Wednesday, October 15, 2008

ბლოკი ბლოგში

დილით სისველემ გამაღვიძა. სასწრაფოთ სააბაზანოში გავიქეცი და... მოკლედ იმ მომენტში მივხვდი რომ მაგრად დამერხა.ძალიან სწრაფად მოვემზადე. მერე მარინას გამოვეცხადე და ვუთხარი, რომ "დამეწყო". მერე გიოს ჯერი დადგა. მივედი და ფრთხილად ვაღვიძებ (მაგის გაღვიძებას ჯობია ფეხით წახვიდე სამშობიაროში). - გიო, ჩემი წაყვანა მოგიწევს, - ჩუმად ვეუბნები. - სად? - ცალთვალგახელილი, თან მოლოდინით სავსე გამომეტყველებით მეკითხება. - წყლებს ვღვრი გიო...-და გიო სავსებით გამოფხიზლებული დგება საწოლიდან.
გზა სამშობიარომდე არც ისე საინტერესო იყო. უბრალოდ ძალიან გადატვირთული იყო და გიო სულ გინებით მიიკვლევდა გზას "ათას გამოყლევებულ მძღოლს" შორის.
მივედით.
მიმღებში ბევრი ხალხი ირეოდა, უფრო მეტი ვიდრე მშობიარეები. ყაყანში ექთნებს ერთმანეთის ხმა ძლივს ესმოდათ და სანამ ერთერთმა არ იკივლა ოთახი არ დაცარიელებულა. დავრჩით მხოლოდ მშობიარეები თითო "მომყოლით".
როგორც იქნა ჩემი ჯერიც დადგა. ანკეტა შეავსეს, ექიმს გამოუძახეს, გამხადეს და ტაფჩანზე დამაწვინეს. ამასობაში ჩემი ექიმიც მოვიდა და გამსინჯა (ვაიიიი.. ეგ რა იყოოო!!!). თითნახევარზე ხარ გახსნილიო. მერე სანიტრებს მიუბრუნდა და უთხრა გაამზადეო. ტკივილები არ მქონდა დაწყებული, მარა ვგრძნობდი რომ მალე დაიწყებოდა.
სანიტარმა თავისი ბინძური საქმე გააკეთა და დამტოვა. ნახევარი საათის მერე სამშობიარო ბლოკის სანიტარი მომადგა და ბლოკში ამიყვანა.
ბლოკი - ერთი შეხედვით სუფთა იყო, მაგრამ რაღაც სიძველე მაინც ეტყობოდა ყველაფერს. ძველი სამშობიარო სკამები, რკინის მახინა ტაფჩანები, ძველი რკინის დაბალი უჯრებიანი კარადები, ნახევრად დაჟანგული წვთოვანები, დიდი რკინის სადეზინფექციო ყუთები და რავიცი ათასი სიძველე კიდე.
ბლოკში ხუთი ოთახი იყო გამოყოფილი და იზოლირებული ერთმანეთისგან, რამდენიმეში უკვე იწვა მელოგინე ქალი. ერთერთში ალბათ საოპერაციო იყო, სამშობიარო ბლოკს არ გავდა.
კალიდორის ბოლოში მე დამაწვინეს. ტაფჩანზე ავძვერი, მითხრეს წამოწექიო, მარა არ დავწექი, ბოლთას ვცემდი. ჩემებსაც კი გავხედე ფანჯრიდან და ველაპარაკე და უკან შემოვბრუნდი. სანიტარმა ახლა უკვე მკაცრად მითხრა დაწექიო. წამოვწექი. ტკივილები ისევ ყრუ იყო. წვეთოვანი დამიდგეს და ახლა ძალიანაც რომ მდომოდა ვერ ავდგებოდი.
ნია ექიმმა ამასობაში რამდენჯერმე დამხედა. მერე ანესთეზიოლოგი გამოიძახა და გავიდა. "კორკოტას" ასე ეძახდნენ ანესთეზიოლოგს - კიდევ ნახევარი საათი ველოდე. ტკივილები შეგრძნებადი ხდებოდა. მოვიდა. თან ორი ექთანიც მოიყოლა. სამშობიარო მაგიდაზე დამსვა. ზურგში ნემსი გამარჭო და გამიყუჩა. მერე კათეტერი ხერხემლის ასწვრივ მხარზე დამიმაგრა და მომჭერი დაუცვა. ტკივილის შემთხვევაში აქედან უშვებდნენ წამალს. კორკოტა წავიდა და ყოველი ტკივილის შემთხვევაში დამირეკეთო, ექთნებს დაუბარა.
