Wednesday, December 31, 2008

Friday, December 19, 2008

* * *


ეხლა ღამის სამის ნახევარია, უფრო სწორედ სამს უკლია 20 წუთი და წესით მე უნდა მეძინოს რადგან ძილი მაკლია მუდმივად. და ვიფიქრე, დავხურავ ეხლა ლეპტოპს და დავიძნებ თქო, მარა გამახსენდა რომ ამ დროს ჩემ პატარას შია და მისი ბორგვაც ამით ავხსენი.
წავალ ეხლა საჭმელს მოვუტან და მასთან ერთად მეც დავიძინებ.
არადა რაღაც კაი პოსტის გამოცხობა მინდოდა და ... მეძინება რა, სხვა დროს იყოს. თან მოვიფიქრებ თემას :))

Sunday, December 14, 2008

თოვლიო, ფუF!

ხო და რას ვამბობდი, ეხლა შემოვედი ბლოგში და გადავხედე განახლებებს. ბლოგების 80%-ს შეადგენენ პოსტები თოვის შესახებ (თოვის და არა თოვლის), არადა არ მევასება რა. უფრო სწორედ, მევასება მხოლოდ იმიტომ რომ გარშემო არცერთი ნაგავი არ ჩანს (ლოლ). აი თოვლი თბილისში კი ძალიან ნერვებს მიშლის. ერთი იმიტომ რომ თოვლში დილით სამსახურში ძნელია სიარული, ათას დაბრკოლებას გიქმნის, ელემენტარულად ფეხის დაცურების გეშინია რა!! მეორე იმიტომ რომ მერე გაყინავს და იმას 3 თვე ვერ გაალღობს ვერანაირი მზე!
აი იცით მე თოვლი სად მიყვარს? ყველგან, სადაც თბილისი არაა! შარშან მაგალითად ძალიან მიყვარდა თოვლი ბაკურიანში, მიხაროდა კიდეც და გარეთ მინდოდა ყოფნა თოვაში. მარა თბილისში კაი რაააა!

ჩამქოლეთ, აბა თქვენ იცით!!!

Thursday, December 04, 2008

4 დეკემბერი

დღეს ჩვენი დღეა!
დღეს 1 წელი გახდა რაც სულ ერთად ვართ და წუთით არ განვშორებივართ ერთმანეთს.
არა და მანამდე რა იყო?
არაფერი.
მერე მოვიდა და ცხოვრება შემივსო, აზრი მისცა და უფრო მშვენიერი გახადა.
დავდიოდით ერთად.
ვტკბებოდით ერთმანეთით.
ვნერვიულობდით.
განვიცდიდით.
გვენატრებოდა.
გვიყვარდა და გვეფიქრებოდა.
ეხლა?
ეხლა ასმაგად ვნერვიულობთ, განვიცდით, გვენატრება, გვიყვარს და გვეფიქრება.
ახლა უფრო დიდი აზრი აქვს ცხოვრებას.



ისტორია:
4 დღე ვგეგმავდით და ბოლოს გადავწყვიტეთ რომ ბაკურიანში წავიდოდით.
ნუ, წავიდოდით, მარა როგორ წავედი?!
იმ საღამოს გიო სახლში მოვიდა. იმ დროს როდესაც ყველა სახლშია. და ეს "ყველა" იცით რამდენია? 5 ოთახში სულ მცირე 3 კაცი რომ ზის, იმდენი ხოდა მოვიდა, მეთქი ეხლა ვერ წავალთ ყველა სახლშია თქო.
უფ, რას ვერ წავალთ, ისე პატიოსნად წავალთ როგორც მოვედიო.
მეთქი არა რა, ხვალ წავიდეთ.
არა, დღესო და მორჩაო!
მეთქი კაი.
მანამდე გამზადებული მაქვს ბოხჩა და აივნიდან გადავაგდე რომ არავის დაენახა.
მერე მივედით დედეაჩემთან და მეთქი ჩვენ ეხლა შარდენზე გავალთ და მალე მოვალთ. უკვე 10 ხდება. დედაჩემი გაგიჟდა, ამ შუაღამისას სად უნდა წახვიდეთო. მარა მაინც წავედით "შარდენზე"
რა შარდენი?
ტაქსი გველოდება ქვემოთ. ტაქსთან ერთად გიოს ძმაკაცი, გვირეკავს რას შვებითო, გაიყნა სანამ ჩავედით არადა 1-2 საათი მაინც იყო გიო ჩემთან.
მახსოვს შარშანდელი 4 დეკემბერი საკმაოდ სუსხიანი იყო. საწყალი ბიჭი!
მოკლედ წავედით.
ისე მარად ვიბოდიალეთ თბილისში იმ საღამოს. ჯერ დიდ დიღომში წავედით, იმდენი ხანი ვიყავით იქ, რომ დედაჩემმა რეკვები დაიწყო... უი, უი, უი, რა დამავიწყდა და ეს ბოხჩააკიდებული რომ გავედით მე და გიო ეზოდან ჩემი სიძე და და არ შეგვეჩეხენ მანქანით წინ?!
მეთქი დაგვენძრა, მარა ისე გაატარეს, ვითომ ის ბოხჩა სულაც არ დაუნახიათ
ხოდა სად გავჩერდი? ა, ხო, დიდ დიღომში რომ მივედით, იმაზე. ხოდა მივედით, ის გაყინული ბიჭი სახლში დავტოვეთ და მეორე გამოვიყვანეთ ცოლითურთ. მე არ ვიცნობდი, იმ საღამოს გავიცანი. თურმე ისინიც იმ სასტუმროში იყვნენ გაპარულები, სადაც ჩვენ ვაპირებდით ჩასვლას. ხოდა მოეწონათ აზრი და დაგვთანხმდნენ რომ ისინიც წამოგვყვებოდნენ ბაკურიანში და წავედით.
გზაში ტელეფონი გამოვრთე, მაგრად ვნერვიულობ. უკვე ვფიქრობ რომ სახლში დავბრუნდე და წესიერი, ცივილიზებული ფორმით გავაკეთო ის რასაც იმ წუთას არაცივილიზებულად ვაკეთებდი. მარა სად გინდა რომ წახვიდე? თბილისს ვართ გაცილებულები. ნუ ეხლა არც ეგ იქნებოდა პრობლემა, რომ დავბრუნებულიყავით, მარა ეს ხომ ჩემი სურვილიც იყო. ხოდა მეთქი, კტო ნი რისკუეტ ტოტ ნე პიოტ შამპანსკოე თქო და მობილური ჩავრთე
შენ მტერს რეკვები რომ ატყდა!
ვუსმინე, ვუსმინე, კაითქო და დავიკიდე!
ღამის 2 საათი იყო თუ მეტი არა, ზუსტად არ მახსოვს სასტუმროში რომ მივედით.
თბილად დაგვხვდნენ და მომეწონა!
მერე 3 დღის მანძილზე იმდენს გვაჭმევდნენ გასუქებლი ჩამოვედი თბილისში
მაგარი დღე იყო!

