Thursday, September 19, 2013

Want To Read

ძალიან დავიღალე წესიერი მუსიკისა და საინტერესო წიგნების ძიებით..
უფრო სწორედ რომ მოვძებნი და მინდა წაკითხვა, საქართველოში ვერ იშოვი.. ხოლო გამოწერილ წიგნს იმდენ ხანს ველოდები, ბოლოს მავიწყდება რა გამოვწერე.. აი თებერვალში გამოწერილი წიგნები აგვისტოში ჩამოვიდა, ისიც ნაწილი და მეორე ნაწილს ოქტომბერში ველოდები.
ანდა ხომ შეიძლება მართლა არსებობდეს და მხოლოდ ფილმებში და ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებებში არ იყოს პორტალი!! მე გარკვეული საჭიროებისთვის გამოვიყენებდი გპირდებით. მხოლოდ ბიბლიოთეკებისა და წიგნების მაღაზიებისათვის, რომელიც ნიუ იორკის რომელიმე, ანდა Barnes and Noble -ის წიგნების მაღაზიასთან დამაკავშირებს, შევალ ავკრიფავ წიგნებს და გადმოვალ ისევ სახლში გაბედნიერებული!!!
ხომ შეიძება არა?
ვიცი რომ შეუძლებელია, მარა Googread-ზე იმდენი want to read მაქვს, როდის მეღირსება წაკითხვის ბედნიერებები არ ვიცი..
იქ უნდა გადავიდე საცხოვრებლად! :))) გადაწყვეტილია!


მანამდე ბუკინისტებს ავკლებ და ბიბლუსის, დიოგენესა და პარნასის მაღაზიებს გავცლი..

14 comments:

  1. არა, აღარ ვიწუწუნებ წიგნებზე!
    დღეს კიდევ ერთხელ გადავხედე ლიტერატურას და ჯერ კიდევ არსებობს ჩემთვის საინტერესო საკითხავები <3

    ReplyDelete
  2. <3
    კიდევ კარგი წიგნები არ ილევა

    ReplyDelete
  3. მართალია ქეთი.. უბრალოდ სულ ძიებაში ვარ. თან არასდროს ვითხოვ რჩევას წავიკითხო თუ არა ესა თუ ის წიგნი, ან სხვისი რჩევით წიგნს ვერ ვკითხულობ (ფილმებზეც ესე ვარ), მე თვითონ უნდა მომინდეს რომ წავკითხო...

    ReplyDelete
  4. მეც ხომ მაქვს შენთვის ნაყიდი წიგნი, არ გინდა წაიღო? არა, კომფორტულად კი არის თაროზე შემოსკუპებული, მაგრამ შენია :p

    ReplyDelete
    Replies
    1. ჯერ გნახავ, მაგრად ჩაგეხუტები და მერე წიგნზეც ვილაპარაკოთ :))))

      Delete
  5. აუ მე ახლა ფრედის ვკითხულობ და ისეთი ბედნიერი ვარ, მეტი რომ არ შეიძლება. <3 <3 ვაფრენ მაგ ადამიანზე. ძალიან მიყვარს.

    ისე ონლაინ ბიბლიოთეკებიც არსებობს და მანდ არ კითხულობ ხოლმე???
    ან ამდენი ხანი რატომ ელოდები? გადამზიდით არ იწერ???

    ReplyDelete
    Replies
    1. გოგო, გადამზიდით გამოვიწერე, მარა ამაზონს ქონდა რაღაც კიარადა წიგნის ტირაჟი იყო გათავებული და სანამ ახალი დაიბეჭდა... თუ რაღაც,, მოკლედ, ეხა ბედნიერი ვარ:)))

      ეგ კი არადა დღეს წიგნი მაჩუქეს Karin Slaughter-ის Unseen <3


      მანიაკი ვარ :/

      Delete
    2. ძალიან კარგია, რომ წიგნის მანიაკი ხარ. მეც ვკითხულობ რაღაცეებს ცოტ-ცოტა. ამ ეტაპზე (და იდეაში ყველა მომენტში) ფრედერიკ ბეგბედერი მამშვიდებს. მამშვიდებს ანუ მასხივოსნებს, მაცინებს და მსიამოვნებს.
      წიგნის ჩუქება ძალიან სასიამოვნოა. თეთრი შურით მშურს.

      მე ფილმების მანიაკი ვარ ძირითადად :D
      მერე მომიყევი როგორ მოგეწონა unseen :*

      Delete
  6. ბედბერი მართლა სასიამოვნო საკითხავია :))
    მოგიყვები აუცილებლად..

    ისე წიგნის რევიუების წერა ხო არ დამეწყო ა?


    მარა მე მაგის დამწერი არ ვარ და ტყუილად უნდა ავიტკიო აუტკივარი თავი :))))))))))

    ReplyDelete
  7. კი დაწერე ხოლმე რა.
    ძალიან კარგი იქნება რევიუები.
    ნუ პერიოდულად წერე ხოლმე. სულ კი არა.

    ReplyDelete
    Replies
    1. არ ვიცი.. წერა არ გამომდის მგონი..
      დავფიქრდები

      Delete
  8. ვაიმე ახლა ვნახე ჩემი ბლოგის ლინკი და სირცხვილი. არასწორად გქონია ჩასმული. წელიწადზე მეტია სხვაგან ვარ.

    ReplyDelete
    Replies
    1. vaaa.. metki rato ar migdebs ganaxlebebs.
      ki ar davakvirdi... sorry :(

      Delete
    2. :)))))))))

      არაუშავს.

      Delete