ერთმა ხელზე ავტომატური წნევის საზომი აპარატი მომამაგრა, რომელიც ყოველ ორ წუთში ზომავდა წნევას. იბერებოდა, მომიჭერდა, მერე ნელნელა იფუშებოდა.
ტკივილები საერთოდ მიყუჩდა. ეხლა ძლიერ მოთენთილობას ვგრძნობდი და თვალები მელულებოდა. მეძინებოდა.
გვერდით ბლოკიდან კვნესა ისმოდა, იმის გვერდიდან კივილი, იმის გვერდიდან "ფამაგითე" და ასე მონოტორულად. მხოლოდ მე ვიყავი ჩუმად და მეძინებოდა.
ექთნები თავზე მედგნენ, საუბრობდნენ და ძილის საშუალებას არ მაძლევდნენ. მერე ერთი გავიდა. მეორემ ლაპარაკი გამიბა და აღმოჩნდა რომ ჩემი უბნელია. (ვახ! რა ყველგან თქვენ ხართ!) და ვფიქრობ ჩემთვის, ცოტა ხანი მაინც გაჩუმდეს, იქნებ ჩამეძინოს ათასი ნაცნობი გამომიძებნა. აუ მეთქი ჩუ რა! მარა რას ვიზამ, ვერ ვიძახი ვერაფერს, იძულებული ვარ ველაპარაკო, რადგან მცხვენია ვთქვა, რომ მეძინება. წარმოგიდგენიათ? ბლოკში ვწევარ, ვინ იცის რამდენ თითზე ვარ გახსნილი და მეძინება!
რამდენიმე ხანში ტკივილი განმიახლდა, ექთანს ვუთხარი და წამალი დამიმატა. ახლა უფრო მეტად წამოვიდა მოთენთილობა და უფრო მეტად მინდოდა ძილი. ეს წნევის აპარატი ექთანზე უფრო აბეზარი აღმოჩნდა, გაიბერებოდა და იჩუტებოდა, ბლიად! რომ მეძინება?!
ექთანს დაუძახეს! მეშველა, ვიფიქრე ჩემთვის. თავი კედლისკენ მივაბრუნე და... ეშმაკმაც დალახვროს ეს წნევის აპარატი!
ყელის სრულ გახსნას თითქმის 8 საათი მოუნდა. ბლოკში წოლისას ექიმი პერიოდულად მამოწმებდა. ტაფჩანი რაზეც მე ვიწექი ფანჯარას უყურებდა პირდაპირ. მთელი დღე გაილია ამ ფანჯარაში, მგონი მთვარეც დავინახე, არ მახსოვს.
დღის მანძილზე რამდენჯერმე შემიყვანეს წამალი ხერხემალში. ვგრძნობდი როგორ მიედინებოდა ცივი სითხე კისრიდან ზურგის გავლით. შვებას და ძილის სურვილს მუდმივად ვგრძნობდი.
ბლოკის კარიორში საათი ეკიდა. ბოლოს რომ შევხედე შვიდი სრულდებოდა. ტკივილი მოულოდნელად ვიგრძენი, თითქოს არ უნდა მეგრძნო, მაგრამ ვიგრძენი. კორკოტა გაგიჟდა, წესით არ უნდა გრძნობდეო. ნემსით დამიწყო შემოწმება და რეაქციებს ამოწმებდა. წამალი ისევ შემიყვანეს, მაგრამ აღმოჩნდა რომ ორგანიზმი აღარ ექვემდებარებოდა გაყუჩებას.
შეტევები დამეწყო, თავიდან სუსტად (ამას თუ სუსტად ქვია და რა ვიცი...), ყოველი შემდეგი უფრო ძლიერი და ძლიერი იყო. არ ვიცი სხვა ბლოკებში როგორ ხდებოდა ზოგადად, მაგრამ მეჩვენებოდა რომ მთელი სამშობიაროს ექიმები თავზე მეხვივნენ, სუნთქვის საშუალება აღარ იყო... ნია მკარნახობდა როგორ მესუნთქა.
ღმერთო! როგორ მტკიოდა!
ჯოჯოხეთური და სულისშემკვრელი ტანჯვა გამოვიარე ამ ხნის მანძილზე...
ისევ გამსინჯეს, სრული გახსნით სამშობიარო მაგიდაზე გადამიყვანეს. თავი ჯერ კიდევ უკან სათანადოდ არ იყო წამოსული, მაგრამ იმდენად მინდოდა ეს ყველაფერი მალე დასრულებულიყო, რომ ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის.როგორც იქნა გადავფორთხდი მაგიდაზე და პირელი შეტევაც დაიწყო. ფეხები მაგიდის რკინებზე შემომადებინეს, ხელები მაგრად ჩამაჭიდებინეს. მინდოდა მეყვირა და მეკივლა, მინდოდა იქედან გავქცეულიყავი! ყველაფერი მინდოდა, მაგრამ იქ წოლა არა!