ხო და გილოცავ 1 წელიწადს, ჩემი გაძლება მოგცეს (შენრომარგჯერა იმ) უფალმა!
გკოცნი და გეხვევი და მიყვარხარ კიდე ასი წელი ძმაო!

Wednesday, December 03, 2008

ჰეა

ხოდა რას ვამბობდი კი არა და ვფიქრობდი, აი ეხლა ჩემი თმა მხრებს ქვემოთ უკვე ბეჭებზე მაქვს დაფენილი. თანაც ხშირი და ოდნავ ტალღიანი მაქვს. მთელი ცხოვრება თუ არა, ნახევარი მაინც მოკლედშეჭრილ თმას ვატარებდი და ეხლა, ამ ერთი წლის მანძილზე გაზრდილი თმა შესაჭრელად მეცოდება. კიდე ის ემატება რომ ორსულობაში მომატებული კილოგრამები ჯერ კიდევ ტანზე მაბია და 7-8 კილო დასაკლები მაქვს. ამ შემთხვევას კიდევ, სულაც არ უხდება მოკლე თმა.
გუშინდლამდე გადაწყვეტილი მქონდა რომ შემეჭრა. მერე რომ დავფიქრდი, კი არა და გიომ დამაფიქრა და მივხვდი რომ მართალია!იდეა მეც მომეწონა, ამიტომ დავთანხმდი! არადა ყველა მეუბნება შეიჭერიო. მარა თმის შეჭრას ყოველთვის მოვასწრებ და ჯერ ამას ვცდი რაც ჩავიფიქრე, ვოტ!
და გადავწყვიტე, ვარცხნილობას დავიყენებ, კარგად შევიღებავ და ქალი ვიქნები ნაშა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მარა სულ მცირე მინი ნაშა მაინც ვიქნები
ხოდა გადაწყვეტილია, შევიპრიჩოსკებ თმას და დაველოდები შედეგს, იმედია ყველაფერი გამომივა.

Thursday, November 20, 2008

Comedy Club - Экзамен в кавказской школе

ფორუმში ვიქექებოდი და Comedy Club-ის ვიდეოს გადავაწყდი, იმის მერე არ მახსოვს რამდენჯერ ვუყურე თავიდან მოკლედ სხვამაც რომ იცოდეს რა

ბაღანე

აიჰ

Friday, November 07, 2008

***

ისე რა საინტერესოა, ადამიანი როცა ბედნიერია, რატომ უძნელდება წერა?
არა და ადრე უფრო მეტი ნეგატიური პოსტი მქონდა ბლოგში, ჰმ.. არა და პირიქით უნდა იყოს მგონი როცა ბედნიერი ხარ მაშინ უფრო უნდა გინდოდეს ეს ყველაფერი გარშემომყოფებს გაუზიარო.
აი მე მაგალითად, ეხლა რაღაცის დაწერა მინდა, მარა სიტყვებს ვერ ვპოულობ, ვერ ვაბამ თავს დავწერო ის თუ როგორი ბედნიერი ვარ, როგორ მიყვარს ყველა და ყველაფერი გარშემო. როგორს ვხედავ სამყაროს, როგორია ის ახლა ჩემთვის და როგორი იყო ადრე.
რავიცი, იქნებ მოვახერხო და გამოვხატო.

Tuesday, November 04, 2008

***

რა ყოფილა ეს მოუცლელობა...
სახლში 3 კომპიუტერი გვაქვს და ვერცერთზე ვერ ვასწრებ დაჯდომას. დავჯდები და ეგრევე ნატა იწყებს ჭყავილს მოდი და დაჯექი და ფორუმში შეიხედე, ანდა შენ ბლოგში შეიჭყიტე?!
მოკლედ ამასწინათ პოსტი გავამზადე, მეთქი დავპოსტავ და ბლოგი გაგვითიშეს, ხო გახსოვთ ის ბნელი დღეები კავკასუსის მომხმარებლები ბლოგებში რომ ვერ შევდიოდით? ხო და ეგ დღე იყო და მას მერე ის პოსტი ნახევრად დადრაFტული დარჩა და აზრებიც დამეფანტა. ეხლა ვცდილობდი პოსტის აღდგენას და ჩემი ფეხები! ვეღარ გავიხსენე რა უნდა დამეწერა სკლეროზ ბლია!
მოკლედ წერაც რომ არ დამავიწყდეს და ბლოგიც რომ არ დავივიწყო, ვსარგებლობ იმით, რომ ნატა მამიდაჩემს უჭირავს და აღუების თქმას ცდილობენ.

