როგორ დავიწყო არ ვიცი, მაგრამ გასული წლის შესახებ უნდა დავწერო რაღაცეები..
ჯერ იმით დავიწყებ რომ ახალი წელი პირველად გავატარე ჩემ საყვარელ
ბეთხოვენასთან ერთად. ახალი წლის საამზადისი იყო მაგარი. ჯერ ახალი წევრი რომ ვიყავი ოჯახში და ნაძვისხის დადგმის სიხარულს და აღფრთოვანებას ბოლომდე რომ ვერ გამოვხატავდი :)) (ეგ შეგრძნება წელსაც გამახსენდა, წამკით, მაგრამ მაინც გამახსენდა). მერე მანქნა შევიძინეთ, მერე დავკარგეთ, მერე ისევ შევიძინეთ და საბოლოოდ საერთოდ დაგვიმტვრიეს. მოკლედ მანქანის მხრივ არ გაგვიმართლა, მაგრამ ეგეც არაფერი, მაგრად დაიკიდე საყგვარელო, მალე უფრო უკეთესი გვეყოლება!... მოიცა კაცო, ჯერ იანვარი არ დამიმთავრებია!
იანვარში გავიგე რომ ორსულად ვარ.
თებერვალში და მარტში ისეთი არაფერი, ტოქსიკოზს თუ არ ჩავთვლით. უბრალოდ იყო ბევრი სიყვარული! :)
აპრილში რა, ჩემი დაბდღეა და ავღნიშნე რა :))
არც დანარჩენი თვეები იყო რამე განსაკუთრებულად აღსანიშნავი, დავდიოდი სამსახურში, საღამოს კი სახლში ჩემ საყვარელ მეუღლესთან ერთად ათას სისულელეს ჩავდიოდი :) ნუ ეხლა სულ სახლშიც არ ვიყავით ხოლმე, სტუმრადაც დავდიოდით, მეგობრებშიც... აგვისტოში იყო ომი. საშინლად დათრგუნული დავდიოდით. ამ ტელევიზორიდან კიდე კაის ვერაფერს გაიგებდი. ათასი ჯურის დიპლომატები დადიოდნენ აქეთ-იქეთ, მარა აღშფოთდა, შეშფოთდა, მწუხარება გამოთქვა, ურჩია, მირჩია, გირჩიას მეტი მაგათგან სასიკეთო ვერაფერი ვერ დავინახე. მოკლედ ესეც შენი დამპალი და ძირგამოთხრილი მთავრობა (ჯანდაბა, რა დროს პოლიტიკაა?!).
მუცელი კი იზრდებოდა და იზრდებოდა, ბოლოს იმხელა გავხდი მარინა მაცმევდა ფეხზე, ფეხსაცმელს რომ ვერ ვიცვამდი. გიომ მუშაობა დაიწყო. სექტემბერი სახლში ვიჯექი, დეკრეტის გამო. ახლა მე ვიჯექი ხოლმე სახლში და გიოს მოსვლას ველოდებოდი საღამოობით სულმოუთქმელად. ოქტომბერში ნატალი შემეძინა კი არა და შეგვეძინა :) . ყველაზე დიდი მოვლენა ჩემ ცხოვრებაში! იმ დღიდან ჩემი ცხოვრება რადიკალურად თუ არა, რაღაც დოზოთ მაინც შეიცვალა. უფრო პასუხისმგებლიანი გავხდი და არვიცირამდენჯერად უფრო მეტად შემიყვარდა ჩემი საყვარელი ბეთხოვენა და უფრო მეტად მიჭირს ბავშვის ძიძის ხელში დატოვება. მაგრამ სამსახურში აუცილებლად უნდა დავბრუნდე!
ესეც ჩემი გასული წელიწადი.
იმედია 9 უკეთესი იქნება, 9 ჩემი ბედნიერი ციფრია.
ხოდა გისურვებთ უკეთეს ცხრას!!