Sunday, April 28, 2013

დიახ

Someone is really trying to be what it is but I doubt its existence!.. 

ამასობაში დღეც დამთავრდა
მერე ისე გაიწელა საღამო
კინაღამ ავტირდი
დავიძინებ მეთქი
მარა ვერ დავიძინე
არ ჩამეძინა
არ მინდოდა ის დღე
აღარ...


რომ ჩამეძინა
მერე ვიფიქრე
იქნებ მეორე დღეც არ გათენდეს დიდხანსთქო
მარა თვალისგახლისთანავე ვიგრძენი
როგორ გაფრენილა ღამე
ავდექი
მარა ვიცოდი
ისევ ისეთი არმინდა დღე რომ იქნებოდა
და
მოვიღრუბლე
გაწვიმდა

დავიღალე


უნდა ვივარჯიშო
ბევრი
ჩემ კუნთებს მაინც ვუშველო
სხვას ვეღარაფერს ვშველი
გონება ფამფალებს

რომ არ მჭირდებოდეს
შევეშვებოდი
მარა მჭირდება
და ვერ ვეშვები

არა უშავს
ერთხელ კიდევ ავღფრთოვანდები
და თუ გონება ვერ გაუძლებს
კუნთები მაინც ნაშველი მექნება!


ამ ყველაფერმა გაიარა
ჩაიარა ყურის ძირას
დაჭერა ვერ მოვასწარი
კიდეკაი
სიმშვიდის ფაზაში შევაბიჯე
რბილია ჩემი იატაკი
აბრეშუმივით
და გავბედნიერდი



აღარავინ მჭირდებით!

No comments:

Post a Comment