გზა სამშობიარომდე არც ისე საინტერესო იყო. უბრალოდ ძალიან გადატვირთული იყო და გიო სულ გინებით მიიკვლევდა გზას "ათას გამოყლევებულ მძღოლს" შორის.
მივედით.
მიმღებში ბევრი ხალხი ირეოდა, უფრო მეტი ვიდრე მშობიარეები. ყაყანში ექთნებს ერთმანეთის ხმა ძლივს ესმოდათ და სანამ ერთერთმა არ იკივლა ოთახი არ დაცარიელებულა. დავრჩით მხოლოდ მშობიარეები თითო "მომყოლით".
როგორც იქნა ჩემი ჯერიც დადგა. ანკეტა შეავსეს, ექიმს გამოუძახეს, გამხადეს და ტაფჩანზე დამაწვინეს. ამასობაში ჩემი ექიმიც მოვიდა და გამსინჯა (ვაიიიი.. ეგ რა იყოოო!!!). თითნახევარზე ხარ გახსნილიო. მერე სანიტრებს მიუბრუნდა და უთხრა გაამზადეო. ტკივილები არ მქონდა დაწყებული, მარა ვგრძნობდი რომ მალე დაიწყებოდა.
სანიტარმა თავისი ბინძური საქმე გააკეთა და დამტოვა. ნახევარი საათის მერე სამშობიარო ბლოკის სანიტარი მომადგა და ბლოკში ამიყვანა.
ბლოკი - ერთი შეხედვით სუფთა იყო, მაგრამ რაღაც სიძველე მაინც ეტყობოდა ყველაფერს. ძველი სამშობიარო სკამები, რკინის მახინა ტაფჩანები, ძველი რკინის დაბალი უჯრებიანი კარადები, ნახევრად დაჟანგული წვთოვანები, დიდი რკინის სადეზინფექციო ყუთები და რავიცი ათასი სიძველე კიდე.
ბლოკში ხუთი ოთახი იყო გამოყოფილი და იზოლირებული ერთმანეთისგან, რამდენიმეში უკვე იწვა მელოგინე ქალი. ერთერთში ალბათ საოპერაციო იყო, სამშობიარო ბლოკს არ გავდა.
კალიდორის ბოლოში მე დამაწვინეს. ტაფჩანზე ავძვერი, მითხრეს წამოწექიო, მარა არ დავწექი, ბოლთას ვცემდი. ჩემებსაც კი გავხედე ფანჯრიდან და ველაპარაკე და უკან შემოვბრუნდი. სანიტარმა ახლა უკვე მკაცრად მითხრა დაწექიო. წამოვწექი. ტკივილები ისევ ყრუ იყო. წვეთოვანი დამიდგეს და ახლა ძალიანაც რომ მდომოდა ვერ ავდგებოდი.
ნია ექიმმა ამასობაში რამდენჯერმე დამხედა. მერე ანესთეზიოლოგი გამოიძახა და გავიდა. "კორკოტას" ასე ეძახდნენ ანესთეზიოლოგს - კიდევ ნახევარი საათი ველოდე. ტკივილები შეგრძნებადი ხდებოდა. მოვიდა. თან ორი ექთანიც მოიყოლა. სამშობიარო მაგიდაზე დამსვა. ზურგში ნემსი გამარჭო და გამიყუჩა. მერე კათეტერი ხერხემლის ასწვრივ მხარზე დამიმაგრა და მომჭერი დაუცვა. ტკივილის შემთხვევაში აქედან უშვებდნენ წამალს. კორკოტა წავიდა და ყოველი ტკივილის შემთხვევაში დამირეკეთო, ექთნებს დაუბარა.
ერთმა ხელზე ავტომატური წნევის საზომი აპარატი მომამაგრა, რომელიც ყოველ ორ წუთში ზომავდა წნევას. იბერებოდა, მომიჭერდა, მერე ნელნელა იფუშებოდა.
ტკივილები საერთოდ მიყუჩდა. ეხლა ძლიერ მოთენთილობას ვგრძნობდი და თვალები მელულებოდა. მეძინებოდა.