აბა დროებით ჩემო თანაბლოგერებო, იმედია 1 თვეში ისევ შემოგიერთდებით

Wednesday, October 15, 2008

ბლოკი ბლოგში

დილით სისველემ გამაღვიძა. სასწრაფოთ სააბაზანოში გავიქეცი და... მოკლედ იმ მომენტში მივხვდი რომ მაგრად დამერხა.ძალიან სწრაფად მოვემზადე. მერე მარინას გამოვეცხადე და ვუთხარი, რომ "დამეწყო". მერე გიოს ჯერი დადგა. მივედი და ფრთხილად ვაღვიძებ (მაგის გაღვიძებას ჯობია ფეხით წახვიდე სამშობიაროში). - გიო, ჩემი წაყვანა მოგიწევს, - ჩუმად ვეუბნები. - სად? - ცალთვალგახელილი, თან მოლოდინით სავსე გამომეტყველებით მეკითხება. - წყლებს ვღვრი გიო...-და გიო სავსებით გამოფხიზლებული დგება საწოლიდან.
გზა სამშობიარომდე არც ისე საინტერესო იყო. უბრალოდ ძალიან გადატვირთული იყო და გიო სულ გინებით მიიკვლევდა გზას "ათას გამოყლევებულ მძღოლს" შორის.
მივედით.
მიმღებში ბევრი ხალხი ირეოდა, უფრო მეტი ვიდრე მშობიარეები. ყაყანში ექთნებს ერთმანეთის ხმა ძლივს ესმოდათ და სანამ ერთერთმა არ იკივლა ოთახი არ დაცარიელებულა. დავრჩით მხოლოდ მშობიარეები თითო "მომყოლით".
როგორც იქნა ჩემი ჯერიც დადგა. ანკეტა შეავსეს, ექიმს გამოუძახეს, გამხადეს და ტაფჩანზე დამაწვინეს. ამასობაში ჩემი ექიმიც მოვიდა და გამსინჯა (ვაიიიი.. ეგ რა იყოოო!!!). თითნახევარზე ხარ გახსნილიო. მერე სანიტრებს მიუბრუნდა და უთხრა გაამზადეო. ტკივილები არ მქონდა დაწყებული, მარა ვგრძნობდი რომ მალე დაიწყებოდა.
სანიტარმა თავისი ბინძური საქმე გააკეთა და დამტოვა. ნახევარი საათის მერე სამშობიარო ბლოკის სანიტარი მომადგა და ბლოკში ამიყვანა.
ბლოკი - ერთი შეხედვით სუფთა იყო, მაგრამ რაღაც სიძველე მაინც ეტყობოდა ყველაფერს. ძველი სამშობიარო სკამები, რკინის მახინა ტაფჩანები, ძველი რკინის დაბალი უჯრებიანი კარადები, ნახევრად დაჟანგული წვთოვანები, დიდი რკინის სადეზინფექციო ყუთები და რავიცი ათასი სიძველე კიდე.
ბლოკში ხუთი ოთახი იყო გამოყოფილი და იზოლირებული ერთმანეთისგან, რამდენიმეში უკვე იწვა მელოგინე ქალი. ერთერთში ალბათ საოპერაციო იყო, სამშობიარო ბლოკს არ გავდა.
კალიდორის ბოლოში მე დამაწვინეს. ტაფჩანზე ავძვერი, მითხრეს წამოწექიო, მარა არ დავწექი, ბოლთას ვცემდი. ჩემებსაც კი გავხედე ფანჯრიდან და ველაპარაკე და უკან შემოვბრუნდი. სანიტარმა ახლა უკვე მკაცრად მითხრა დაწექიო. წამოვწექი. ტკივილები ისევ ყრუ იყო. წვეთოვანი დამიდგეს და ახლა ძალიანაც რომ მდომოდა ვერ ავდგებოდი.
ნია ექიმმა ამასობაში რამდენჯერმე დამხედა. მერე ანესთეზიოლოგი გამოიძახა და გავიდა. "კორკოტას" ასე ეძახდნენ ანესთეზიოლოგს - კიდევ ნახევარი საათი ველოდე. ტკივილები შეგრძნებადი ხდებოდა. მოვიდა. თან ორი ექთანიც მოიყოლა. სამშობიარო მაგიდაზე დამსვა. ზურგში ნემსი გამარჭო და გამიყუჩა. მერე კათეტერი ხერხემლის ასწვრივ მხარზე დამიმაგრა და მომჭერი დაუცვა. ტკივილის შემთხვევაში აქედან უშვებდნენ წამალს. კორკოტა წავიდა და ყოველი ტკივილის შემთხვევაში დამირეკეთო, ექთნებს დაუბარა.
ერთმა ხელზე ავტომატური წნევის საზომი აპარატი მომამაგრა, რომელიც ყოველ ორ წუთში ზომავდა წნევას. იბერებოდა, მომიჭერდა, მერე ნელნელა იფუშებოდა.
ტკივილები საერთოდ მიყუჩდა. ეხლა ძლიერ მოთენთილობას ვგრძნობდი და თვალები მელულებოდა. მეძინებოდა.
გვერდით ბლოკიდან კვნესა ისმოდა, იმის გვერდიდან კივილი, იმის გვერდიდან "ფამაგითე" და ასე მონოტორულად. მხოლოდ მე ვიყავი ჩუმად და მეძინებოდა.
ექთნები თავზე მედგნენ, საუბრობდნენ და ძილის საშუალებას არ მაძლევდნენ. მერე ერთი გავიდა. მეორემ ლაპარაკი გამიბა და აღმოჩნდა რომ ჩემი უბნელია. (ვახ! რა ყველგან თქვენ ხართ!) და ვფიქრობ ჩემთვის, ცოტა ხანი მაინც გაჩუმდეს, იქნებ ჩამეძინოს ათასი ნაცნობი გამომიძებნა. აუ მეთქი ჩუ რა! მარა რას ვიზამ, ვერ ვიძახი ვერაფერს, იძულებული ვარ ველაპარაკო, რადგან მცხვენია ვთქვა, რომ მეძინება. წარმოგიდგენიათ? ბლოკში ვწევარ, ვინ იცის რამდენ თითზე ვარ გახსნილი და მეძინება!
რამდენიმე ხანში ტკივილი განმიახლდა, ექთანს ვუთხარი და წამალი დამიმატა. ახლა უფრო მეტად წამოვიდა მოთენთილობა და უფრო მეტად მინდოდა ძილი. ეს წნევის აპარატი ექთანზე უფრო აბეზარი აღმოჩნდა, გაიბერებოდა და იჩუტებოდა, ბლიად! რომ მეძინება?!
ექთანს დაუძახეს! მეშველა, ვიფიქრე ჩემთვის. თავი კედლისკენ მივაბრუნე და... ეშმაკმაც დალახვროს ეს წნევის აპარატი!
