Wednesday, April 29, 2009

35 წუთი სამსახურამდე vol.2

პირველი იყო შარშან, მაგრამ დღემდე არ გამნელებია.
მანქანა მინდა, ჩემი :(


ხო და აქციების გადამკიდეს 6-მაგად უფრო შემძულდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ნუ ალბათ მიხვდით უკვე რაზე ვამბობ, მარშუტკა ხომ ჩემი ტკივილია?!
იმას გაუხმა ბორბლები ვინც ჩემ მანქანას დაეტაკა და დამილეწა! საწყალი ისე საცოდავად გდია... :(
ხო და იმ ბორბლებდასახმობის გამო მე იმ აზინტლილი მარშუტკით უნდა ვიარო!
ჯერ მარტო ლოდინი როგორ მძულს?! მერე მოვა და ადგილი ან არის ან არა, ხო და თუ ფეხზე დგომა მოგიწია, ჩათვალე რომ აჭარიდან ცირკამდე მთელმა თუ ჩააღწიე, ზნაჩიტ გმირი კი არა უგმირესი ხარ!!
თან თუ „ლიხაჩი შოფერიც“ შეგხვდა ხო საერთოდ!
მაგარი ხალხი ჩითავს 149-ში. ერთი კაცია, თუ შემთხვევით „შემოელაპარაკე“, მთელი გზა, ზედაც რომ არ უყურო გიყურებს და ტვინს გიტ^ნავს.
2 ქალია კიდე, რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე რომ თურმე ჩემთან მუშაობენ (ლოლ), ერთი - რომელიც უფრო ახალგაზრდათ გამოიყურება ისეთ ხმაზე ელაპარაკება ხოლმე გვერდითმჯდომს, რომ უკვე ვიცი მის სამეზობლოში ვისი ვისაშია :D და თუ შემთხვევით მისი ნაცნობი ვინმე ამოვიდა ხო მტრისას! ის ნაცნობი მეორე დღეს რომ ნახო ნათესავივით მოიკითხავ :D
ასეთები კიდე იმდენი შემთხვევებია, ვინც მგზავრობთ დიდ მანძილზე დილით უკვე გეცოდინებათ ალბათ :)
კიდე დაკვირვებებს ვატარებ ხოლმე. აბა რა უნდა ვაკეთო? ტელეფონი ქმარმა დამაწერა, მუსიკებს მაინც ვუსმენდი ხოლმე. ამ ნაუშნიკებს რაღას დავათრევ ჩანთით, ხომ ვერ მეტყვით? :D
ხო, და ვაკვირდები...
ტელეფონზე ლაპარაკისას, კითხვაზე - სად ხარ? - ქალების პასუხი უფრო კონკრეტულია ხოლმე ვიდრე კაცების, მაგ:, ქალები ამბობენ - მარშუტკაში. ხოლო კაცები - გზაში.
უცნაურობა მჭირს კიდე ერთი, უკუღმა არ მიყვარს ჯდომა ტრანსპორტში, მაგრამ თუ მომიწია ხალხს ვაკვირდები ხოლმე სახეზე, ნუ ძირითადად ისეთებს, ხასიათი რომ იგრძნობა და წარმოდგენაში ბავშვობის ასაკში გადამყავს. და ვფიქრობ - ნეტა ეს როგორი იქნებოდა 7 წლის ასაკში? მერე წარმოვიდგენ და მეღიმება, რა თქმა უნდა გულში.
მანქანის ნომრებიც მაქვს ამოჩემებული. თუ ფანჯარასთან ვზივარ მანქანის ნომრებს ვაკვირდები. მერე მის სერიებს ტვინში ვხარშავ და სიტყვები გამომყავს. აი მაგალითად DBL-543 - დებილი #543. :D რა ვქნა აბა, ტრანსპორტის სიშმორეს გული ხო უნდა გადავაყოლო :user:
ისე ერთი კია, თავისუფლებაზე აღარ ადის და ბარათაშვილზე უხვევს ხოლმე. ესეც შეღავათია :))
მოკლედ უკვე აღარ ვიცი მერამდენედ ვლანძღავ აღნიშნულ ტრანსპორტს, მარა ფაქტია რომ ძალიან საჭიროა.
იქნებ მომაწოდოთ იდეები კიდე რითი გავერთო გზაში?

