Friday, May 17, 2013

If You Realy Want To Hear About It...

პირველად 12 წლის ვიყავი სიგარეტი რომ გავსინჯე.. ზაფხული იყო, სოფელში ვიყავით მთელი სანათესაო–სამეგობრო–სამეზობლო.. ყველა ეწეოდა, მეც დამაინტერესა და მეთქი მომეცით, მაინტერესებს ყველა რო აფუილებთ აქ! ხოდა გავსინჯეეე... გავსინჯე რა, პირველივე ნაფაზმა ისეთი დამარეტიანა, კინაღამ სკამიდან გადავვარდი.. თან ძაან ცუდი გემო ქონდა, ისეთი ცუდი რომ მეთქი ფუჰ, ამას ცხოვრებაში როგორ გავეკარები მეორედ ან თქვენ რას აფუილებთ ერთი, მოგცლიათ, სხვა რამე გასართობის მეტი რა არისთქო!.. ეს 12–ის რომ ვიყავი მაშინ! მაშინ უფრო მეტი ჭკუა მქონდა მგონი, აბა მე ტვინი მაქვს ეხლა მე თავში?!
ხოდა რად გინდა!

მოვიდა მეორე ზაფხული. ისევ შევიკრიბეთ სანათესაო–სამეგობრო–სამეზობლო და ისევ გამიფუილეს ცხვირწინ! ხოდა ავდექი და კიდე გავსინჯე!
მოუკვდა პატრონი!
დალახვროს ეშმაკმა!
და კიდე რა ჯანდაბა დავწერო, აი ყველაფერი მაგ სიგარეტს რო ეცეს ეგ საშინელებები!
აღარ მინდა რა!
ბიუჯეტი ხო ბიუჯეტად, და ჩემი ჯანმრთელობა ხო ჯანმრთელობად მიაქვს!
მემგონი გავიზარდე, მარა თავის დანებება რომ ვერ მინდა ჯერ?! რა ვქნა?! ძაან ცუდ მდგომარეობაში ვარ.. არა, იმ დასკვნამდე მივედი რომ თავის დანებებაა საჭირო! ნუ მისული ვარ, მარა როგორ განვახორციელებ ეგაა მთელი ამბავი!
ეგეც რაღაცაა დასკვნამდე რომ მივედი, რახან ეს დავასკვენი, ესე იგი მაგის ბოლოც ახლოსაა!..
ეს ერთადერთი მავნე ჩვევა დამრჩა მოსაშორებელი! რაც არ მომწონდა და მავნე ჩვევად მიმაჩნდა, ყველაფერი ამოვძირკვე საფუძვლიანად!..
არა, მაინც რა შტერი ვარ, დამეჯერებინა საკუთარი თავისთვის მაშინვე! აღარ გავკარებოდი და ხომ აღარ მექნებოდა ეხა თავში საცემი, ა?!
აი ჰოლდენის არ იყოს, ხანდახან ვეწევი თორე ისე ძაან ქეშიც კი არ ვარო რომ ამბობს, ზუსტად ეგრე მომდის :)))
ეწევა, თითქმის 3 კოლოფს უღებს ბოლოს დღის მანძილზე და ამბობს ქეში არ ვარო! გაგეცინება! აუ ძაან მიყვარს ჰოლდი!
რამდენჯერ გადავხედავ, იმდენჯერ ვფიქრობ რომ ამ ამბავს მე ვყვები, ან ის მე, რომელიც ნიუ იორკში ცხოვრობს და ყველაფერი ფეხებზე კიდია.. მის ასაკში მეც დაახლოებით ეგრე ვფიქრობდი. ყველა თავს მაბეზრებდა სტრადლეიტერის და  ელკივით და ეს სკოლაც ხომ სულ ყელში მქონდა ამოსული, თუმცა მისტერ სპენსერისავით მასწავლებლები მეც მყავდა, პატივს რომ ვცემდი ეგეთები.. მხოლოდ იმიტომ ვცხადდებოდი, რომ ჩემი დაქალის დედის მერიდებოდა, დირექტორი იყო და დაქალთან მისასვლელი გზები ხო არ უნდა მომეჭრა?! თან იმხელა ბიბლიოთეკა აქვს სახლში!!! იმისი არ იყოს, ისე დიდად სწავლაზე არც მე ვგიჟდებოდი და ის ჩემი დაქალის დედაც სულ გიჟდებოდა, რაც მე მაგათი სახლიდან წიგნები მაქვს ნაზიდი არასასკოლოლიტერატურის! : )) თან მშობლიურ ლიტერატურას მასწავლიდა! მერე ჩემ შეფასებებს რომ უყურებდა გიჟდებოდა! არ მიყვარდა მოყოლა და რა მექნა?! აი გამოდი კლასის წინ, დადექი დააღე პირი და 40 კაცს მოუყევი ის რაც ისედაც ყველას წაკითხული და გააზრებული აქვს! არ მევასებოდა რა, ვკითხულობდი ჩემთვის! ნიშნის გულისთვის არასდროს მომიყოლია...   ნიშანი არა ხახვი! ზეპირს არა, მარა საკონტროლოებს მაგრად ვწერდი ჰოლდივით! იმ დროს პირში არავინ მიყურებდა და გავლაღდებოდი ხოლმე! :) ციფრებიანი საგნები არ მიყვარდა კიდე.. ხოდა ციფრებიან საგნებში ეხლაც ბნელა ჩემთან :)) ციფრებზე სულ ტანგეს, კოტანგეს, სინუს, მინუს, 9 ფესვიდან და ეგეთები მახსენდება და უკანოუხედავად გაქცევა მინდება! :))))
ნიუ იორკში ცხოვრებაზე უარს არ ვიტყოდი, მარა ვიცი დიდი ხნით ვერ გავჩერდები..
იქ ცხოვრებაზე არასდროს მიფიქრია, მარა აი ლონდონი მიყვარს, მანდ ვიცხოვრებდი...
ჰოლდენი კაი ბიჭია, ჩემსავით გაიზრდება და აღარ იქნება ეგეთი უიმედო, როგორიც იყო.. გადაიფიქრებს გაქცევას და ფერმაში ცხოვრებაზე ფიქრს.. ჭვავის ყანაში სათამაშოდ გამოსულ ბავშვებს კლდიდან შემთხვევით გადასავარდნას ისევ გადაარჩენს. დიბისთან ლაპარაკში ისევ გაათევს ღამეებს და აკვიატებულ ფიქრებს ვითომ დაჭრებზე და ნატყვიარებზე თავს დაანებებს, ახალ სკოლაში შევა, სწავლაზე და მომავალზე დაფიქრდება სანამ მამამისი მოკლავს...
სულაც არაა ეგეთი წყალწაღებული და უიმედო ჰოლდენ კოლფილდი!




2 comments:

  1. კარგი იქნება, თუ დაანებებ :)
    მე სუნი არ მომწონს ტანსაცმელზე, თმებზე რომ რჩება და შესაბამისად არც ვეწევი :)

    ReplyDelete
  2. ვერ ვშვები :/

    ReplyDelete