პირველი ჩავლილი არ იყო, მეორე შეტევა დაიწყო. რაც შეიძლებოდა მაგრად ვიჭინთებოდი. ვგრძნობდი როგორ მოიწევდა წინ რაღაც არსება!
- აი გამოჩნდა, გაიჭინთე, ერთიც, ერთიც. აბა მაგრად გაიჭინთე კიდევ! ნუ ყვირი, გაიჭინთე! კივილით არ გამოვა გარეთ! - მეც ვიჭინთებოდი. თავი უკვე კარგად ჩანდა!
ჰმ, არ დაიჯერებთ და სასწაული მჭირდა, ჭინთვებს შორისმეძინებოდა! სერიოზულად დავიძინებდი ცოტა რომ ეცლია. წარმოიდგინეთნახევრადთავგამოყოფილი ბავშვით გაჩაჩხული წევხარ მაგიდაზე და გეძინება! ნუ ეს ალბათ მარტო მე შეიძლება დამემართოს!..
შემდეგ შეტევაზე ვიგრძენი როგორ გამოსრიალდა პატარა და შვება ვიგრძენი. ბავშვი ბებიაქალმა მიიღო. არ უტირია! მეგონა მაგრად იტირებდა, რა ვიცი კინოებში ეგრე მაქვს ნანახი, მოყოლითაც უთქვამთ და გამიკვირდა რომ არ იტირა. უფრო წამოიკვნესა და გაჩუმდა. შემეშინდა! ვიკითხე რატომ არ ტირის თქო და პასუხი არავინ მაღირსა.
ბავშვს სანამ ჭიპლარი გადაუჭრეს, ნიამ ახალი პროცედურები დაიწყო. წინ დამიდგა და ინსტრუმენტების მომზადება დაავალა ექთანს. მე მეგონა ვსიო, არა და სად ხარ ჯერ?! მე კიდე ერთი სული მქონდა პატარას როდის მომიყვანდნენ და გულზე დამაწვენდნენ. ეს უკანასკნელი კი არ მომხდარა. მეტიც ბავშვი ისე შორიდან დამანახეს ხელის შესავლებად წამოწევაც კი დამჭირდა.მერე ვხედავდი როგორ ახვევდნენ რაღაც ნაჭრებში...
მეძინებოდა.
ნიამ რაღაც ინსტრუმენტები ჩამჩარა, ტკივილისგან დავიკლაკნე და ვიკივლე კიდეც. ნიამ - დააძინეთო! - და მეტი არაფერი აღარ გამიგია.
თვალი რომ გავახილე, ვიგრძენი რომ მციოდა, დავიძაბე და გონების მოკრება ვცადე, გვერდით ის ექთანი დავინახე ეპიდურის დროს თავზე რომ მედგა, ჩემ ყოფილ ტაფჩანზე წამოწოლილიყო.
ოთახს თვალი მოვავლე და ჩემი პატარა დავინახე, ცალი ხელი გაეთავისუფლებინა და კრუსუნებდა.
ისევ გავითიშე...
შემდეგ გამოფხიზლებაზე სანიტარი მაფარებდა პლედს. მაინც მციოდა, ყინულის დიდი ლოდი მეგდო მუცელზე. ისევ ჩამეძინა.
წელის ტკივილმა გამაღვიძა.
მერე დავინახე როგორ შემოვიდნენ ბლოკში მარინა და ნია. ბავშვს დახედეს, მე რაღაც მითხრეს და გავიდნენ.
მერე სანიტარი მოვიდა, საკაცეზე გადამაწვნა და პალატაში ამიყვანა.
იქ უკვე მელოდნენ ჩემები.
გიოს დავუწყე ძებნა თვალებით.დავინახე და გამეხარდა. ტირილი მინდოდა ბედნიერებისგან. ვხედავდი როგორ უხაროდა.
ცოტა ხანში პატარაც შემოიყვანეს, დაეხვივნენ, სურათები უღეს და ათასი რაღაც. გიო კოცნიდა და ეფერებოდა!
ღმერთო, რამხელა ბედნიერებაა!
არსებობ და გყავს ორი ყველაზე საყვარელი ადამიანი გვერდით!
ეს დღე ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში!

