Friday, September 13, 2013

”My Person”

ამ ცოტა ხნის წინ საკმაოდ სასიამოვნო საუბარი მქონდა  და არ შემიძლია არ გავაზიარო აქაც..
ყველას გვქონია ეს მომენტი და ალბათ ერთხელ მაინც დავფიქრებულვართ რომ არ გყავდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც გაანდობ ისეთს, რაც მხოლოდ შენ გინდა რომ იცოდე და იმ კონკრეტულმა ადამიანმა, თუნდაც სრულებით უცხო იყოს შენთვის, თვალით არ გყავდეს ნანახი და ბევრი არაფერი იცოდე მასზე.. მაგრამ..
უბრალოდ გინდა რომ იცოდეს, გინდა რომ მხოლოდ მან გაგიგოს.

იცი რა ხდება, ხანდახან მინდა რაღაც დავწერო ბლოგზე, მარა მერე მახსენდება რომ ამ ბლოგს მინიმუმ ორი ადამიანი მაინც წაიკითხავს და არ გინდა რომ იმ მეორემ ის იცოდეს რაც მხოლოდ ერთს გინდა მოუყვე...
შეიძლება არც არავინ წაიკითხოს, მაგრამ მაინც არის რაღაც ეჭვის მომენტი ამ დროს, ვაიდა წაიკითხონ?!.. ხოდა არ ვწერ..
მოყოლით კი, იმ წუთას ახლოს ის კონკრეტული არ მყავს რომ მოვყვე.. ამიტომაც ვერ ვწერ ყველასთვის!..
ფეისბუქზეც ვერ დაწერ.. 
ხოდა გყავს ”Your Person” (როგორც Grey's Anatomy-ში, მერედიტის და კრისტინას ვარიანტშია)..
სასიამოვნოა, როცა იცი რომ ”შენი პერსონა” გყავს.. შენი ადამიანი!
თუნდაც იმ წუთს, იმ კონკრეტულ მომენტში ახლოს არაა.. უბრალოდ იცი რომ არის ადამიანი, რომელიც იცი რომ გაგიგებს.. თუ არ გაგიგებს, მოგისმენს მაინც...

და სიამაყით მინდა ვთქვა, რომ მე მყავს ჩემი საკუთარი ”ჩემი ადამიანი”..

3 comments:

  1. მაშინ მე საინტერესო ფენომენი გამოვდივარ ასეთი მომენტი ცხოვრებაში არასდროს მქონია ))

    ReplyDelete
  2. გიგა, არა მარტო შენ, ძალიან ბევრია, ვისაც არ ყავს სამწუხაროდ

    ReplyDelete
  3. ნეტავ მე რომელ კატეგორიაში შევდივარ შენთვის???
    :D

    ReplyDelete