სოსკაც მოვისროლეთ!!
ვიცი რომ 2 წლის ბავშვი სოსკას არ უნდა წოვდეს, მაგრამ მე ხო ნახევრად დედა ვარ და ვიადვილებდი დაძინების პროცესს
რა ვქნა, ეგრე გარედან ვჩანვარ, თორე მაგდენი ნებისყოფა კი არ მაქვს?! )))
ეგ კი არა და ეხა პაპმპერსი დამრჩა, დამრჩა რა, თვითონ ეზარება რომ მითხრას და მეც დიდათ თავს არ ვიკლავ.. ეგეც ვიცი რომ ვაშავებ, მაგრამ ქოთანს ასე თუ ისე შევაჩვიე.. შიგადაშიგ ვაკითხავთ ხოლმე )))
ნუ ეგეც ხასიათზეა დამოკიდებული. უნდა იზამს, არ უნდა და ფეხებს ვერ მოჭამ ძირში!
ნეტა ვის გავს?! : )
ეგ ისეთი ნაჯვარია, მტრის კარს! ხასიათებს უკვე ამჟღავნებს და მერე რა იქნება მხოლოდ მამაზეციერმა იცის )))))))
ჰო, კიდე იკბინება უფროს დიშვილს ხერხემალზე უკბინა გუშინ, ბავშვი 2 საათი ტიროდა ((
ჩემ პატარა დიშვილს ეშინია და სადაც ეს თხა თამაშობს იმ ოთახში არ შედის ”ატატი” არისო.. აი ეგეთი დაშინებული ყავს ანდრია.. ეს ეპარება და წიხლებს ურტყამს და ისიც გაურბის :)
ის მშვიდობის მტრედია ჩემ დას ვეუბნები შენ გოგო გყავს და მე ბიჭი თქო და არა, შენ 2 ბიჭი გყავს და მე 1 გოგოო!
qotanshi unda chaachkhrialos :p
ReplyDeleteჰაჰააა
ReplyDeleteმაგარია პატარა ამორძალი გყავს ♥
მარა მამენტ კბენის გამო მაგრად თუ არ დასჯი (დედაჩემმა თავის დროზე მაგის გამო ჩემს ძმას ორჯერ მეტად უკბინა და მასე გადააჩვია) ცოცხლად შეგჭამთ სულ მალე : )
თავს იმკვიდრებს :)) :*
ReplyDeleteგოგო, არ გამაგიჟო, კიდევ პამპერსი??? მოაძრე !!!!
ReplyDeleteჩვენ ჯერ კბილები უნდა ამოგვივიდეს და გვექავება :მო: იდებს ხან ჩემს, ხან ჩემი დის თითებს და იფხანს ღრძილებს.
ჩორვენს ვეთანხმები, მეც მაგ პრინციპით ვზრდი სანის. მიკბენს - ვუკბენ, ჩამარტყამს - მეც ვარტყამ:) ნუ ისე, რომ ცოტა ეტკინოს, კი არ ვურახუნებ, არ იფიქროთ :D თავს იკავებს მერე მსგავსი მოქმედებებისაგან.
ReplyDeleteუბრალოდ სხვა ბავსვების მიმართ როცაა ასეთი გამომწვევი და აგრესიული, რა ვქნა არ ვიცი...
არა, ეხა გადაეჩვია მასეთებს.. თუმცა ეგოისტური თვისებები მაინც აქვს და ვცდილობ რომ ყურადღება არ გავუმახვილო ზედმეტად.. უბრალოდ 2 წელი მარტო იზრდებოდა, მიჩვეული რომ ყველა მის კაპრიზს აასრულებდნენ.. ეხა ასე აღარაა, ბევრნი ვცხოვრობთ ერთად და ის ერთადერთი ბავშვი აღარაა ოჯახში.. ამიტომ ვცდილობ ყველაფერი ისე გავაკეთო და დავარიგო და გავანაწილო ბავშვებზე რომ მიხვდეს რომ მის უკან კიდევ დგას სხვა ადამიანი და მასაც შეიძლება ქონდეს იგივენაირი სურვილი ქონდეს იგივენაირი ნივთი, ან ითამაშოს იგივენაირი სათამაშოთი.. ან 1 შოკოლადი მხოლოდ მას არ ეკუთვნის, მას შეუძლია სხვასაც გაუყოს და ა.შ.
ReplyDeleteვცდილობ, მგონი გამომდის, თუმცა ეს დაძალებით ან რაიმე იძულების ფორმით არ გამომდის, ვუხსნი და მიჯერებს, თუნდაც ეს ახსნა რამდენჯერმე დამჭირდეს, მაინც...