ძილი მინდა და ვერ ვიძინებ..
MUSE-ს ვუსმენ და ვერ ვწყდები..
ლამაზი სიზმარი მინდა, მაგრამ ვიცი რო დავწვები ხვალ დილამდე სიზმრების გარეშე ჩაივლის..
11 წუთიც მინდა
12იც..
შენც მინდიხარ ხანდახან, მარა ხანდახან..
გუშინ დამემართა ზუსტად ეგ.. და გადავიფიქრე.
რაღაც წყენები მინდა დავივიწყო და ჩემში ქალურობა აღვადგინო..
რა ძნელია იყო ქალი.. ჰმ..
გადავდგები მდედრობიდან, არ შეიძლება?
ან არა და აღმიქვით ისე როგორც მდედრი! ვა..
ხვალ თეთრები მინდა ჩავიცვა..
რომ იწვიმოს მინდა..
და რომ დავსველდე ისიც მინდა..
ფეხშიშველი მინდა რუსთაველზე გავლა.. წვიმაში!
მინდა რომ გიჟად არ ჩამთვალონ ..
მიდა რომ იღიმებოდნენ..
და მე რომ მეღიმება ჩემთვის, ჩუმად ალმაცერად არ შემომხედონ..
მამენტ სუ მკიდია ვინ როგორ შემომხედავს
მარა მაინც...
დასვენება მინდა
აქტიური..
სიყვარული მინდა..
ლამაზი!
მინდა
მინდა
მინდა
ვა
Sunday, June 03, 2007
Friday, April 27, 2007
აუტანელი სიჩუმე
სიცივე
სიჩუმე
გაქვავება
სასაფლაო
არა
სასაფლაომდე
სუნი
ბალზამის
ათასი ყვავილის
მორიდებული ნაბიჯები
სხვადასხვა ხალხი
ცრემლი და ცხვირსახოცი
წითელი თვალები
სასახლე
ძაძა
დაღლილი ტირილი
დამშრალი ცრემლი
დაცლილი ემოცია
ღრმა ოხვრა
და სინანული
სასაფლაო
მიწაყრილი
სიცარიელე....
სახლში.
სიჩუმე
გაქვავება
სასაფლაო
არა
სასაფლაომდე
სუნი
ბალზამის
ათასი ყვავილის
მორიდებული ნაბიჯები
სხვადასხვა ხალხი
ცრემლი და ცხვირსახოცი
წითელი თვალები
სასახლე
ძაძა
დაღლილი ტირილი
დამშრალი ცრემლი
დაცლილი ემოცია
ღრმა ოხვრა
და სინანული
სასაფლაო
მიწაყრილი
სიცარიელე....
სახლში.
Wednesday, April 18, 2007
ნუში
ერთ ზაფხულს მე და ჩემი დეიდაშვილი ვისვენებდით ჩემ სოფელში.
ქართლშია ხსენებული..
ნუში იყო ახალი გამოსული და მივდიოდით ხოლმე ხავედროვანი ნაყოფის საჭმელად გზის პირას ჩამწკრივებულ ხაოიან ხეებთან და ვიკაწრებოდით ხოლმე..
ჩვენთან ერთად ჩვენნაირი დამსვენებლები ავიყოლიეთ და დავდიოდით ჯგუფ-ჯგუფად..
ერთელ, მორიგი პირჩაკოკლოზინების დროს, მოულოდნელად ისეთი წვიმა წამოვიდა რომ ერთმანეთის გვერდიგვერდ დანახვა გვიჭირდა..
წვიმა ისეთი თბილი იყო, ისეთი თბილი ...
ისეთი მსხვილი წვეთები ქონდა...
ისეთი მძიმე......... რომ შემიყვარდა...
მუხლამდე თბილი ნიაღვარი მოდიოდა...
ჩვენ სულ სველები, ფეხშიშველები, ხელგაშლილები, თავაწეულები, ყურებამდე გაღიმებულები და ბედნიერები ვხტუნავდით ნიაღვარში ))
ის დღე მიყვარს, ძალიან ძალიან!
ქართლშია ხსენებული..