ყელის სრულ გახსნას თითქმის 8 საათი მოუნდა. ბლოკში წოლისას ექიმი პერიოდულად მამოწმებდა. ტაფჩანი რაზეც მე ვიწექი ფანჯარას უყურებდა პირდაპირ. მთელი დღე გაილია ამ ფანჯარაში, მგონი მთვარეც დავინახე, არ მახსოვს.
დღის მანძილზე რამდენჯერმე შემიყვანეს წამალი ხერხემალში. ვგრძნობდი როგორ მიედინებოდა ცივი სითხე კისრიდან ზურგის გავლით. შვებას და ძილის სურვილს მუდმივად ვგრძნობდი.
ბლოკის კარიორში საათი ეკიდა. ბოლოს რომ შევხედე შვიდი სრულდებოდა. ტკივილი მოულოდნელად ვიგრძენი, თითქოს არ უნდა მეგრძნო, მაგრამ ვიგრძენი. კორკოტა გაგიჟდა, წესით არ უნდა გრძნობდეო. ნემსით დამიწყო შემოწმება და რეაქციებს ამოწმებდა. წამალი ისევ შემიყვანეს, მაგრამ აღმოჩნდა რომ ორგანიზმი აღარ ექვემდებარებოდა გაყუჩებას.
შეტევები დამეწყო, თავიდან სუსტად (ამას თუ სუსტად ქვია და რა ვიცი...), ყოველი შემდეგი უფრო ძლიერი და ძლიერი იყო. არ ვიცი სხვა ბლოკებში როგორ ხდებოდა ზოგადად, მაგრამ მეჩვენებოდა რომ მთელი სამშობიაროს ექიმები თავზე მეხვივნენ, სუნთქვის საშუალება აღარ იყო... ნია მკარნახობდა როგორ მესუნთქა.
ღმერთო! როგორ მტკიოდა!
ჯოჯოხეთური და სულისშემკვრელი ტანჯვა გამოვიარე ამ ხნის მანძილზე...
ისევ გამსინჯეს, სრული გახსნით სამშობიარო მაგიდაზე გადამიყვანეს. თავი ჯერ კიდევ უკან სათანადოდ არ იყო წამოსული, მაგრამ იმდენად მინდოდა ეს ყველაფერი მალე დასრულებულიყო, რომ ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის.როგორც იქნა გადავფორთხდი მაგიდაზე და პირელი შეტევაც დაიწყო. ფეხები მაგიდის რკინებზე შემომადებინეს, ხელები მაგრად ჩამაჭიდებინეს. მინდოდა მეყვირა და მეკივლა, მინდოდა იქედან გავქცეულიყავი! ყველაფერი მინდოდა, მაგრამ იქ წოლა არა!
პირველი ჩავლილი არ იყო, მეორე შეტევა დაიწყო. რაც შეიძლებოდა მაგრად ვიჭინთებოდი. ვგრძნობდი როგორ მოიწევდა წინ რაღაც არსება!
- აი გამოჩნდა, გაიჭინთე, ერთიც, ერთიც. აბა მაგრად გაიჭინთე კიდევ! ნუ ყვირი, გაიჭინთე! კივილით არ გამოვა გარეთ! - მეც ვიჭინთებოდი. თავი უკვე კარგად ჩანდა!
ჰმ, არ დაიჯერებთ და სასწაული მჭირდა, ჭინთვებს შორისმეძინებოდა! სერიოზულად დავიძინებდი ცოტა რომ ეცლია. წარმოიდგინეთნახევრადთავგამოყოფილი ბავშვით გაჩაჩხული წევხარ მაგიდაზე და გეძინება! ნუ ეს ალბათ მარტო მე შეიძლება დამემართოს!..
შემდეგ შეტევაზე ვიგრძენი როგორ გამოსრიალდა პატარა და შვება ვიგრძენი. ბავშვი ბებიაქალმა მიიღო. არ უტირია! მეგონა მაგრად იტირებდა, რა ვიცი კინოებში ეგრე მაქვს ნანახი, მოყოლითაც უთქვამთ და გამიკვირდა რომ არ იტირა. უფრო წამოიკვნესა და გაჩუმდა. შემეშინდა! ვიკითხე რატომ არ ტირის თქო და პასუხი არავინ მაღირსა.
ბავშვს სანამ ჭიპლარი გადაუჭრეს, ნიამ ახალი პროცედურები დაიწყო. წინ დამიდგა და ინსტრუმენტების მომზადება დაავალა ექთანს. მე მეგონა ვსიო, არა და სად ხარ ჯერ?! მე კიდე ერთი სული მქონდა პატარას როდის მომიყვანდნენ და გულზე დამაწვენდნენ. ეს უკანასკნელი კი არ მომხდარა. მეტიც ბავშვი ისე შორიდან დამანახეს ხელის შესავლებად წამოწევაც კი დამჭირდა.მერე ვხედავდი როგორ ახვევდნენ რაღაც ნაჭრებში...
მეძინებოდა.
ნიამ რაღაც ინსტრუმენტები ჩამჩარა, ტკივილისგან დავიკლაკნე და ვიკივლე კიდეც. ნიამ - დააძინეთო! - და მეტი არაფერი აღარ გამიგია.
თვალი რომ გავახილე, ვიგრძენი რომ მციოდა, დავიძაბე და გონების მოკრება ვცადე, გვერდით ის ექთანი დავინახე ეპიდურის დროს თავზე რომ მედგა, ჩემ ყოფილ ტაფჩანზე წამოწოლილიყო.
ოთახს თვალი მოვავლე და ჩემი პატარა დავინახე, ცალი ხელი გაეთავისუფლებინა და კრუსუნებდა.
ისევ გავითიშე...
შემდეგ გამოფხიზლებაზე სანიტარი მაფარებდა პლედს. მაინც მციოდა, ყინულის დიდი ლოდი მეგდო მუცელზე. ისევ ჩამეძინა.
წელის ტკივილმა გამაღვიძა.
მერე დავინახე როგორ შემოვიდნენ ბლოკში მარინა და ნია. ბავშვს დახედეს, მე რაღაც მითხრეს და გავიდნენ.
მერე სანიტარი მოვიდა, საკაცეზე გადამაწვნა და პალატაში ამიყვანა.
იქ უკვე მელოდნენ ჩემები.
გიოს დავუწყე ძებნა თვალებით.დავინახე და გამეხარდა. ტირილი მინდოდა ბედნიერებისგან. ვხედავდი როგორ უხაროდა.
ცოტა ხანში პატარაც შემოიყვანეს, დაეხვივნენ, სურათები უღეს და ათასი რაღაც. გიო კოცნიდა და ეფერებოდა!
ღმერთო, რამხელა ბედნიერებაა!
არსებობ და გყავს ორი ყველაზე საყვარელი ადამიანი გვერდით!
ეს დღე ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში!

