Saturday, May 24, 2008

რა აყლევებს?

რამდენიმე რაღაც აყლევებს ყველაზე მეტად. ისიც გააჩნია ვისთვის.

ბებიაჩემი მაგალითად ამბობდა რო ყველაზე მეტად ადამიანს ნარკოტიკი აYლევებს და ყოველთვის ვეუბნებოდი, ალბათ შენი ლაპარაკის მოსმენა უფრო აYლევებს მეთქი. ხოდა ვეუბნებოდი ვეუბნებოდი და შარშან მოკვდა საცოდავი.
მამაჩემი თვლის რო უწიგნურობა აYლევებს და მე ყოველთვის ვეთანხმები, უბრალოდ ვამატებ ხოლმე, რომ მისივე საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე, ზედმეტი წიგნიერებაც იგივე წარმატებით აYლევებს.
ერთი ჩემი ძმაკაცი თვლის, რომ დაოჯახება აYლევებს, მარა მე ვიცი რატომაც ამბობს მაგას. ცდილობს რომ დამალოს ის ფაქტი, რომ დაბადებიდან დაYლეებულია.
ჩემი მეზობელი, რომელმაც ოჯახს ყელში ამოუყვანა და ისე ცემეს რომ დააინვალიდეს, ცდილობს საკუთარი დაყლეება შევარდნაძეს დააბრალოს. არადა, საცოდავი დედამისი ამბობდა, პატარა რო იყო, სიცხე ქონდა და საბანში გახვეული გათბობის ბატარეასთან ძალიან ახლო დამრჩა დიდხანს დატოვებულიო. (Error! Error! Overheat!)
ილია ჭავჭავაზეს საინტერესო მოსაზრება ქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ის გვთავაზობდა ჰიპოთეზას, რომ დაYლეება იწყება მაშინ, როცა მოძრაობა წყდება. ჯერ ამ ჰიპოთეზაზე არ დავფიქრებულვარ, ნაწილობრივ ალბათ მართალი იყო ის კაცი. სუ რო არაფერი ცოდნოდა იმდენ დაYლეებულში ტრიალებდა რო ელემენტარულ დასკვნებს მაინც გამოიოტანდა.
ჩემი აზრით კი ( იმუხედავად იმისა რომ იმდენ დაYლევებულთან არ მქონია ურთიერთობა, რამდენთანაც ილიას ქონდა ) ადამიანის დაყლევება იწყება იქ, სადაც ადამიანი იწყებს ცხოვრებისეულ შემეცნებას და სამყაროს სიდიადის მიერ გამოწვეულ გაოცებას გამოხატავს ისეთ უზენაეს ფორმაში, როგორიცაა "გამმმოვYლევდი ბო8ი7ვილივიყო". როგორც იტყვიან, ერთხელ გამოYლევებიდან სამუდამო დაYლევებამდე ერთი Yლეღააო. ასე იწყება დაყლევება და შემდგომში ამ პროცესის კატალიზატორის როლს უამრავი რამ ასრულებს, მაგალითად სკოლის ტვინისმხერხავი მასწავლებლები, პირველი სიყვარული, პირველი ჩუკენ-აქტი და პირველი ორგაზმი (რომელიც თავის მხრივს ზოგ შემთხვევაში გარკვეულ ასაკამდე და ზოგშიც სიცოცხლის ბოლომდე მნძრეველობის გარანტია), პირველი ჭიქა ორაყი, პირველი ნაფაზი პლანი (უკეთეს შემთხვევაში გამრავალფეროვნების მცდელობის გარეშე), პირველი ცხვრიწინ გათამაშებული ტაკო. პირველი დღე ინსტიტუტში (შემდეგი ყველა დღეც), პირველი გასაუბრება, პირველი სამსახური (ყველა შემდეგი). პირველი ცოლი (ზოგ შემთხვევაში მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთეც, მეექვსე უკვე დაYლეება კი არა Yლეობაა), პირველი ბავშვი (რომელიც დაYლევებამდე გიყვარს, ისევე როგორც მეორე, მესამე და ყველა), და ასე შემდეგ პირველად სიბერის შეგრძნებამდე (ამ შემთხვევაში ხვდები რო გააკეთე ბოლო, რასაც შეიძლება დაეყლევებინე და აწი შავებში გაზმანულ ოპინელის ცელიან დაYლეებულს უნდა ელოდო).
ზოგადად ეს ცხოვრება აYლევებს, მაგრამ როგორც ხედავთ არსად ვახსენე სექსი, სიგარეტი, ლუდი და ყავა. აი ეგ ოთხი რამ არ აყლევებს. რაც უფრო მეტს იჟიმავებთ, მოწევთ და რაც უფრო მეტ ლუდს და ყავას (ცალცალკე ოღონდ) დალევთ, მით უფრო მეტ დროზე შეძლებთ საბოლოო დაYლეების მერე თქვათ, რომ დაუYლევებლად გაატარეთ. ასე მგონია მე.

ხოდა საინტერესო იდეების რა მოგახსენო მარა ჩემ იდეებს კი გავს რაღაცით...

P.S. ბევრი ფიქრი და ლაპარაკიც აYლეებსო ისე. იავიცი... შეიძლება...




© betxovena

12 comments:

  1. Anonymous3:43 AM

    "რა აყლევებს?” - მაგარია ბოიშვილი ვიყო :D

    ReplyDelete
  2. რამდენი ყ–ა

    = )))

    ReplyDelete
  3. კითხავ რომ დავიწყე, მაშინვე მივხვდი, ვისი ნამოქმედარიც იყო = )))

    ReplyDelete
  4. მოვკვდი სიცილით : )))))))))))))))))))))))))))) ძაააააან მაგარია !!! : )))))

    ReplyDelete
  5. Anonymous1:04 PM

    : )))))

    ReplyDelete
  6. ჩემი ქმრის ნამოქმედარია, მეც მაგრად ვიხალისე რომ წავიკითხე :D

    მოკლედ აემ ბექ :P

    ReplyDelete
  7. ააააააააა, არ ვიცნობ შენს ქმარს, მაგრამ ძალიან მაგრად კი ვიცინე.
    ძალიან მაგარი იყო...

    საღაც მომენტში სატირალიც კია, რომ ეს ყველაფერი რაღაც დოზით (თუ დიდით არა) ყველას გვემართება....

    ReplyDelete
  8. Anonymous2:00 PM

    ძაან გლეჯს, ხშირად აწერინე ხოლმე შენს ქმარს :დ

    ReplyDelete
  9. ხო, ხშირად აწერინე რა შენს ქმარს...

    თორემ მოვკვდით მე და დოდი სიცილით...

    ReplyDelete
  10. მიხარია რო მოგეწონათ
    ეგეთი მარგალიტები ბევრი აქვს, უნდა მოვუქექო ერთი და ჩავყარო აქ )))

    ReplyDelete
  11. Anonymous3:11 AM

    davylevdi :|

    ReplyDelete