ნუში იყო ახალი გამოსული და მივდიოდით ხოლმე ხავედროვანი ნაყოფის საჭმელად გზის პირას ჩამწკრივებულ ხაოიან ხეებთან და ვიკაწრებოდით ხოლმე..
ჩვენთან ერთად ჩვენნაირი დამსვენებლები ავიყოლიეთ და დავდიოდით ჯგუფ-ჯგუფად..
ერთელ, მორიგი პირჩაკოკლოზინების დროს, მოულოდნელად ისეთი წვიმა წამოვიდა რომ ერთმანეთის გვერდიგვერდ დანახვა გვიჭირდა..
წვიმა ისეთი თბილი იყო, ისეთი თბილი ...
ისეთი მსხვილი წვეთები ქონდა...
ისეთი მძიმე......... რომ შემიყვარდა...
მუხლამდე თბილი ნიაღვარი მოდიოდა...
ჩვენ სულ სველები, ფეხშიშველები, ხელგაშლილები, თავაწეულები, ყურებამდე გაღიმებულები და ბედნიერები ვხტუნავდით ნიაღვარში ))
ის დღე მიყვარს, ძალიან ძალიან!
Tuesday, April 03, 2007
ფარული სიგიჟე
ფანტასტიური ამინდია
”პოლუ”-წვიმა
თან წვიმს თან არა
სიგარეტი
მუსიკა
და
სექსი
ვიკიდებ ყველას და ყველაფერს
მოვდივარ
ჩემ სამყაროში
სიმშვიდეში
შენ მინდიხარ
ჩემთან
ჩემში გიპოვე
და
გტოვებ
მოგივლი
გპირდები!
ვნება
ორი სხეული
ჟრუანტელი
სურვილი
და სიგიჟე..
ტუჩი
მკერდი
და
ხელები
სინქრონი
აღზნება..
..მძაფრი...
არ დავიძაბავ სხეულს
ავყვები სურვილს
მივაღწევ ორგაზმს
და ...
გავაბოლებ.
სიგიჟე მწყურია
დიდი სიგიჟე
და
გიტოვებ
ჩემში!
სამუდამოდ!
”პოლუ”-წვიმა
თან წვიმს თან არა
სიგარეტი
მუსიკა
და
სექსი
ვიკიდებ ყველას და ყველაფერს
მოვდივარ
ჩემ სამყაროში
სიმშვიდეში
შენ მინდიხარ
ჩემთან
ჩემში გიპოვე
და
გტოვებ
მოგივლი
გპირდები!
ვნება
ორი სხეული
ჟრუანტელი
სურვილი
და სიგიჟე..
ტუჩი
მკერდი
და
ხელები
სინქრონი
აღზნება..
..მძაფრი...
არ დავიძაბავ სხეულს
ავყვები სურვილს
მივაღწევ ორგაზმს
და ...
გავაბოლებ.
სიგიჟე მწყურია
დიდი სიგიჟე
და
გიტოვებ
ჩემში!
სამუდამოდ!
Tuesday, February 13, 2007
უკან

უბრალოდ პატარა ისტორია მინდა მოვყვე, წუხელ გამახსენდა და უნდა დავწერო.
ბავშვობაში, დიდედა და პაპა ცოცხლები რო იყვნენ, უკვე მოხუცები მაგრამ მაინც მხნედ რომ ისხდნენ შვილიშვილებისთვის ზღაპრები და ათასი ისტორია რომ მოეყოლათ. ისტორიები ბოროტი ჭინკებით, ულამაზესი, მაცდური ალებით და მათ მიერ ნაწვალები ცხენებით დაწყებული ერთ დიდ და ლამაზ ქართულ ზღაპრამდე დამთავრებული.
თვალზე შელოცვა იცოდა თამარა ბებიამ.
შიშზეც იცოდა, მარა მე არაფრის არ მეშინოდა ხოლმე, ამიტომ სიტყვები ძირითადად არ მახსოვს იმის.
თვალის ლოცვის ერთი სტროფი ვიცი, სტროფი კი არა, მონაკვეთი:
აშინაო, მაშინაო,
გულო რამ შეგაშინაო...
გაიარე ეზო,
მოგტყდა თეძო...