14 comments:

  1. metroti imgzavre :)

    ReplyDelete
  2. riti gaerto kide da marshutkashi mgzaverbi, kaci da qali daackvile xolme, anu vis vin mouxdeba da mere carmoidgine ojaxur situaciashi an sxvagan sadme. magalitad, is kaci rom gvikurebs, im abezar kaltan daackvile da carmoidgine mere sxvadasxva situaciebshi. :D

    ReplyDelete
  3. margusha var kaco rais natia:D

    ReplyDelete
  4. hahah magari rchevaa :)))) me riti vertobi da italiuri maqvs sascavli, da vinaidan dro arasodes ar maqvs , damaqvs es rusul-italuri sasaubro da ki viscavle kai blomad Gzashi =))) Mara dilit ramdenad iqnebi scavlis xasiatze ar vici =(

    ReplyDelete
  5. rogor mesmis sheni,
    mec agar mkavs mankana
    sashinelebaaaaaa....

    ReplyDelete
  6. მე წიგნი დამაქვს ხოლმე :უსერ:

    ReplyDelete
  7. Anonymous1:41 PM

    მობილურში ჩაიწერე ონლინე წიგნები :ყეს:

    ReplyDelete
  8. Anonymous1:42 PM

    კიარადა ინტერნეტ წიგნები მინდოდა მეთქვა :D

    ReplyDelete
  9. დილით მარშუტკით მგზავრობას მეტრო მირჩევნია ისევ, ან ავტობუსი. კაი ხანია მარშუტკაში აღარ ვმჯდარვარ ისე :))

    მაგრამ გუშინწინ მეტროში 2 კაცი შემოვიდაა,თან მე მომადგნენ მაინცდამაინც, ისეთი საშინელი სუნი ქონდათ რომ 1 სადგური არ ვსუნთქავდი და ბოლოს უკვე თავბრუ მეხვეოდა ჰიპოქსიისგან :|

    ReplyDelete
  10. gimesijeb, girekav.. :-S mec ar vtqvi, ra etaka tqoo.. momenatret <3

    ReplyDelete
  11. აუ მეც 149ით ვმგზავროოოოოობ :უსერ: და გზაში მანქანის სერიებს ვკითხულობ და სიტყვებს ვაწყოოობ :დ:დ:დ მაგარი იყოოოოო, გავგიჟდი :ჰუგ:

    ReplyDelete
  12. ვაიმე ხალხო :)) რამდენი გილაპარაკიათ :)
    ძლივს შემოვედი დღეს წესიერად. ხო და დღეს 40 წუთი ვიჯექი პროპკაში მაგისდედამოვტყან :( (არ შეიმჩნიოთ) და კიდე მაგრა იარა ჩვენმა მძღოლმა, საერთოდ არ დამიგვიანია სამსახურში :)


    კუდა, ყველაზე მაგარი რაღაც დაემართა ჩემ მობილს, ბატარეა დაებრიდა, მოკლედ დროა ახალი ვიყიდო...
    და სამსახურში დამირეკე ნომერი არ იცი?

    ReplyDelete
  13. :D:D mec vertobi seriebis da nomrebis kitxvit,radios vusmen an vkitxulob raimes :)mokled ragac sxvaze unda gadaitano kuradgeba :)

    ReplyDelete
  14. Anonymous6:59 AM

    vaime mec yoveldghe 149-it vmgzavrob:/ gitanagrdznob. dzaan gamikvirda rom tqvenc chemsavit suleluri rameebi mogdit tavshi azrad:) megona marto me viyavi maseti. sabednierod mp4 playerit virtob tavs da aravisi laparaki ar mesmis, xan wap-it gamyavs dro. yvelaze magari isaa, vinme asakovani rom mekitxeba romeli saatia da me ar vpasuxob, ubralod ar mesmis, yurshi rame mdzime musika chamesmis, bolos vighaca "satno" qali majanjgharebs da mlandzghavs rom neta ra ojaxidan gamovedi, rom axalgazrdoba mtlad gaixrwna da aseti tbili winadadebebit michedavs yurebs

    ReplyDelete