Monday, August 09, 2010

გუშინ

გუშინ სასაფლაოზე ვიყავი..
შუადღის 4 საათზე.. ალბათ იყო სიცხე, მე არ მიგვრძნია...მაგრამ ეგ მთავარია არაა.. მე ქვების სიცხემ შემაწუხა (((
ვერ ჩამოვჯექი.. ვერ ვიტირე... პირველად ვერ ვიტირე სასაფლაოზე ((
ის კი მიყურებდა.. მელოდა რამეს რომ ვეტყოდი...
ხოდა მოვყევი... ყველაფერი ვუთხარი.. რასაც ვფიქრობდი, ვგრძნობდი, განვიცდიდი, მიმაჩნდა და მაწუხებდა...
ჩვენ შვილზე მოვუყევი, თუ როგორ გავს და როგორი საყვარელია როცა მისნაირ ხრიკებს სჩადის და ერთიანად გვაგიჟებს დიდსა თუ პატარას ))
როგორ გავს სიარულის მანერაში, მიხვრა-მოხვრაში, წარბების აზიდვაშიც კი..
როგორ ლამაზდება ყოველდღიურად.......
...... რჩევა ვთხოვე.. მეტყვის ალბათ რამეს, ველოდები ყოველ ღამე სიზმრად.. აღარ მოდის ((
აღარ მოდის დიდი ხანია... არ მელაპარაკება ((
მერე ვუთხარი გატაცებული რომ ვარ.. მაგაზეც მოვუყევი.. მაგაზეც ვთხოვე რამე ეთქვა...
ისი კი მიცინოდა მხოლოდ.....
((
..............რამდენ ხანს ვიჯექი არ მახსოვს იქ.. ერთი მახსოვს რომ დამწვარმა მხრებმა ღამე შემაწუხა.....................




8 comments:

  1. გიცინის. იმიტომ რომ, რასაც გეტყვის, აუცილებლად თან სიცილით იტყვის, თან ხუმრობით და თან ძალიან სერიოზულ და კარგ რამეს . ისე, როგორც მხოლოდ მაგას შეუძლია


    :*

    ReplyDelete
  2. როცა მამა სიზმრად მოსვლას აგვიანებს, მე ვფიქრობ ხოლმე, რომ მშვიდად არის ჩემს გამო. როცა რჩევის მოცემა უნდა, ან გაფრთხილება – ჩნდება. ჰოდა მგონია, ისიც მშვიდადაა შენსა და პატარას გამო...

    :*

    ReplyDelete
  3. Sad:(
    ძალიან ძლიერი ხარ..

    ReplyDelete
  4. @CheshireCat - ხო, სიცილ სიცილში ისეთს მეტყოდა ხოლმე, მაგიჟებდა )))
    მაგრამ ეხა არაფერი არ უთქვამს ((


    @Keti - თითქოს მეც ეგრე ვფიქრობ, რომ რახან მშვიდადაა ჩვენ გამო, იმიტომ არ მოდის )))

    @ Roisin - So Sad :(
    სხვანაირი ვერ ვიქნები საყვარელო ))

    ReplyDelete
  5. მამაჩემიც მაშინ მესიზმრება ხოლმე, როდესაც რაღაც ისე არ არის.



    მე შენით ვამაყობ, რომ ასეთი ძლიერი ხარ. მე ვერ შევძლებდი ასე.



    ეს სიმღერა ფლეილისტში მიგდია და ძალიან ხშირად ვუსმენ, მაგრამ კლიპი არ მქონდა ნანახი.


    ეს სიმღერა ჩემგან შენ. http://www.youtube.com/watch?v=pudOFG5X6uA

    ReplyDelete
  6. აუ რა საყვარელი ხარ ქეთ :*
    ეს სიმღერა ძალიან მიყვარს მართლა )))

    შეძლებდი, ადამიანი ძლიერია ყველაფრის მიუხედავად :))

    ReplyDelete
  7. მეც ძალიან მიყვარს სადღაც 15 წელი კი იქნება პლუს მინუს.


    ხოდა სიძლიერეს რაც შეეხება, საყვარელი მამაკაცის გარეშე ცხოვრება მაშინ, როდესაც მის სახეს, თვისებებს, მიმიკებსა და სიცილს ხედავ ყოველ დღე ერთი ციდა ადამიანში, ძალიან რთულია.

    მიხარია, რომ გიცნობ. და მიხარია 3 წლის წინ რომ გაგიცანი. მგონი არტ-გენზე.

    ReplyDelete
  8. Anonymous8:53 AM

    This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete