Thursday, September 03, 2009

არ გააღვიძო, ძინავს

ჯერ კიდე მგონია რომ კარს შემოაღებს, ჩუმად მოვა, დამხედავს თუ მძინავს ნაზად მაკოცებს, მერე ბავშვს დახედავს, იმასაც აკოცებს და კომპიუტერს მიიგორებს საწოლთან, ჩართავს რამე კინოს აარჩევს, საყურისებს გაიკეთებს და კინოს დაწყებამდე ჩაეძინება.
დილით ავდგები, დავინახავ რომ საყურისებიანად ძინავს, კომპი ჩართულია, კინო რა თქმა უნდა რამდენიმე საათის დამთავრებული.
საყურისებს მოვხსნი ფრთხილად, რომ არ გავაღვიძო ისე, შეიშმუშნება, ერთ პოზაში დარჩენილს შვება მიეცემა და გვერდს შეიცვლის. ჩემ ბალიშს მუხლებქვეშ ამოიდებს და ძილს გააგრძელებს.
როგორ მეცინება ხოლმე მაგ დროს... როგორ ვბრაზდები კომპი შუა ოთახში რომაა გაჩხერილი.
ან მოვა საღამოს დაღლილი სამსახურიდან. მეტყვის არ გშიაო? უკვე ვიცი რომ ვინუჟდენი უნდა ვჭამო, რადგან მარტო არ შეჭამს. მერე მეტყვის როგორ გასუქდიო?! :)) თან უკვე გამზადებული უნდა დავახვედრო, თორემ საერთოდ არ შეჭამს. ხაჭაპურზე გიჟდება. ხაჭაპურზე და კატლეტზე.
ან მოვა აჩქარებული, თითქოს ვინმე მოსდევს, გიტარას აიღებს, რაღაც შნურებს მიუერთებს, დინამიკებზე დააერთებს და დაკვრას იწყებს. უკრავს და უკრავს, მეც მიხარია, ნატალი მარტო მამამისის დაკვრის დროს ზის წყნარად და უსმენს განაბული და ვისვენებ. მერე როიალზე გადაინაცვლებს და იქ დაუკრავს თავის საყვარელ მელოდიებს. ბეთხოვენი უყვარს ძალიან, ნოტებიც კი გაარჩია იმ დღეს. ჩვენ რა თქმა უნდა იქ ვინაცვლებთ მოსასმენად სადაც გიოა. ბავშვი ინსტრუმენტისკენ გაიწევს, მე გამოვიყვან, რადგან როცა გიო უკრავს ექსტაზშია და შეიძლება გაბრაზდეს. ნატალი თავს არ დაანებებს სანამ კალთაში არ ჩაუჯდება და აკომპანიმენტს არ გაუწევს. გიო მოეფერება და რამე მხიარულს დაუკრავს ბავშვისთვის.
მერე ისევე უცებ დაამთავრებს როგორც დაიწყო.
გაღვიძება?! თუ დაიძინა ვერ გააღვიძებ. სამსახურში წასვლამდე ორასჯერ მაინც ვეტყვი რომ ადგეს. კიო, მეტყვის და იძინებს ისევ. ბოლოს მეც გავბრაზდები და სამსახურში წავალ. გზიდან დავრეკავ. სამსახურიდან დავრეკავ მაგრამ არ გაიღვიძებს. მერე უცებ თვითონ დარეკავს და კითხვაზე სად ხარ? - სამსახურში ვარ ჩმორო!





სამსახურშია და მოვა.

12 comments:

  1. Anonymous10:47 AM

    au cudad var, martla:((((

    ReplyDelete
  2. meshinia. sikvdilamde meshinia.

    ReplyDelete
  3. ახალ წელს ლოგინი რომ წავართვი? :) მთელი ღამე რომ უკრავდნენ გიო და ლეო :)

    ReplyDelete
  4. fiamifero3:13 AM

    მიირ, როგორ მეწყინა ვერ წარმოიდგენ. დღეს შემთხვევით შემოვიჭყიტე შენს ბლოგზე და უცებ თვალები შუბლზე ამივიდა.
    მაპატიე, რომ არ ვიცოდი და ვერ მოგისამძიმრე ამდენი ხანი

    ReplyDelete
  5. აუ ისა...
    არვიცი რა დავწერო...
    კიარადა...
    ვიცი, მაგრამ რა აზრი აქვს ის არ ვიცი...
    ვერ გააღვიძებ, მაგრამ შენთან არის მუდამ.
    მუდამ შენს გვერდით.

    ReplyDelete
  6. Anonymous2:34 AM

    :)) რა ტბილი პოსტია, მიუხედავად :\ :(((

    ReplyDelete
  7. Anonymous11:37 AM

    the end-i momewona :D:D rogor xar mir ise ramdeni xania ar gadamikitxixar:D:D:D:*:*:*

    ReplyDelete
  8. Anonymous6:32 AM

    რომ იცოდე, რამდენი ვიღნავლე ამის კითხვისას...
    ძალიან კარგად გადმოსცემ გრძნობებს წერით
    მიხარია, რომ ისევ გაქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს გვერდით არის და იმედი მაქვს, რომ ეგ გრძნობა დიდხანს გექნება :*

    ReplyDelete
  9. ასეთ ტკივილზე ძნელია რამე თქვა :( უთბილესი პოსტი იყო, უსაყვარლესი, ცრემლები წამომივიდა :(

    ReplyDelete
  10. :( znelia ucremlod amis cakitxva, ubralod sxva gza ar aris da gmerti imaze mets ar gvazlevs gadasatanad, vidre shegvizlia((samagierod pacacuna dagitova...

    ReplyDelete