მიყვარხარ ბუს და მიყვარს ჩვენი პატარა!

30 comments:

  1. ვაიმე ერთ ამოსუნთქვაზე ჩავიკითხე!!!!

    აუ რა მაგარია კი არადა რა ვ იცი მე როგორია მარა აუჰ!!!

    ისა ხო მოკლედ ვაიმეეეჰ!!
    გილოცავთ კიდევ და კიდევ და სულ!!!
    ტაკს მოკლედ არ ვიცი მე ამდენი სიტყვა ამაზე რომ კომენტარად დავწერი :უსერ:

    ReplyDelete
  2. Anonymous4:54 PM

    uuudides bednierebas gisurvebt samives :2kiss:
    ra angelozia :love:

    ReplyDelete
  3. რა ლამაზი თითები აქვს :*

    და თავიდან რატომ არ განახეს ბავშვი?

    ReplyDelete
  4. ააააააუუუ აიიი აიიიი რა მაგარია
    გავგიჟდი, გადავირიე,
    უჯანმრთელესი და უბედნიერესი გოგო გაზრდილიყოს შენი პატარა
    ძალიან ლამაზი თითები აქვს
    :*

    ReplyDelete
  5. ra sayvareli lamazuka gyavs.
    me ki kidev ertxel mivxvdi rom panikurad meSinia mshobiarobis : (((((((((((((((((((((((((((((((

    ReplyDelete
  6. ბედნიერი ოჯახი გქონოდეს ყოველთვის :)
    და ბრავო რომ დაწერე :)

    ReplyDelete
  7. ძალიან კარგი ნაწერია!
    თითქმის შეიძლება იგრძნო კიდეც ის განცდები რაც შენ გქონდა
    ნუ რასაკვირველია იმ ტკივილს ვერ გამოცდი, მაგრამ იმხელა ემოცია მოდის...
    ძაალიან საინტერესოა და პრინციპში სულ მაინტერესებდა კიდევ რა ხდება ხოლმე 'იქ'..
    აუუუ მმიინდააა =))))
    და კიდევ ერთხელ გილოცავ! უბედნიერესი ყოფილიყავი სულ სულ სულ, ცხოვრების ბოლომდე!

    ReplyDelete
  8. აუუუ, რა მაგარია ბია. წავიკითხე ახლა და ისეთი ემოციები მოიტანა და ისეთი ბედნიერი ვარ, რომ სიხარულის ცრემლები მომადგა თვალზე.
    შენ თავს ვფიცავარ, მართლა.

