როცა ვკითხულობ, ერთი სული მაქვს ბოლომდე როდის ჩავამთავრებ, რომ გავიგო რა ბედი ეწევა ამა თუ იმ წიგნის მთავარ გმირს...
განვიცდი, ვტირი, ვმღერი, მიხარია, ვიცინი, მიყვარს, მძულს, ვცახცახებ, მტკივა და ვფიქრობ მათთან ერთად. და ცხადია მაინტერესებს რა მოხდება დასასრულს. მაგრამ მოლო სიტყვას რომ წავიკითხავ და წერტილს დავსვამ ისეთი სიცარიელით და აღელვებით ვივსები ერთდროულად, ლამისაა გული გამისკდეს..
სიცარიელის, რადგან შევიტყვე რაც მაინტერესებდა. დავიოკე ჩემი ცნობისმოყვარეობა და ამით დავასრულე კიდევ ერთი ისტორია.
ამ სიცარიელის შეგრძნების გასაქრობად სასწრაფოდ ვიღებ სხვა წიგნს და კითხვას ვიწყებ.. თუნდაც უშინაარსოდ, გაუაზრებლად, მთავარია გონება დაკავდეს და სიცარიელე ამომივსოს!
დაუფიქრებლად მივუყვები ასოებს, სტროფებს, სტრიქონებს... სიტყვებს იშვიათად ვარჩევ.. შეგრძნება, რომელიც წიგნის დასრულებისას მრჩება, მაინც მტანჯავს...
გაუაზრებელ წაკითხულს არა უშავს, თავიდან დავიწყებ და გავიგებ, ოღონდ ეხლა არ ვიფიქრო ამაზე!!!
მთავარია აღელვებამ გამიაროს და სიცარიელე შეივსოს!!!
მალე ყველაფერი კალაპოტში ჩადგება და ცივი გონებით გავაანალიზებ წაკითხულს.
ოღონდ ეხლა არა!
აღელვების, იმიტომ რომ ზოგი ეპიზოდი, რომელიც ჩემთვის უფრო საინტერესოდ მიმაჩნდა, ისე არ განვითარდა როგორც მინდოდა - სავალალო შედეგით ან სულაც ტრაგიკულად დასრულდა. დანაკლისს ვგრძნობ.
რამდენიმე წუთის წინ სუზან კოლინზის "შიმშილის თამაშების" ტრილოგია დავასრულე. მთელი ის დრო, რომელიც მე-3 წიგნის გამოსვლას მოუნდა, დიდი მოლოდინით გავატარე. მაგრამ ისეთი გულნაკლული ვარ, სიტყვები არ მყოფნის. იმის გამო არა, რომ წიგნი არ მომეწონა, ან სიამოვნებით არ წავიკითხე, ან მთავარი პერსონაჟებისგან იმედგაცრუებული დავრჩი, არა.
უბრალოდ ჩემი საყვარლი პერსონაჟები მომიკლეს!
ცინა, ფინიკი, პრიმი.
ვის გამოც უფრო სიამოვნებით ვკითხულობდი წიგნს, ისინი მომიკლეს!...
დიახ, მომიკლეს!!!
ხოდა ცარიელიც ვარ და აღელვებულიც, ამ სიტყვის ათასნაირი გაგებით!..
მე ეგრე განვიცადე, როდესაც "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" წავიკითხე.
ReplyDeleteმე თითქმის ყველა წიგნს ასე განვიცდი.. უბრალოდ ეხლა დავწერე, მოზღვავებული გრძნობები ვეღარ შევიკავე და ეს წიგნი შემრჩა ხელში : ))
Deleteზუსტად ასე განვიცადე ამ წიგნის დასრულება, ვიჯექი და სიცარიელეს ვგრძნობდი. სასწრაფოდ მინდოდა ახალი წიგნი დამეწყო სიცარიელის ამოსავსებად და ფინიკის სიკვდილთან შესაგუებლად...
ReplyDeleteფინიკი ძალიან განვიცადე :((
Deleteზუსტად ასე განვიცადე ამ წიგნის დასრულება, ვიჯექი და სიცარიელეს ვგრძნობდი. სასწრაფოდ მინდოდა ახალი წიგნი დამეწყო სიცარიელის ამოსავსებად და ფინიკის სიკვდილთან შესაგუებლად...
ReplyDelete