გვერდით ბლოკიდან კვნესა ისმოდა, იმის გვერდიდან კივილი, იმის გვერდიდან "ფამაგითე" და ასე მონოტორულად. მხოლოდ მე ვიყავი ჩუმად და მეძინებოდა.
ექთნები თავზე მედგნენ, საუბრობდნენ და ძილის საშუალებას არ მაძლევდნენ. მერე ერთი გავიდა. მეორემ ლაპარაკი გამიბა და აღმოჩნდა რომ ჩემი უბნელია. (ვახ! რა ყველგან თქვენ ხართ!) და ვფიქრობ ჩემთვის, ცოტა ხანი მაინც გაჩუმდეს, იქნებ ჩამეძინოს

რამდენიმე ხანში ტკივილი განმიახლდა, ექთანს ვუთხარი და წამალი დამიმატა. ახლა უფრო მეტად წამოვიდა მოთენთილობა და უფრო მეტად მინდოდა ძილი. ეს წნევის აპარატი ექთანზე უფრო აბეზარი აღმოჩნდა, გაიბერებოდა და იჩუტებოდა, ბლიად! რომ მეძინება?!
ექთანს დაუძახეს! მეშველა, ვიფიქრე ჩემთვის. თავი კედლისკენ მივაბრუნე და... ეშმაკმაც დალახვროს ეს წნევის აპარატი!
ყელის სრულ გახსნას თითქმის 8 საათი მოუნდა. ბლოკში წოლისას ექიმი პერიოდულად მამოწმებდა. ტაფჩანი რაზეც მე ვიწექი ფანჯარას უყურებდა პირდაპირ. მთელი დღე გაილია ამ ფანჯარაში, მგონი მთვარეც დავინახე, არ მახსოვს.
დღის მანძილზე რამდენჯერმე შემიყვანეს წამალი ხერხემალში. ვგრძნობდი როგორ მიედინებოდა ცივი სითხე კისრიდან ზურგის გავლით. შვებას და ძილის სურვილს მუდმივად ვგრძნობდი.
ბლოკის კარიორში საათი ეკიდა. ბოლოს რომ შევხედე შვიდი სრულდებოდა. ტკივილი მოულოდნელად ვიგრძენი, თითქოს არ უნდა მეგრძნო, მაგრამ ვიგრძენი. კორკოტა გაგიჟდა, წესით არ უნდა გრძნობდეო. ნემსით დამიწყო შემოწმება და რეაქციებს ამოწმებდა. წამალი ისევ შემიყვანეს, მაგრამ აღმოჩნდა რომ ორგანიზმი აღარ ექვემდებარებოდა გაყუჩებას.
შეტევები დამეწყო, თავიდან სუსტად (ამას თუ სუსტად ქვია და რა ვიცი...), ყოველი შემდეგი უფრო ძლიერი და ძლიერი იყო. არ ვიცი სხვა ბლოკებში როგორ ხდებოდა ზოგადად, მაგრამ მეჩვენებოდა რომ მთელი სამშობიაროს ექიმები თავზე მეხვივნენ, სუნთქვის საშუალება აღარ იყო... ნია მკარნახობდა როგორ მესუნთქა.
ღმერთო! როგორ მტკიოდა!
ჯოჯოხეთური და სულისშემკვრელი ტანჯვა გამოვიარე ამ ხნის მანძილზე...
ისევ გამსინჯეს, სრული გახსნით სამშობიარო მაგიდაზე გადამიყვანეს. თავი ჯერ კიდევ უკან სათანადოდ არ იყო წამოსული, მაგრამ იმდენად მინდოდა ეს ყველაფერი მალე დასრულებულიყო, რომ ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის.როგორც იქნა გადავფორთხდი მაგიდაზე და პირელი შეტევაც დაიწყო. ფეხები მაგიდის რკინებზე შემომადებინეს, ხელები მაგრად ჩამაჭიდებინეს. მინდოდა მეყვირა და მეკივლა, მინდოდა იქედან გავქცეულიყავი! ყველაფერი მინდოდა, მაგრამ იქ წოლა არა!
პირველი ჩავლილი არ იყო, მეორე შეტევა დაიწყო. რაც შეიძლებოდა მაგრად ვიჭინთებოდი. ვგრძნობდი როგორ მოიწევდა წინ რაღაც არსება!