    უსაყვარლესია ნატალია :love:

    ReplyDelete
  9. au au auu emociebisgan ra davcero arvici..
    aseti saocrad dadebiti da ragacnairi da..
    mikvarxar mira..
    gjera tu ara arvici..
    sheni baaic mikvars..
    da saertod shvili mominda ragac saocrad :user:

    ReplyDelete
  10. Anonymous9:08 AM

    რომელი სამშობიარო იყო ეგ?

    რკინებზე ფეხებშემოდებულს გამშობიარეს როგორც გავიგე არა? და ბავშვი ეგრევე არ დაგაწვინეს გულზე... არ შეიძლება ეგრე

    ReplyDelete
  11. გილოცავ, ბედნიერება და სიხარული არ მოკლებოდეს შენს ოჯახს, შენ პაწაუნას, ისეთი გოგო გაზრდილიყოს შენ, რომ გინდა, ჯანმრთელი, ლამაზი...
    მოკლედ მთელი გულით გილოცავ და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, უმაგრესი ნაწერი იყო, ახლა ყველაზე რეალურად აღვიქვი რა და როგორ ხდება...

    ReplyDelete
  12. გული გამიჩერდა კინაღამ..

    : )

    ყველა დედა მასე ამბობს ჰოლმე, რომ
    უმძიმესი ტკვიილებია,
    მაგრამ როგორც კი დაინაჰავ მაშIნვე გავიწყდებაო ყველაფერი..

    ასე დაწვრილებით არასდროს არავის მოუყოლია ჩემთვის.


    შიშები მაქვს ბავშობიდანვე მშობიარობის :mo:

    ამის მერე აღარ შემეშინდება თქო
    ვერ ვიტყვი,
    მაგრამ ცოტა ნაკლებად : D

    სულ ბედნიერები გამყოფოთ ღმერთმა :*

    ReplyDelete
  13. ყველას დიდი მადლობა მოლოცვსთვის, ძალიან კარგები ხართ და ისიც მიხარია რომ ამ პოსტმა დადებითი ემოციები გამოიწვია თქვენში.ბავშვი არ ვიცი რატო არ დამაწვინეს გულზე..
    ძველი სამშობიაროა, მე-4, რეზუს უარყოფითების სამშობიაროა წესით, მარა მთელი ჩემი ნათესაობა მანდ არის დაბადებული, მეც მათ შორის და მეც მანდ გავაჩინე.

    და იმას მინდა ვუთხრა ვისაც მშობიარობის შიშები აქვს, გაიკეთეთ გაუტკივარება და არაფერი საშიში არაა :D და თან კიდე დედობაზე უკეთესი ისევ დედობა თუ იქნება, მეტი არაფერი :)
    ამ გრძნობას ვერ აღწერ სანამ არ გამოცდი საკუთარი თავით>
    ხოდა გოგოებო, საოცარია იყო დედა და ყველას გისურვებთ იგივეს :)

    ReplyDelete
  14. kiTxva ki daviwye magram sadRac Suasi mivxvdi rom me amas ver wavikiTxavdi
    guli ver gauZlebda :user:
    ra meshveleba :user:


    didi bednierebas gisurvebT samives ; ) :)
    :2kiss:

    ReplyDelete
  15. რას შვებით? :ლოვე:

    ReplyDelete
  16. Anonymous6:50 AM

    ისეთი წასაკითხია... ძალიან ემოციური. გადმომედო :)
    კიდევ ერთხელ გილოცავ, ბედნიერი გოგონას ბედნიერი მშობლები იყავით!! :)

    ReplyDelete
  17. მეტკინა :უსერ:

    ReplyDelete
  18. Anonymous12:28 PM

    vame la sicocxleaaaaaaaa!!!!!!!! genacvale! gaixaet samivem... dz shevedi rolebshi... :)))

    ReplyDelete
  19. რა საააააყვარელია
    გილოცავ და ბედნიერი იყავი შენს პატარასთან და მეუღლესთან ერთად

    2ქისები

    ReplyDelete
  20. ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე!!!
    ეს იყო რაღაც...
    არც კი ვიცი რა გითხრა?!
    ან რა უნდა გითხრა ახალი?!
    არ მეშინია მშობიარობის და მორალურად მზად ვარ. მინდა, რომ შევიგრძნო ახალი საყვარელი ადამიანის გამოჩენა ასპარეზზე. მაგრამ, სამწუხაროდ, საკეისროს გაკეთება მომიწევს. :მო:

    გილოცავ კიდევ ერთხელ და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ სამივეს. მიყვარხართ!!!

