Thursday, January 22, 2009

რა შუაშია და...

დღეს პირველად აღმოვაჩინე შემთხვევით Fეისბუქი და ძალიან დამაინტერესა, საერთოდ დიდი მოყვარული ვარ ბლოგების, სელFსაიტების და ათასი მამაძაღლობების, მაგრამ ეს საიტი მაინც რაღაც ახალია. ეხლა ვსწავლობ რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. ძალიან მომეწონა მარჯვენა ზემო კუთხეში Fან კლუბები რომ იჩითება, უკვე გავხდი რამდენიმეს Fანატი :D კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება Fეისბუქზე, მარა ცოტა კარგად რომ შევისწავლი, უფრო მეტს დავწერ..


დღეს ჩემმა გოგომ ახალი რაღაც ისწავლა. 150 მლ Hუმანით სავსე ბოთლს რომ გამოცლის სოსკის ღეჭვას თავს არ ანებებს და ზედვე ეძინება :D ისეთი საყვარელი შესახედია ამხელა ბოთლი რომ უჭირავს და ძინავს?!. :D ხო, ხო, არ მოგჩვენებია, ბოთლი თავისი ხელით უჭირავს და ჭამს კიდეც, არადა სულ რაღაც სამთვინახევრისაა :D ნუ რა თქმა უნდა ბოთლი პლასტმასიაა, მაგრამ სითხე რომ აასხია ხომ მძიმდება, არა? ;) სამწუხაროდ ჩემს მობილურს სოფტი დაუზიანდა და სანამ გავაკეთებ ფოტოს ვერ ვუღებ, მაგრამ როგორც კი მომეცემა საშუალება აუცილებლად გადავუღებ ამ პოზაში სურათს და დავაგდებ! :)


დღეს ჩემი საყვარელი ადამიანის, მეგობრის, ძმის, მამის, დამრიგებლის და ა.შ. დაბადების დღეა! სამწუხაროდ კარგად ვერ მივულოცე დაბადების დღე ტელეფონით, რადგან თურმე შეხვედრაზე იყო და შევეჭერი, მაგრამ მაინც მივულოცე! აქაც გილოცავ გაFრინ! მიყვარხარ მაგრად! მრავალს დაესწარი! ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულს, ბევრ სამსახურს და უამრავ შემოსავალს გისურვებ! ბევრ სასიამოვნო წუთს გისურვებ და კიდევ ვისურვებდი, რომ ოდნავ ნააკლებად ზარმაცი გამხდარიყავი! :D


კიდე რა, მეტი დღეს ისეთი არაფერი მომხდარა, მაგრამ დღე ჯერ არ დამთავრებულა და სიურპრიზები ალბათ იქნება, ჩემი ქმარი სამსახურიდან არ დაბრუნებულა :D
მანამდე კი გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით! :*

11 comments:

  1. Anonymous9:37 AM

    რა ლამაზია შენი გოგო :)

    ReplyDelete
  2. uuuu tbilebii vin ariano da chasaklapebiooo :X :X :X
    genacvalet tqven

    ReplyDelete
  3. Anonymous10:17 AM

    ra sakaleliaaa... jer sad xar dediko surprizebi winaa patarasgan... :))))))))))

    ReplyDelete
  4. აუ რა სიცოცხლე გოგო გყავს, რა საყვარელიააააააა :*

    ReplyDelete
  5. :D აქ კიდე ქუდი აფარია, ამისი ქოჩორი უნდა ნახოთ :D:D:D

    ReplyDelete
  6. რა კარგი ბაია გყავს :) ქოჩორიანი სურათიც დადე :)

    ფეისბუქი დიდი ხანია მაქვს და ძალიან მომწონს :)

    ReplyDelete
  7. ხო? რომელი ხარ? დავამატებ მეგობრებში :)

    ReplyDelete
  8. hello miramax :) gmadlob chemi follower rom gaxdi :))facebook-ze kargi application-ebia, traveller IQ modzebne aucileblad, shemjdari viyavi magaze adre :D :D

    ReplyDelete
  9. Anonymous12:23 AM

    რამხელა გაზრდილა და რა ლამაზია :*

    ReplyDelete
  10. არ გამოგეპაროს ფეისბუქზე ;)

    http://www.facebook.com/group.php?gid=43584204423

    http://apps.facebook.com/causes/80465?m=4a83263b

    http://www.facebook.com/group.php?gid=45940965851

    http://apps.facebook.com/causes/86221?m=127d7382&recruiter_id=15069123

    Goodreads Books-ის დამატება შეგიძია

    და კიდე მომწონს My Blogs-ს ფუნქცია, პოსტებს ავტომატურად პოსტავს შენს ფეისბუქზე.

    აბა დროებით :)

    ReplyDelete
  11. ბავშვი რა ლამაზუკააააა :) აკოცე ჩემგან! :)

    ReplyDelete