ეხლა არ მოვყვები თანამიმდევრობას, უბრალოდ ეს კვირა გავიძეძგე ფილმებით, იმდენი ვნახე რომ ზოგის სახელი დაავიწყდა, ზოგიერთის სულ დამავიწყდა რომ ვნახე. მხოლოდ დავწერ იმათ რაც დამამახსოვრდა კარგად

ხოდა ჩემი შთაბეჭდილებები მინდა მოვყვე

ეხლა რაშია საქმე, საღერღელი ამიშალა უოლიმ

ძალიან შემიყვარდა ეგ პერსონაჟი და გადავწყვიტე გამეგრძელებინა მულტფილმოგრაფია

ხოდა ავდექი და ვნახე
სტუმრად რობინსონებთან, ძალიან ვიხალისე, გავერთე და ტკბილადაც ჩავიძინე

მერე
ჰენკოკის ტრეილერი ვნახე ერთერთი რუსულ ტელეარხ კინოპრემიერაზე და გავგიჟდი და გადავირიე, ისე მომინდა ფილმის ნახვა. ჩემ გიოს ვთხოვე და ტორენტებიდან გადმომიწერა ფილმი

აუ მე ამ ფილმზე ვიხალისეეეეეეეე ... აუ ბოლოში იყო მაგარი, ვუყურებთ ფილმს და ნუ ორივე სუპერ გმირი გვგონია რომ მოკვდა და ჩემ ქმარს უხარია, ძლივს არ ვნახე ფილმი რომელიც არ მთავრდება ”ჰეფი-ენდითო?!” ხოდა ფრაზა არ აქვს დამთავრებული, რომ ერთერთი გმირი გარბის საავადმყოფოდან და ამავდროულად მეორე გამოდის სიკვდილის აგონიიდან და აქ გიოს ფრაზა - ჰეფი ენდის დედას შევეცი!

აუუუუ მე ავყირავდი იმენნა, კინოზე მაგრად ამ ფრაზაზე ვიხალისე
საღერღელაშლილებმა დავიწყეთ ნეტში ფილმების ძებნა, ხო და მივადექით ნაირნაირებს. ჯერ ხან რა ვნახეთ ხან რა..

ხოდა მოგეხსენებათ (მაგრამ თუ არ იცით გეტყვით), რომ
ფორუმ.გეზე არის თემა
კინოდღიური 'დღეს ვნახე', ხო და ალბათ შინაარსით მიხვდით რაც უნდა იყოს ამ თემაში თავმოყრილი და ერთერთი ჩამოვალიერებისას ყველაზე ცუდ რეცენზიანი ფილმის ნახვა მოუნდა გიოს,
მოვლენა sucks! კინაღამ ვიტირე ფილმი რომ მორჩა. ძილი მოვიკელი მაგისთვის

გირჩევთ არ ნახოთ!
აღარ ვიცი რაში იძლევიან ოსკარებს, როცა
მოხუცების ადგილი აქ არ არის ვნახე დავასკვენი, რომ ყველა ჟიურის წევრი დებილია

ან ფილმების არჩევა აღარ იციან!

მერე იყო
სტუდენტი გოგნას მამა მშვენივრად დამეძინა იმ ღამეს

მერე ვნახე
ძარცვა ბეიკერ–სთრითზე,ნორმალური იყო, მომეწონა. მერე ბანკების ძარცვის თემა გავაგრძელე და ვნახე
მოუხელთებელისანახევროდ მაქვს ნანახი
მეცხრე კარიბჭე, ძალიან მინდა გავაგრძელო კარგი რამე ჩანს. შთაბეჭდილებებს მოგახსენებთ ამავე პოსტში
არივედერჩი