მიყვარხარ ბუს და მიყვარს ჩვენი პატარა!

Monday, October 13, 2008

კუკუ :))

მე დავბრუნდი :)
დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ხალხო, ეხლა გადავათვალიერე ნეტი და ბლოგებში ვნახე როგორ მგულშემატკივრობდით :*

ამბებს ნელნელა დავწერ, ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი.
ეხლა წესიერად ვერ ვჯდები და ნახევრად ფეხზე ვწერ :D
ხო და მოკლედ დავწერ და დაგიბრუნდებით ;)


გკოცნით გამოჩენამდე! :2kiss:

Friday, October 03, 2008

Muse

ესე იგი ამბობენ მუზებსაც მუზები ჭირდებათო, ხოდა გადავწყვიტე რადგანაც ჩემი მუზები ამჟამად შვებულებაში არიან, უმუზებოდ ვილაპარაკო.
ეხლა რაშია საქმე და წუხელ სიზმარი ვნახე უცნაური, არ ვნახულობ სიზმრებს, ან შეილება ვნახულობ, მაგრამ არ მამახსოვრდება, ან დასკვნები ვერ გგამომაქვს, მაგრამ წუხელ ისე მკაფიოდ ვნახე, რომ მეგონა ცხადში ვხედავდი. საერთოდ არ მჯერა სიზმრების, მით უმეტეს რომ წუხელ ისეთი უტოპიური რაღაც ვნახე, ჯერ ვერ ჩამოვაყალიბე თანამიმდევრობა [რამდენს ლაპარაკობ, თქვი რა თუ ამბობ!].
ხოდა რაში იყო ეხლა საქმე, ვითომ სოფელში ვიყავი, აი იმ სოფელში სადაც ყოველ ზაფხულს ვატარებდი ბავშვობაში, ხო და მე და ჩემი დეიდაშვილი (კსტაწე, ისიც ორსულადაა ამჟამად) ხელჩაკიდებულები მივდიოდით გზაზე, მე - უკვე ნამშობიარები, მაგრამ უბავშვოდ. თან თითქოს ბიჭი გავაჩინე (არადა გოგო მყავს), თან ამ სიარულში გულში ვფიქრობ გიო გადამერევა ბიჭი რომ გავაჩინე, იმას გოგო უნდოდა თქო (მართლა ეგრეა, გოგო უნდა!) და უცებ საიდანღაც გაჩნდა აწ გარდაცვლილი ბებიაჩემი, ხოდა მეუბნება, - არა უშავს ბებომ გენაცვალოს, კიდე ოთხი იქნებაო. - რას გულისხმობ მეთქი ბებო და იმან, - ოთხი შვილიო. ვაიმე დედა, რა გინდა რო ქნა? თითქოს ერთ შვილზე მეტს არ ვაჩენ და უცებ ოთხიო. თან კიდე ვფიქრობ, ეხლა ესეც რომ გაიგოს გიომ გადამერევა უარესად თქო. და მეუბნება კიდევ, მაშინ როგორც კი ხელი დაგადე მუცელზე, მაშინვე ვიცოდი რომ ეს ბიჭი იქნებოდაო. ამ დროს მე ვფირობ, რატომ არ მითხრა თუ იცოდა თქო და ეს ეხო რატო მატყუებდა თქო?..
უცებ ზარი მესმის, აი ისეთი გულისგაწყალება რომ იცის, ისეთი. ვერ მივხვდი უცებ რაში იყო საქმე და რომ გავიაზრე უკვე სიზმარი გაპარულიყო როგორც ჩემი მუზები...
რაშია საქმე ნეტა?
ან მუზები რა შუაში არიან?
იევიც...

