Friday, January 26, 2007

სიზმარი


პერიოდული დეპრესია
ერთი საათიანი, მეტი არა
ქაოსი ირგვლივ
და
დაქანცული გამოღვიძება......

კიდევ კარგი სიზმარი იყო, თუ არ იყო?







* * *
თვალები მეწვის
ფოკუსს ვერ ვიჭერ
ამღვრეულია და ჩასისხლიანებული
თავი დამძიმდა
მკლავი შევაშველე
თავი ჩამოვდე
თვალები დავხუჭე
ეგრევე ტვინში ავარდა სისხლი თვალებს მოაწვა და უარესად აიმღვრა..
მხოლოდ წამი გაგრძელდა
დახუჭული თვალები უფრო მაგრად დავხუჭე და გაიარა...
მერე ხსეულმა მოდუნება დაიწყო
ძილ-ღვიძილში სიზმარიც კი ვნახე
ლამაზი იყო
თუ მე მინდოდა ლამაზი რომ ყოფილიყო არ ვიცი
ყოველშემთხვევაში მესიამოვნა

გამიარა

თბილად ჩავიცვი
ყურებში მუსიკა ჩავრთე
და წავედი
ეგეც მსიამოვნებს
მუსიკა ყურებში
ცივი ნიავი
ნელი ნაბიჯით მივუყვები...
სადღაც
რა ვიცი
დიდხანს ვიარე
მივხვდი უკვე ვიყინებოდი და უკან დავბრუნდი
სითბოა სახლში
ისეთი რომ ძილი მომინდა
ტანსაცმლიანი
ჰორიზონტალური პოზა მიყვარს
სახით ქვემოთ
ფეხებიდან თავისკენ წამოვიდა სისხლი
ვიგრძენი კიდეც
ჭიანჭველებივით შეესია სხეულს
ნელ ნელა მოიწევდნენ ზემოთ და მთელ ტანში გაიშალნენ ..
როგორ დაწყნარდნენ აღარ გამიგია
მეძინა უკვე

* * *

2 comments:

  1. Anonymous9:48 AM

    ეჰმ... ხომს... რა მუსიკას უსმენ ხოლმე ისე გზაში? :-)

    კაია ისე ძილი, მამენტ :-)

    ReplyDelete
  2. ჰო.. მიყვარს ყურებში მუსიკა და ძილი...


    სხვას მაინც არაფერს ვაკეთებ :D

    ReplyDelete