პატივცემულო,
მომიტევეთ შეწუხებისთვის..
ძალიან დიდი წერილი დავწერე. მინდოდა პატივისცემა გამომეხატა, მაგრამ ბოლოს წავშალე (იმაშიც არ ვარ დარწმუნებული ამ წერილს გამოვგზავნი თუ არა საბოლოოდ, შეიძლება ესეც ისე მივაშალო, როგორც წინა რამდენიმე).
აი ის განცდა, საჭირო სიტყვებს რომ ვერ მოძებნი, ანდა სიტყვას კი მოძებნი, მაგრამ მერე დალაგება გიჭირს.. თუნდაც ორივე იპოვნო, მაგრამ მერე იფიქრებ, ნეტა ვინს აინტერესებს შენ ვინ გიყვარს, ან მოგწონს მაგ შენ ნაჯღაბნს ან წაიკითხავენ ან სპამივით მოიშორებენ...
მერე ბექ ღილაკს დიდხანს დააწვები და თვალს გააყოლებ როგორ ყლაპავს ნაწერს კურსორი...
მერე მუხლებზე ხელს დაილაგებ და ეკრანს მიაშტერდები უაზრო მზერით. რომ ვერაფერს ამჩნევ და თავში ის აზრი გიტრიალებს, როგორ დაიწყო შემდეგი წერილი - ლაკონური გამოვიდეს, სხვას თავი არ მოაბეზრო და თან შენი სათქმელიც ბოლომდე თქვა.. მოკლედ ქარცეცხლში ხარ და სულ ტყუილად ებრძვი, რადგან მაინც წააგებ, ფარხმალს დაყრი და ბოლოს კომპიუტერსაც გამორთავ ფიქრით ტვინდამძიმებული და საკუთარი თავით უკმაყოფილო...
|
Close
|
Start-Shut down
No comments:
Post a Comment