
რა საინტერესოა, რატომ ხდება ასე?!
რატომ წერ მხოლოდ მაშინ როცა რამე გიჭირს, ან სულაც ცუდ ხაისათზე ხარ?
როცა გვიხარია, ამის გამოხატვა რატომ გვიჭირს?
ჩემი სიხარული მინდა გამოვხატო მარცვლებად, ასო-ასო ავკინძო და უბეში შევინახო...
უბრალოდ ისე, შემდეგ ჩახედვა რომ მომინდეს და გადავხედო, წავიკითხო განცდილი მომენტი...
სიტყვები რატომ გვეცლება ხელიდან, აზროვნებიდან?
ნაფიქრი რატომ ასწრებს მოვლენას და იკარგება?
ბედნიერების განცდა მინდა დავწერო და არ გამომდის..
ან სულაც ვიცით რა არის ბედნიერება?
იქნებ არ ვიცით და ვიგონებთ?
იქნებ სულაც არ არსებობს და ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია???
აააააი! მივაგენი - ბედნიერება - ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია, ფანტაზია, ტკბილი ფანტაზია :)
ყველას გვჭირდება ეს წარმოსახვა..
მე ძალიან მჭირდება მაგალითად!
ხო, რა ვიცი, მე როცა კარგ ხასიათზე ვარ, მაშინაც ვწერ ხოლმე :0
ReplyDeleteკარგია რომ წერა შეგიძლია.
ReplyDeleteმე ყოველთვის არ მაქვს მუზა...
ჩემთვის კარგი განწყობაც დიდი სტიმულია დასაწერად :)
ReplyDelete