შელოცვისას თამარა ბებია სულ ამთქნარებდა ხოლმე.
სულ მეშინოდა ჩემზე არ ჩასძინებოდა.
და მთქნარების დროს პირში ვუყურებდი ხოლმე, რატო ამთქნარებდა სულ მაინტერესებდა...
შეგვილოცავდა
ჭიშკრამდე მიგვიყვანდა
კარს მოგვიკეტავდა
ზურგს შეგვაქცევდა
გაიზმორებოდა
და .........
მერე აღარ ვიცი, თვალს მოეფარებოდა ხოლმე...
ნუშის ხეები იყო ჩვენთან სოფელში, მწკრივში გაზდილები, გზის განაპირას, ორივე მხარეზე.
პატარა რომ ვიყავი მეგონა რომ ფესვიდან ფესვზე გადასული ნერგით გაზრდილები იყვნენ და ამიტომ იყო ასეთი სიმეტრია დაცული.
რომ წამოვიზარდე მივხვდი რომ ასე არ იყო..
ზაფხულში დავდიოდით ხოლმე ბავშვები და ნორჩ ნაყოფს მივირთმევდით..
ხაოიან ხეებს ვეხახუნებოდით და დაკაწრულები გავრბოდით ხოლმე ტბისკენ, ნაკაწრები რომ ჩამოგვებანა...
გველებით, მწვანეკუდიანი ხვლიკებით, მინდვრის თაგვებით და ჭრიჭინებით სავსე იყო ჭალა..
მაინც მივრბოდით.
ტბასთან ჭრილობებს ჩამობანდით, მაინც არ გაგვდიოდა სისხლი, მტვერში გვეგლისებოდა და რაღაც ფერი ხდებოდა, მწვანეკუდიანი ხვლიკისფერი.
საღამოობით ცხელი წყალი მახსოვს ტაშტში ჩაწყობილი ტალახიანი ფეხებით .....
თბილი იყო ბავშვობა, გვირილის ფერი და ვაშლის სუნი ქონდა.
Friday, February 02, 2007
ბედნიერება

რა საინტერესოა, რატომ ხდება ასე?!
რატომ წერ მხოლოდ მაშინ როცა რამე გიჭირს, ან სულაც ცუდ ხაისათზე ხარ?
როცა გვიხარია, ამის გამოხატვა რატომ გვიჭირს?
ჩემი სიხარული მინდა გამოვხატო მარცვლებად, ასო-ასო ავკინძო და უბეში შევინახო...
უბრალოდ ისე, შემდეგ ჩახედვა რომ მომინდეს და გადავხედო, წავიკითხო განცდილი მომენტი...
სიტყვები რატომ გვეცლება ხელიდან, აზროვნებიდან?
ნაფიქრი რატომ ასწრებს მოვლენას და იკარგება?
ბედნიერების განცდა მინდა დავწერო და არ გამომდის..
ან სულაც ვიცით რა არის ბედნიერება?
იქნებ არ ვიცით და ვიგონებთ?
იქნებ სულაც არ არსებობს და ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია???
აააააი! მივაგენი - ბედნიერება - ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია, ფანტაზია, ტკბილი ფანტაზია :)
ყველას გვჭირდება ეს წარმოსახვა..
მე ძალიან მჭირდება მაგალითად!
Monday, January 29, 2007
დეჟავუ..

მომბეზრდა ყოველ დღე ერთი და იგივე
მაღვიძარა
მეზიზღება დილით ადგომა, მძულს
დილის პროცედურები
ყავა
საათი.... უი მეჩქარება!
და ჩქარი ნაბიჯით სამსაურისკენ
მუსიკა ყურებში, მთავარია არ დამავიწყდეს!
დიდი დაღმართი
გავივაკე
მერე კიბე
ფოიე
უი, ფოიემდე მოწმობა უნდა გავშალო და თვალებში ვაფეთო კარისკაცებს...
მერე ლიფტი
ფეხაკრებით გამოვდივარ მეხუთეზე
მე ხომ ისევ დავიგვიანე?!
