოლომდე როდის ჩავამთავრებ, რომ გავიგო რა ბედი ეწევა ამა თუ იმ წიგნის მთავარ გმირს...
განვიცდი, ვტირი, ვმღერი, მიხარია, ვიცინი, მიყვარს, მძულს, ვცახცახებ, მტკივა და ვფიქრობ მათთან ერთად. და ცხადია მაინტერესებს რა მოხდება დასასრულს. მაგრამ მოლო სიტყვას რომ წავიკითხავ და წერტილს დავსვამ ისეთი სიცარიელით და აღელვებით ვივსები ერთდროულად, ლამისაა გული გამისკდეს..

Monday, October 07, 2013

***

არ შეიძლება ცოტა ხანი დაკეტონ მაღაზიები, ან იქნებ ფეისკონტროლი გამიკეთონ, სანამ ამ ბოლო 7 წიგნს დავამთავრებ, ა?
Gosh, 5 წუთის წინ კიდევ ერთი წიგნი შევიძინე!!
Lucky Me! :) Mockingjay

Friday, October 04, 2013

ჰეჰ!..

ძაან მაგარი გრძნობაა, როცა ინტერნეტში სულ სხვა რაღაცის ძიების დროს, წააწყდები სურათს სადაც გამოსახულია წიგნები, რომლებიც წაკითხული გაქვს ერთის გარდა...

აი ამაყად ვიგრძენი თავი...

Tuesday, May 07, 2013

უსათაურო ბოდვანი

იმდენ რაღაცაზე ვფიქრობ სულ, წიგნებს რომ არ ვკითხულობდე ალბათ თავი გამისკდებოდა... ეს კი ერთადერთი საშუალებაა ფიქრებისგან თავის დასაღწევად.. არ მინდა რა, მეზარება, დავიღალე უკვე!!.. საკუთარ თავთან მარტო დარჩენის მეშინია ვა!.. ხომ შეიძლება რამდენიმე წუთით პრობლემების განზე გადადება და საკუთარი ტვინის დასვენება?
ხო და გამოსავალიც ვიპოვე: ჯერ ერთი კითხვაზე ჭკუა მეკეტება, და მეორე, ფიქრებისგან თავის დაღწევის საუკეთესო და სასარგებლო საშუალებაა..

Tuesday, April 30, 2013

Great Expectations

რამდენი რამის გაკეთება მინდა ცხოვრებაში!
ამ ბოლო დროს მოშვებული სხეულის აღდგენა მჭირდება.. ვირბენდი სადმე აქვე, ახლომახლოს, მაგრამ რად გინდა ჩემი სახლიდან მთავარ ქუჩამდე გასასვლელად 3 ევერესტის გავლა და ანდებზე წრის დარტყმა მიხდება, რომელ სირბილზეა ლაპარაკი?! :))
ერთმა ნაცნობმა მითხრა, აი დიღომში რომ ცხოვრობდე ერთად ვირბენდითო, მარა აბა დიღომში ცხოვრება როგორ ვინატრო იმისთვის რომ ვირბინო?

Sunday, April 28, 2013

დიახ

Someone is really trying to be what it is but I doubt its existence!.. 

ამასობაში დღეც დამთავრდა
მერე ისე გაიწელა საღამო
კინაღამ ავტირდი
დავიძინებ მეთქი
მარა ვერ დავიძინე
არ ჩამეძინა
არ მინდოდა ის დღე
აღარ...