Tuesday, April 20, 2010

ვებ გვერდი რომელზეც თქვენ ცდილობთ შესვლას დაბლოკილია!!!



რა უნდა აკეთო სამსახურში, როცა საქმე არ გაქვს, ლაპარაკი და ჭორაბა არ გიყვარს, როცა ყველა სოციალური საიტი და ჩატის ყველა სახეობა დაბლოკილი გაქვს (google talk-ის გარდა, თუმცა ამ ჩატის შესახებ ბევრმა არ იცის, ანდა საერთოდ არ სარგებლობს) და როცა ყველა რესურსი საკუთარი თავის გართობის ამოწურული გაქვს?
თვითგვემას ვერ მივეცემით! ))
ამიტომ ვიღებთ საყვარელ ფლეილისტს, ვირჩევთ რომელიმე მომღერალს და ვაგროვებთ მუსიკას. თუმცა ამ შემთხვევაშიც სიტუაცია საკმაოდ რთულია, რადგან თითო ვიდეოს ჩატვირთვას Youtube-ზე ნახევარი საათი უნდება. თან ამას ემატება ის რომ ყველა მუსიკის ”საქაჩი” საიტიც დაბლოკილია.
მაინც მივაგენი გამოსავალს! სხვა ალტერნატიული საიტებიც არსებობს ნეტ ქსელში ;)
ერთერთი გადასარევი საიტი ვიპოვე სადაც სანამ მუსიკას გადმოიწერ შეგიძლია იქვე მოუსმინო, ტყუილად დრო რომ არ კარგო.
ან დავძვრებით imdb.com-ზე და ვეძებთ რა გადმოვქაჩოთ სახლში მისვლისთანავე.

სხვას რას მირჩევთ?

12 comments:

  1. 1.ვწერთ ბლოგზე ^.^
    სანამ უფროსობას blogspot-ისთვის მიუგნია :)

    ReplyDelete
  2. დღეს კინაღამ მაგასაც მიაგნეს :S

    :D:D

    ReplyDelete
  3. დღეს კინაღამ მაგასაც მიაგნეს :S

    :D:D

    ReplyDelete
  4. აუ რომ იცოდე, როგორ მესმის შენი.
    ჩემთან ბლოგსპოტიც დაბლოკილია :((((((


    ხოდა ერთადერთი translate.ge არ არის დაბლოკილი. მაგრამ რა ჯანდაბაში გამოვიყენო, ნეტავ ვიცოდე. :(((

    ReplyDelete
  5. უი... რამე წიგნი შეგიძლია იქონიო კომპიუტერში. მე მაქვს ეგრე "მექანიკური ფორთოხალი".

    ReplyDelete
  6. ჩვენ მპ3 ფაილების შენახვა აგვიკრძალეს და მშვენიერ ხერხებს ვიყენებ:
    1. ფლეშკით მიმაქვს (თუ მედია ფლეერი გაქვს, მშვენიერია);
    2. Gmail-ზე ვტვირთავ და იქვე ვუსმენ (თუ მედია ფლეერი არ გაქვს, პრობლემა არ გექმნება, ისეც მოუსმენ).

    :))

    ReplyDelete
  7. წიგნების კითხვა კომპში არ მიყვარს.
    გულს ვერ ვუდებ.
    კიდე კაი მუსიკა მაინც მაქვს და მაგას მაინც არ მიკრძალავენ.
    გავაფრენდი ალბათ :))),

    კუდა, შენ გმაილი მაინც გაქვს, ჩემთან ეგეც დაბლოკილია :პ

    ReplyDelete
  8. ეჰ...
    მეც ეგრე არ ვარ?! :((((

    ReplyDelete
  9. grooveshark.com ნახე თუ არ გაქვს დაბლოკილი, კაი პორტალია მუსიკის მოსასმენად... რადიოს ვარიანტიც აქვს, რამდენიმე სიმღერას აირჩევ და მერე იმის მიხედვით თვითონ გირჩევს სიმღერებს

    ReplyDelete
  10. ხოომ :P ასეთ საშნელ სიტვაციაში ვიყავი ზუსტად 5თვე და მერე მივხდი რომ რაღაც უნდა მეღონა, დაწინაურებით არ მაწინაურებდნენ რომ VIP ქსელი ჩაერთოთ ჩემთვის და მერე მესარგებლა ყველაფრით კომპიუტერთან და ზუსტად ამ ფიქრებში უცებ კარგი რამე მოვიფიქრე რამაც ძალიან გამახალისა, ნელ ნელა დაიწყო სხვადასხვა გათიშული საიტების ჩართვა პლის მესენჯერები და ასე შემდეგ :P თუ გაქვთ სურვილი თუ რა ჩავიდინე PM თორე ამაყენებენ სკამიდან :P

    ReplyDelete
  11. მეც მითხარით, მეც.

    ReplyDelete
  12. მიშო - მადლობა, გამოვიყენებ მაგ საიტს :)

    შუხტურა, პმ როგორ მოგწერო აქ? :ვერვხვდები: :)

    ReplyDelete