Wednesday, December 22, 2010

Big Fail

ყველაზე დიდი იმედგაცრუება ვარ.. აი ისეთი ალბათ მსოფლიო საოცრებებს რომ მიეკუთვნება..
ყველაზე ძნელად მოსაპოვებელ ნდობას ერთ წამში დავუსვი წერტილი.

ბრავო ბია! წლის ყველაზე დიდი იმედგამცრუებლის ტიტული შენ გერგო..




ჰმ...
-არა და იფიცებოდი, ამტკიცებდი..
-ხო, ვამტკიცებდი და ვიფიცებოდი.
-თავს ვერ გაიმართლებ, სათქმელი არაფერი გაქვს.
-მაქვს, მაგრამ მაგას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მაინც არავინ დამიჯერებს. მე უკვე დავკარგე რაც კი რამ ადამიანური მქონდა დარჩენილი.
ჩემივე ხელით მოვჭერი ტოტი რომელზეც ისედაც რიდით ვიჯექი. იმ თხუთმეტმა წუთმა გადაწყვიტ ყველაფერი!
არ ვარ საპატიებელი, ბოდიშის მოხდაც კი უაზრობაა. არც მეპატიება და არც უნდა მაპატიონ!
ჩემ თავსვე ვერიდები, საკუთარ თავსაც კი აღარ ველაპარაკები, აღარ მჯერა მისი. ხმასაც არ იღებ რომ რამე სასწაული არ ვთქვა.. გული დამძიმებული მაქვს და ბოღმა მახრჩობს საკუთარ თავზე გაბრაზებულს.. ოხ.. ეს როგორ მომივიდა, როგორ წიდაუხედავად მოვიქეცი..
-ხომ არ აპირებდი დეგენერატო?!
-არა, არც ვაპირებდი.. მხოლოდ გავტესტე.. არადა წაშლილი მქონდა უკვე..
-დებილი ხარ!
-ვიცი!..
-წადი!..

3 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. მიყვარს შენი ბლოგის კითხვა.. და ფორუმზეც ...
    შენი პოსტები რაღცნაირად კარგი ხარ

    ReplyDelete
  3. მადლობა საყვარელო! :*
    ოღონდ ფორუმზე რომელი ხარ რატომღაც ვერ გცნობ ეხა, მაპატიე : (

    ReplyDelete