ერთი კედელი გვყოფს უფროსის კაბინეტს
შედარებით წყნარად ვართ ჩვენც
მერე მთელი დღე არ წყდება დოკუმენტების და ხალხის მიმოსვლა
ზარი არ წყდება ტელეფონზე
მაინც ვაკაკუნებ მონოტორულად....
ექვსის ნახევარს მთელი ოთახი ელოდება
დოკუმენტები უნდა მოვიდეს
მერე შემოდის ის და ყოველ დღე ერთი და იგივე ტექსტით - გაამაარჯოობათ გოოგოებოოო! აააბა როგორ ხართ?
- გამარჯობათ ბატონო X, კარგად ვართ, თავად როგორ ბრძანდებით?
- აააააარამიშაავს.
- ბატონო X ბევრია დღეს დოკუმენტები?
...
ამაზეა დამოკიდებული კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს სამსახურში დარჩენა...
წასასვლელად ჩქარა ვემზადები.
ძალიან მიყვარს ლიფტით პირველი სართულის ფოიეში რომ გამოვდივართ ყველანი ერთად, ან ზოგჯერ ცალკ-ცალკე...
”ნახვამდის, პაკა, ხვალამდე, შეხვედრამდე....”
მუსიკა აუცილებელია ყურებში
ვაკე რომ ჩათავდება აღმართი იწყება...
როგორც ყოველთვის ჩქარი ნაბიჯით მოვუყვები ჩემი ბავშვობის ქუჩას...
ათასი ფიქრები თავში.
მარა ყველაზე მთავარი ისაა, რომ მეორე დღეც ზუსტად ანალოგიური იქნება.
დე-ჟა-ვუ...
Friday, January 26, 2007
სიზმარი

პერიოდული დეპრესია
ერთი საათიანი, მეტი არა
ქაოსი ირგვლივ
და
დაქანცული გამოღვიძება......
კიდევ კარგი სიზმარი იყო, თუ არ იყო?
* * *
თვალები მეწვის
ფოკუსს ვერ ვიჭერ
ამღვრეულია და ჩასისხლიანებული
თავი დამძიმდა
მკლავი შევაშველე
თავი ჩამოვდე
თვალები დავხუჭე
ეგრევე ტვინში ავარდა სისხლი თვალებს მოაწვა და უარესად აიმღვრა..
მხოლოდ წამი გაგრძელდა
დახუჭული თვალები უფრო მაგრად დავხუჭე და გაიარა...
მერე ხსეულმა მოდუნება დაიწყო
ძილ-ღვიძილში სიზმარიც კი ვნახე
ლამაზი იყო
თუ მე მინდოდა ლამაზი რომ ყოფილიყო არ ვიცი
ყოველშემთხვევაში მესიამოვნა
გამიარა
თბილად ჩავიცვი
ყურებში მუსიკა ჩავრთე
და წავედი
ეგეც მსიამოვნებს
მუსიკა ყურებში
ცივი ნიავი
ნელი ნაბიჯით მივუყვები...
სადღაც
რა ვიცი
დიდხანს ვიარე
მივხვდი უკვე ვიყინებოდი და უკან დავბრუნდი
სითბოა სახლში
ისეთი რომ ძილი მომინდა
ტანსაცმლიანი
ჰორიზონტალური პოზა მიყვარს
სახით ქვემოთ
ფეხებიდან თავისკენ წამოვიდა სისხლი
ვიგრძენი კიდეც
ჭიანჭველებივით შეესია სხეულს
ნელ ნელა მოიწევდნენ ზემოთ და მთელ ტანში გაიშალნენ ..
როგორ დაწყნარდნენ აღარ გამიგია
მეძინა უკვე
* * *
Sunday, November 19, 2006
Friday, November 17, 2006
ცივა
ცივა დღეს
კინაღამ დამაგვიანდა
მივედი და არ დამხვდა, საბედნიეროდ!
მერე საქმე
მერე ისევ საქმე
საქმე
და
თხუთმეტი წუთი მოვუნდი ლესელიძის ავლას ტრანსპორტით!
ეს რა დოზანაა?!
ქარი ქროდა.
ქარმა წამიღო საბურთალოზე
ყურებში მუსიკა
თვალებში მტვერი
ქარი
ბევრი ლოდინი
სიცივე
ქარი, ბევრი ქარი...