- აი გამოჩნდა, გაიჭინთე, ერთიც, ერთიც. აბა მაგრად გაიჭინთე კიდევ! ნუ ყვირი, გაიჭინთე! კივილით არ გამოვა გარეთ! - მეც ვიჭინთებოდი. თავი უკვე კარგად ჩანდა!
ჰმ, არ დაიჯერებთ და სასწაული მჭირდა, ჭინთვებს შორისმეძინებოდა! სერიოზულად დავიძინებდი ცოტა რომ ეცლია. წარმოიდგინეთნახევრადთავგამოყოფილი ბავშვით გაჩაჩხული წევხარ მაგიდაზე და გეძინება! ნუ ეს ალბათ მარტო მე შეიძლება დამემართოს!..
შემდეგ შეტევაზე ვიგრძენი როგორ გამოსრიალდა პატარა და შვება ვიგრძენი. ბავშვი ბებიაქალმა მიიღო. არ უტირია! მეგონა მაგრად იტირებდა, რა ვიცი კინოებში ეგრე მაქვს ნანახი, მოყოლითაც უთქვამთ და გამიკვირდა რომ არ იტირა. უფრო წამოიკვნესა და გაჩუმდა. შემეშინდა! ვიკითხე რატომ არ ტირის თქო და პასუხი არავინ მაღირსა.
ბავშვს სანამ ჭიპლარი გადაუჭრეს, ნიამ ახალი პროცედურები დაიწყო. წინ დამიდგა და ინსტრუმენტების მომზადება დაავალა ექთანს. მე მეგონა ვსიო, არა და სად ხარ ჯერ?! მე კიდე ერთი სული მქონდა პატარას როდის მომიყვანდნენ და გულზე დამაწვენდნენ. ეს უკანასკნელი კი არ მომხდარა. მეტიც ბავშვი ისე შორიდან დამანახეს ხელის შესავლებად წამოწევაც კი დამჭირდა.მერე ვხედავდი როგორ ახვევდნენ რაღაც ნაჭრებში...
მეძინებოდა.
ნიამ რაღაც ინსტრუმენტები ჩამჩარა, ტკივილისგან დავიკლაკნე და ვიკივლე კიდეც. ნიამ - დააძინეთო! - და მეტი არაფერი აღარ გამიგია.
თვალი რომ გავახილე, ვიგრძენი რომ მციოდა, დავიძაბე და გონების მოკრება ვცადე, გვერდით ის ექთანი დავინახე ეპიდურის დროს თავზე რომ მედგა, ჩემ ყოფილ ტაფჩანზე წამოწოლილიყო.
ოთახს თვალი მოვავლე და ჩემი პატარა დავინახე, ცალი ხელი გაეთავისუფლებინა და კრუსუნებდა.
ისევ გავითიშე...
შემდეგ გამოფხიზლებაზე სანიტარი მაფარებდა პლედს. მაინც მციოდა, ყინულის დიდი ლოდი მეგდო მუცელზე. ისევ ჩამეძინა.
წელის ტკივილმა გამაღვიძა.
მერე დავინახე როგორ შემოვიდნენ ბლოკში მარინა და ნია. ბავშვს დახედეს, მე რაღაც მითხრეს და გავიდნენ.
მერე სანიტარი მოვიდა, საკაცეზე გადამაწვნა და პალატაში ამიყვანა.
იქ უკვე მელოდნენ ჩემები.
გიოს დავუწყე ძებნა თვალებით.დავინახე და გამეხარდა. ტირილი მინდოდა ბედნიერებისგან. ვხედავდი როგორ უხაროდა.
ცოტა ხანში პატარაც შემოიყვანეს, დაეხვივნენ, სურათები უღეს და ათასი რაღაც. გიო კოცნიდა და ეფერებოდა!
ღმერთო, რამხელა ბედნიერებაა!
არსებობ და გყავს ორი ყველაზე საყვარელი ადამიანი გვერდით!
ეს დღე ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში!
მიყვარხარ ბუს და მიყვარს ჩვენი პატარა!
