Saturday, November 21, 2009
alone
დღეს განსაკუთრებულად ვარ ცუდად.
სხვაგან ვიყავი, სტუმრად.
მე და გიო ძალიან ხშირად ვიყავით ხოლმე იქ. მივდიოდით და საყვარელ ადამიანებთან ერთად ვისხედით, ვლაპარაკობდით, ვიცინოდით, ვთამაშობდით, ვუკრავდით, ვმღეროდით და გვიყვარდა...
პირველად ვიყავი მათთან სტუმრად უგიოდ.
მტკივა.
გული ტირის.
სული დამიობლდა.
გარს უამრავი ხალხი მახვევია და მარტო ვარ, სულ, სულ მარტო.
...როგორ მენატრება...
ძალიან ძნელია ამ ტკივილის გადმოცემა...
თანაც უკვე ვეღარაფერს ვხედავ, ეკრანი გაიბლარა და გულიც ყელში მაქვს მომდგარი...
მოგონებებმა დამახრჩო.
არა და რა ძნელია დარდის დამალვა.
როგორი ძნელია ტკივილის გაყუჩება.
...მწარედ მენატრება, ტკივილით...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
:hug:
ReplyDeleteდა სად არის ?
ReplyDeleteბოდიში, ეხლა წავიკითხე სხვა პოსტები და მივხვდი...
ReplyDeleteრაღაც სულელურად დავწერე თავიდან, მაგრამ არ ვიცოდი და რატომღაც ეგ არ მიფიქრია... :(
არ ვიცი რა გითხრა, როგორ გითხრა ან საერთოდ რატო უნდა გითხრა, მაგრამ ზუსტად ვიცი რასაც გრძნობ... იმიტომ რომ მეც იგივეს ვგრძნობ და იგივე რაღაც გამოვცადე ჩემ თავზე.
მეც დავკარგე ჩემი საყვარელი ადამიანი ამ ზაფხულს და ძალიან, ძალიან, ძალიან ძნელია მართლა...
საშინლად მიჭირს უმისობა და ვერაფრით ვერ ვეჩვევი და ვერ ვეგუები იმ აზრს რომ გვერდით აღარ მყავს...
სექტემბრის პოსტი წავიკითხე, ცრემლები მომადგა და რატომღაც მომინდა რო მომეწერა...
ყველაზე საშინელი გრძნობაა... რა გითხრა არ ვიცი... აზრიც არა აქვს უბრალოთ იცოდე, რომ ცხოვრება გრძელდება ... :*
ReplyDeleteარც კი ვიცი რა ვთქვა, ან კი უნდა ვთქვაა რამე? ამ დროს არა მგონია სიტყვები გულს ეკარებოდეს :(
ReplyDeleteზოგჯერ ვამბობთ, რომ მარადიული არაფერია, მაგრამ არის რაღაცეები რაც უსასრულოა. ამის გჯერა? რაღაცა მთავრდება, რაღაცა იწყება, ან გრძელდება ... არც კი ვიცი, როგორ გითხრა, მეც მესმის, რომ ძნელი გასაკეთებელია, მაგრამ უნდა გამოიყვანო თავი მდგომარეობიდან. ზუსტად არ ვიცი რა ხდება შენს ცხოვრებაში, მაგრამ ვიცი, რომ ყოველთვისაა არსებობს ვინმე, ვისაც ვუყვარვართ, ვის წინაშეც ვალდებულებები გვაკისრია, ვიზეც ჩვენ თავზე მეტად უნდა ვფიქრობდეთ. დარწმუნებული ვარ ბევრს უყვარხარ, როგორც მინიმუმ კი შენ შვილს. მას ბედნიერება და სიხარული უნდა ასწავლო. ჩაგეხუტებოდი ეხლა ახლოს რომ იყო :)
ReplyDelete:(((((((((((
ReplyDeleterogor gitanagrdzno ar vici... ubralod guli shemekumsha...dzaalian vwuxvar...mteli blogi shemomekitxa...vegar vagrzeleb weras arada bevri ramis tqma minda... ici dzalian bednieri adamiani xar aseti siyvaruli rom gamoscade cxovrebashi!!!
yvelafers davtmobdi giostvis
ReplyDeleteარვიცი რა გითხრა ხოლმე...
ReplyDeleteმინდა გითხრა, რომ მართლა შენთან ვარ სულ...
შენ ოღონდ დამიძახე.
იმ დღეს ანამ (ჩემი თანამშრომელი,გიოს ჯგუფელი)ახსენა მე და გიო სულ ერთად ვისხედით ხოლმე ლექციებზეო. :(((
ვაიმეეე გავგიჟდი რა საშინელებაა : (
ReplyDeleteძველი პოსტები წავიკითხე და თვალებზე ცრემლი მომადგა : ((
ნეტა შემეძლოს რომ რამით ტკივილი შეგიმსუბუქო, სამწუხაროდ ეს შეუძლებელია : (
2 კვირის წინ მეც დავკარგე ჩემი მეგობარი და დაახლოებით ვიცი რაც არის, მაგრამ შენ რაც მოგივიდა ეგ 1000ჯერ და 1000000ჯერ უფრო მტკივნეულია....
მართალია ცოტა ბანალურად შეიძლება ჟღერდეს მაგრამ მაინც მინდა გითხრა და გირჩიო რომ ეხლა მტავარია ყველანაირი ძალა მოიკრიბო !! თავიდან გაგიჭირდება მაგრამ დრო რომ გავა უფრო შეეგუები...სხვა არაფერი შეგვიძლია : ( უნდა შევეგუოთ.... ეცადე ყურადღება შენს სხვა საყვარელ ადამიანებზე გადაიტანო, რადგან ყველას გვყავს საყვარელი ადამიანები რომლებსაც ვუყვარვართ, და როცა ერთერთ მათგანს ვკარგავთ სხვები უნდა დავაფასოთ !!! : (
ძალიან მეწყინა... მართლა : (
საშინელებაა.. ვიცი.. უბრალოდ მაგ დროს ვერავინ გაიგებს, თუ რა მარტო ხარ და რას გრძნობ..უბრალოდ ცხოვრება გრძელდება და შენს პაწაწუნას ჭირდები!
ReplyDeleteSvilsac gawiravdi?
ReplyDeleteanu shvilsac datmobdi mistvis?
ReplyDeleteზოგჯერ კითხვებიც მაოცებს!
ReplyDelete