ძლივს ვიდექი იმ ქარში
მოვიდა.
მოვედი
ვაკაკუნე
ისევ ვაკაკუნე
სევდიანი ხარო, ესე მითხრეს..
რა ვიცი...
ბორჯომი დალიეო ...
- მაწუხებს ძალიან -
და დამავიწყდა.
კიდევ კაი რომ ხარ!
ოთახში შემოვიკეტე, სითბოა აქ.
არ მინდა ცუდი განწყობა
არც სევდიანობა
მუსიკა მინდა ყურებში
წამიყვანე იქ
კინაღამ დამაგვიანდა
მივედი და არ დამხვდა, საბედნიეროდ!
მერე საქმე
მერე ისევ საქმე
საქმე
და
თხუთმეტი წუთი მოვუნდი ლესელიძის ავლას ტრანსპორტით!
ეს რა დოზანაა?!
ქარი ქროდა.
ქარმა წამიღო საბურთალოზე
ყურებში მუსიკა
თვალებში მტვერი
ქარი
ბევრი ლოდინი
სიცივე
ქარი, ბევრი ქარი...
ძლივს ვიდექი იმ ქარში
მოვიდა.
მოვედი
ვაკაკუნე
ისევ ვაკაკუნე
სევდიანი ხარო, ესე მითხრეს..
რა ვიცი...
ბორჯომი დალიეო ...
- მაწუხებს ძალიან -
და დამავიწყდა.
კიდევ კაი რომ ხარ!
ოთახში შემოვიკეტე, სითბოა აქ.
არ მინდა ცუდი განწყობა
არც სევდიანობა
მუსიკა მინდა ყურებში
წამიყვანე იქ
არა და...
ვერაფრით ვერ ვისწავლე ამ ბლოგის დალაგება.
არა და რამდენი საინტერესოს ჩაწერა შეიძლება...
ჩემთვის მაინც ხო იქნება თუ არავინ შემოიხედავს .....
ეჰჰ..
რა ვიცი...
არა და რამდენი საინტერესოს ჩაწერა შეიძლება...
ჩემთვის მაინც ხო იქნება თუ არავინ შემოიხედავს .....
ეჰჰ..
რა ვიცი...
Friday, December 09, 2005
მერე?
რა იქნება მერე? არ ვიცი...... მართალი გითხრა აღარც მაინტერესებს...... რატომ იცის ასე?!
თუმცა რა..
აზრი აღარ აქვს არაფერს...
ყველაფერმა დაკარგა დანიშნულება...
ტირილსაც ვერ ახერხებ .. გტკივა, გეწვის და ცრემლი არ არის .. მშრალია! არ გაშრა, იმიტომ რომ არც ყოფილა.. :)
ვიფიტები~~~~~~~~~~~~~~~~
და მაინც.. :)
ღიმილი უპირველეს ყოვლისა !!
თუმცა რა..
აზრი აღარ აქვს არაფერს...
ყველაფერმა დაკარგა დანიშნულება...
ტირილსაც ვერ ახერხებ .. გტკივა, გეწვის და ცრემლი არ არის .. მშრალია! არ გაშრა, იმიტომ რომ არც ყოფილა.. :)
ვიფიტები~~~~~~~~~~~~~~~~
და მაინც.. :)
ღიმილი უპირველეს ყოვლისა !!
Thursday, December 08, 2005
Monday, December 05, 2005
Friday, December 02, 2005
მოვიფიქრე
რადგან წერა არ შმიძლია :) ჩემ ბლოგს დღიურად ვაქცევ...
ჩემს მიერ გატარებული დღის შესახებ დავწერ..
ალბათ ნორმალურია :roll:
* * *
ჩემს მიერ გატარებული დღის შესახებ დავწერ..
ალბათ ნორმალურია :roll:
* * *
Thursday, December 01, 2005
Sunday, November 27, 2005
wonderfull
წერა არასოდეს შემეძლო, არ მქონია არანაირი ჩანაწერი არცერთ დღიურში :)
იქნებ ეხლა გამიმართლოს........
იქნებ ეხლა გამიმართლოს........
Subscribe to:
Comments (Atom)