Monday, September 29, 2008

იმის მემილიარდედი რისი თქმაც მინდოდა...

რა არი მაინც ცხოვრება... ხან გაივლის, ხან გამოივლის, თუ მოეპრიანა გადაგივლის და გადმოგივლის. რამდენი ხანი უნდება ადამიანი იმის გაგებას, თუ რისთვის მოვიდა, არადა ყოველთვის იცის საით მიდის...
რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ რაც პირველად მეწყინა, მეტკინა და გული დამწყდა და რამდენჯერ პირველის შემდეგ... არა ეს ტანჯვა არ იყო. ყველაფერი ჯერ ძიებას, შემდეგ შეცნობას გავდა და ბოლოს საკუთარი უსუსურობის შეგრძნებით გაჯერებულ უმნიშვნელო არსებობად იქცა. გზა, რომელსაც არც თავი ჰქონდა, არც ბოლო და არც მიმართულება, სიცოცხლე, რომლის ერთადერთი ნიშანწყალი მკვდარი, მაგრამ მაინც ოცნება იყო, წარსული, რომელიც გაქვავდა, აწმყო, რომელიც არ იბადებოდა და მომავალი, რომელსაც საღათას ძილით ეძინა...


გითხრა, რომ მინდა ვიცოდე როგორ და საიდან? არასოდეს! რისთვის, თორე ჰო. საკვირველად ერთი მრჩება მხოლოდ. რატომაა ახლა ისეთი ლამაზი, როგორიც არასოდეს იქნებოდა...


მახსოვს კი, იყო ასეთი დღე, წვიმდა...
ვერ გეტყვი იმ დღეს რა მოხდა და ვერ დამადანაშაულებ. არც შენ იცი.
დაბადების არ მეშინოდა, არც გათბობის, სილამაზის, გრძნობის. შენს იმდღევანდელ ნათელ სახეს გეფიცები, არც ტანჯვის მოლოდინი მთრგუნავდა და არც სიზმრიდან გამოღვიძების. ელვის სისწრაფით ირეცხებოდა გონიდან ყველაფერი, რაც იყო და წამებში მოშუშებული გული ახალი, მშვიდი სიგიჟით ივსებოდა.
არასოდეს მტკენია მარტოობა ისე, როგორც მაშინ, როცა ღამემ ის საღამო წარსულს აჩუქა...


რა ცოტა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად შევაბიჯე სამყაროში, რომელსაც უკვე აღარ ვეძებდი, რაც ჩემი გული იქცა სილამაზისა და სითბოს ბუდედ, სადაც ციცქნა მწვანე ჭიამაია ბინადრობს. რა მცირე ხანია რაც დავიბადე, სულ რაღაც სამი თვის ვარ...


რამდენი სისულელის თქმა მინდა ახლა, რამდენი სიგიჟის ჩადენა... დღემდე არასოდეს უთქვამთ სიტყვებს ჩემთვის უარი. მებრძვიან და მიბიძგებენ რომ მხოლოდ ერთი მათგანი გითხრა, ერთადერთი. არადა არ მყოფნის, მილიარდი სიტყვაც კი არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, რაც მთელ არსებაში ტრიალებს, რასაც სული გრძნობს და რისთვისაც გული ცემს...
როგორ მინდა ხოლმე თვალებში წაიკითხო, ყური მკერდზე დამადო და გულისცემიდან შეისმინო.
არადა ხომ გტკივა? ვიცი რომ გტკივა და ათასმაგად მტკივნეულია ჩემთვის შენი ტკივილი, ვიდრე ის, რასაც მონატრებას ვეძახით და რაც უფრო მეტია ვიდრე ერთად ყოფნის სურვილი...


მაკლიხარ, მაკლიხარ ისე როგორც არასდროს. მინდა თვალი აგიხვიო, გაგიტაცო და მხოლოდ მაშინ გაღირსო სინათლე, როცა ბზით გარშემორტყმულნი აღმოვჩნდებით. მინდა ბედნიერებით ანთებული თვალები დაგიკოცნო, შემდეგ ფარხმალი დავყარო სიტყვებთან ბრძოლაში და უკვე ალბათ მეათასედ, მაგრამ ყველაზე უფრო ლამაზად გითხრა "მიყვარხარ"...


რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ რაც პირველად მეწყინა, მეტკინა და გული დამწყდა და რამდენჯერ პირველის შემდეგ

- და აღარ მახსოვს...
წარსული, რომელიც გაქვავდა

- გატყდა
აწმყო, რომელიც არ იბადებოდა

- დაიბადა
მომავალი, რომელსაც საღათას ძილით ეძინა

- გამოფხიზლდა და ამოძრავდა
სიცოცხლე, რომლის ერთადერთი ნიშანწყალი მკვდარი, მაგრამ მაინც ოცნება იყო

- ადუღებულ, ახდენილი და ჯერ კიდევ აუხდენელი ოცნებებით სავსე ცხოვრებად იქცა და
გზა, რომელსაც არც თავი ჰქონდა, არც ბოლო და არც მიმართულება

- მზესუმზირების ველზე გადებულ სიყვარულით სავსე ბილიკად გადაიშალა, რომლის ბოლოს კიდევ გხედავთ შენც და ჩემს თავსაც, დაბერებულებს, გათეთრებულებს და ისევ გიჟურად შეყვარებულებს. რა თბილად მიღიმი როცა აკანკალებული ხელით ლოყაზე გეფერები და ჟამთასვლისგან დანაოჭებულ თვალის კუთხეებს გიკოცნი. როგორ მყვარებიხარ მთელი ცხოვრება...