    ReplyDelete
  21. რა ლამაზია :)))



    ბედნიერებას ვუსურვებ და გილოცავ :2კისს:

    ReplyDelete
  22. აი რაღაც ტრილერ ან ბლოგბასტერ სერიალს რომ უყურებ დაძაბული და ვაიმე ჯერ არ დამთავრდესო ეგრე ვიყავი :))

    ReplyDelete
  23. გილოცავ, გილოცავ და გილოცავ. გისურვებ ყოფილიყოს ჭკვიანი მოსწავლე, ლამაზი გოგო/ბიჭი და კარგი ბლოგერი :))

    ReplyDelete
  24. ღმერთო ჩემო! რა განვიცადე რო იცოდეეე! ბედნიერი ვარ რომ მამაკაცად მოვევლინე ქვეყანას!:D აი მართლა შევიგრძენი! აი სიუჟეტი, აი ექშენი!:D
    ყოველთვის მინდოდა, მეუღლე (როცა მეყოლება რა თქმა უნდა) რომ იმშობიარებს გვერდზე ვიქნები თქო, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო რამეებში ძალიან სუსტი გული მაქვს და არ შემიძლია არაფერი მსგავსის ყურება და წარმოდგენაც კიი. შენმა პოსტმა კიდევ უფრო "შემაშინა" მაგრამ მაინც არ გადამიფიქრია! დავესწრები მშობიარობას! ვოტ ტაკ!:)))

    პ.ს. როგორც ვიცი ჩემი ბლოგის მიმდევარი ხარ, მე კიდევ ჩემი ბლოგი "პრაივიტ" გავხადე და თუ სურვილი გაქვს შემოხვიდე ხოლმე უბრალოდ შენი მეილი (ჯიმეილი ანუ გუუგლის მელი თუ გაქვს უკეთესი) გამომიგზავნე ჩემს მეილზე, თან ისიც დაამატე რომელი ხარ და დაშვებას მივცემ შენს მეილს, ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები;)
    აი მეილიც: miriankululashvili@yahoo.com

    ReplyDelete
  25. ფორუმზე მოგილოცე მგონი :)
    და აქაც მოგილოცავ :)
    ძალიან მიხარია ბედნიერი რომ ხარ :)
    გილოცავ გილოცავ გილოცავ!!!!!
    უბადნიერესი გოგო გაგეზარდოს :)

    ReplyDelete
  26. რომ ვკითხულობდი, მუცელი ამტკივდა :) ბედნიერება შენ, შენ პატარას და მეუღლეს!

    ReplyDelete
  27. Anonymous1:59 AM

    ამაზე კარგი პოსტი კაი ხანია არ წამიკითხავს. აი რას ნიშნავს ნამდვილი ბლოგერი :)

    ReplyDelete
  28. უუუუუუუუუფ, დავიძაბე კითხვისას. "ბლოკში ვწევარ, ვინ იცის რამდენ თითზე ვარ გახსნილი და მეძინება" ამ ფრაზაზე ვიცინე ბლომად. კარგი პოსტია, ილუსტრირებული, კადრებად რო ცაირბენს თვალწინ.
    პატარაც ისეთი მაგარი გყავს, პაწკო ცხვირუკათი და ლამაზი თითებით :)

    ReplyDelete
  29. uf, gadavirie emociebisgan!
    gilocav chemo kargo, janmrteli da bednieri gagezardos. gkocnit :)

    ReplyDelete
  30. ეს პოსტი როგორ მიყვარს <3<3<3<3

    ReplyDelete