© 2007 ბეთხოვენა







ისტორია:
ეს ჯერ კიდევ შეყვარებულობანას პერიოდში მომიძღვნა ჩემმა საყვარელმა მეუღლემ და უცვლელად მინდა დავდო აქ ჩემთვის ძალიან ძვირფასი წერილი.
იმედის ფორუმზე, რომელიც დღეს უკვე ბუნებაში აღარ არსებობს, მთელი ტოპიკი დაუთმო ამ წერილს. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი იმ წუთებში როცა ვკითხულობდი, ეხლაც ვარ, უბრალოდ მაშინ ძალიან იმოქმედა, უდიდესი ეფექტი მოახდინა და ფაქტობრივად გარკვეული ზეგავლენაც კი იქონია.
როგორ აღმოჩნდა ეს წერილი ჩემ ბლოგზე უცვლელი სახით?
შევინახე!
დიდი სისათუთით ვინახავდი, დიდხანს ვფიქრობდი დამედო თუ არა,მაგრამ დღეს რატომღაც ძალიან მომინდა გამომექვეყნებინა.


იმედია არ მიწყენ.
მეც მიყვარხარ ბუს!

Sunday, September 28, 2008

ეს საინტერესოა!

სულ მაინტერესებდა, რატომ იკვლევს ხალხი ასეთ რაღაცეებს. ვინმეს გაგაჩნიათ კომპეტენტური ან არაკომპეტენტური აზრი ამის შესახებ?
აბა, დავიწყოთ:

თუ 8 წელი, 7 თვე და 6 დღე იყვირებთ, თქვენ მიერ წარმოებული ენერგია საკმარისი იქნება ერთი ფინჯანი ყავის გასაცხელებლად.
(არა მგონია, ამად ღირდეს)

თუ 6 წლისა და 9 თვის განმავლობაში განუწყვეტლივ გამოუშვებთ გაზს, მისი ენერგია გაუტოლდება ატომური ბომბის ენერგიას.
(აი, ამას არა უშავს!)

ადამიანის გულის ცემის წნევა საკმარისია სისხლის ერთ კილომეტრზე გასასროლად.
(ღმერთო ჩემო!)

ღორს ორგაზმი ნახევარ საათს უგრძელდება.
(შემდეგ ცხოვრებაში მინდა ღორი ვიყო.)

ტარაკანს უთავოდ 9 დღე შეუძლია იცოცხლოს, სანამ შიმშილით არ მოკვდება. (ფუ!)
(არა, ღორი მაინც არ ამომდის თავიდან.)

კედელზე თავის რტყმისას საათში 150 კალორია იწვება.
(სახლში მაინც თავი შეიკავეთ...... ნუ, სამსახურში შეგიძლიათ ცადოთ.)

ნემსიყლაპია ვერ ამყარებს სქესობრივ კავშირს, თუ მამრს თავის სხეულზე "ადგას". მდედრი სექსს იწყებს მისთვის თავის წაწყვეტით!
("ჩემო სიცოცხლევ, მე მოვედი. რა....?!")

რწყილს შეუძლია საკუთარ სხეულზე 350-ჯერ მეტ მანძილზე გადახტომა. ეს იგივეა, რომ ადამიანი საფეხბურთო მოედნის სიგრძეზე დახტოდეს.
(ნახევარი საათი... ბედნიერი ღორი... წარმოგიდგენიათ??)

ლოქოს 27000-ზე მეტი გემოს შეგრძნება შეუძლია.
(ნეტავ, რა უნდა იყოს ასეთი გემრიელი მდინარის ფსკერზე?)

ზოგიერთი ლომი სქესობრივ კავშირს დღეში 50-ზე მეტჯერ ამყარებს.
(მე მაინც შემდეგ ცხოვრებაში ღორობა მინდა... ხარისხი ჯობია რაოდენობას)

პეპლები გემოს ფეხებით შეიგრძნობენ.
(აი, მთელი ცხოვრება ამის გაგებას ვნატრობდი)

ენა სხეულის ყველაზე ძლიერი კუნთია.
(ჰმმმმმმმმმმ........)

ცაციები საშუალოდ მემარჯვენეებზე ცხრა წლით ნაკლებს ცოცხლობენ.
(და თუ ორივე ხელს თანაბრად ხმარობ, სხვაობა შუაზე იყოფა?)

სპილო ერთადერთი ცხოველია, რომელსაც ხტუნვა არ შეუძლია.
(კიდევ კარგი....)

კატის შარდი სითბურ გამოსხივებაში მოხვედრისას ანათებსო.
(ღმერთო ჩემო, ვის უხდიან ფულს ამის შესწავლაში?)

სირაქლემას ტვინზე უფრო დიდი თვალი აქვს.
(ასეთ ადამიანებსაც ვიცნობ)

ზღვის ვარსკვლავს ტვინი არ აქვს.
(ასეთებსაც ვიცნობ)

თეთრი დათვები ცაციები არიან.
(მეორე ხელი გამოყენება რომ შეძლონ, მეტს იცოცხლებდნენ.)

ადამიანები და დელფინები ცხოველთა ერთადერთი სახეობაა, რომელსაც სექსი არა მხოლოდ გასამრავლებლად, სიამოვნებისთვისაც აქვთ.
(აბა, ღორიო??)

Saturday, September 27, 2008

ჯვართამაღლებას გილოცავთ ყველას!

ჯვართამაღლება, ერთ-ერთი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაული, რომელიც დგება ყოველი წლის 14 სექტემბერს/27 სექტემბერს. მისი წარმოშობის შესახებ არსებობს სხვადასხვა გადმოცემა. ამათგან უფრო მიღებულის მიხედვით, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც იმპერატორი კონსტანტინე დედის ელენე დედოფლის ბრძანებით - იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება "ჯვართამაღლება". ამ დღეს ეკლესიამ მძიმე მარხვა დააწესა.

Friday, September 26, 2008

Lost


ამ დღეებში უსაქმურობამ გადამაწყვეტინა რამე ახალ სერიალს შევჭიდებოდი.
ნუ ახალს გააჩნია ვისთვის, მარა მე სახელგანთქმული Lost-ის არცერთი სერია არ მენახა აქამდე.
და აი, მივადექი და 3 სეზონი სულმოუთქმელად ჩავათავე და სრულიად მოულოდნელად და ჩემდა სამწუხაროდ საშინელება დამატყდა თავს (:D), მე-3 სეზონის 22-ე და 23-ე სერია, რბილად რომ ვთქვათ, კაპუტ! არ არის! ლომკაში ვარ, ზემოთხსენებული სერიების ლომკაში!
გადავქექე ინტერნეტი დღეს დილიდან, მარა შენც არ მომიკვდე, სად არის? მგონი საქართველოს ვარეზნიკების ყველა საიტზე ვიყავი დღეს. ავოეს, გოლსა და ბუდეზე ხო გადავქექე, ამაზე თავიდანვე უნდა დამეწერა, მარა რად გინდა, ეს ვარეზნიკები ვითომ საქმეს აკეთებენ (:D)! მაგის ძებნაში ჩემი მუშისთვის კინაღამ დამავიწყდა სადილის გამზადება (ლოლ).
ხოდა მოკლედ რომ ვთქვათ ეხლა ფორუმის იმედზეღა ვარ, იქნებ ვინმე ღვთისნიერმა (ფ)ლოსტომანმა [როგორც ბეთხოვენა ეძახის] გამოიჩინოს კეთილი ნება და მიმასწავლოს საიდან შეიძლება გადმოვწერო სანატრელი სერიები.

იფ ევრივან ვონთს თუ ჰელფ, ა’ლ ბი ვერი ჰეფი :))

Tuesday, September 23, 2008

word verification

სასოწარკვეთილი იდიოტის ჩანაწერები-ს ავტორს მინდა გამოვეხმაურო მის პოსტზე, კი არა და მინდოდა გამოვხმაურებოდი და კომენტარის დაფიქსირებისას word verification-ი ვერ მოვიშორე. :user: ასჯერ დავპოსტე და არცერთხელ არ დამიმახსოვრა... :(
მარტო მას არ ვთხოვ, ვისაც აქვს, გამორთეთ ეგ ფუნქცია სეთინგებიდან. ვიტანჯებით მკითხველები. ))

Wednesday, September 17, 2008

Petition

გიო დაწერე რამე რა, შენი პოსტები მომენატრა

ბუხ-ბუხ..

გამოდი რა, გამოდი!
აუ რას მიშვება!! oO

Tuesday, September 16, 2008

oO

დღეს არ მეძინა!
ჩემ თავს შევპირდი რომ შუადღისას აღარ დავიძინებ! რამდენჯერაც დავიძინე, საღამოს საერთოდ აღარ დამეძინა და მეორე დღეს აბსოლუტურად გამოფიტული, გატიალებული და აზროვნების უნარდაკარგული დავდიოდი. ნუ ძილი ისედაც ძალიან მიყვარდა ყოველთვის, მაგრამ ამ ორსულობის დროს უფრო მეტად ვითენთები და მეძინება.
არადა როგორ არ გინდა დაიძინო შუადღისას, რომ მეძინება?!

Tuesday, September 09, 2008

:)

აუფ, ისე მომეწყინა სახლში მარტოობით, ჭკუიდან გადავედი. ერთი სული მაქვს ხოლმე ჩემი ბუ სახლში როდის მოვა, აზრი რომ მიეცეს ხოლმე ყოფნას.
არადა თითქოს არ უნდა ვყოფილიყავი დღეს მარტო, სულ მცირე 3მნი მაინც, მარა აღმოჩნდა რომ მუშა, რომელიც ჩვენ სახლს ალამაზებს ეხლა, და ჩემი დედამთილი, რომლის ინიციატივითაც ხდება ეს ყველაფერი, ელიავას ბაზრობაზე მასალის შესაძენად წავიდნენ და ჯერ არ დაბრუნებულან.. ხოდა ამ სიყრუეში Sex and the City შემომეყურა (:პუკე:) რატო ვნახე ხეზ! ეს რემონტი ხო სუფთა საშინელებაა, მარა მიხარია, საბოლოოდ ლამაზი და სუფთა რომ იქნება ყველაფერი. ყველაფერს თავისი ადგილი ექნება და მოკლედ, მიხარია(სავით).
იმედია სანამ ვიმშობიარებ ყველაფერი დალაგდება.
თან ნელნელა ვაგროვებ ჩემი ბასასოს რაღაცეებს ტანსაცმელები თითქმის შევაგროვე, ჩოტა ლაგაჩეები კიდე უნდა ვუკიდო აუ ჭკუაზე არა ვარ, ერთი სული მაქვს როდის დაიბადება საწოლიც მაქვს მზად, კალიასკა დამრჩა საყიდელი და ბაოს ჰიგიენისთვის მირჩიეს კაიაო. ნელნელა ვიგებ რაც მჭირდება და ვამატებ კოლექციას. ამ კვირაში არ ვიცი და იქეთ მაგათ საყიდლადაც გავალ. გუშინ ჩემმა დამ ისეთი საყვარელი 2 ცალი საბავშვო კომპლექტი მაჩუქა, კინაღამ მე ჩავიცვი. ასჯერ ამოვიღე და ჩავალაგე უკვე, (რა ავადმყოფი ვარ! ).
ხოდა ეხლა მიტყაპუნებს, მაგარია და სასწაული კიდე, როგორც კი მუსიკა ესმის ეგრევე დისკოტეკები ეწყება. და თან ისე იზნიქება, ხანდახან მინდა რომ ყველანაირ მუსიკას დავემალო. მამიკოს გოგოა აშკარად!
დედიკოს სიხარული!