Monday, June 23, 2008

35 წუთი სამსახურამდე

ჯერ ელოდები, ელოდები..
მერე თუ მოვა და დასაჯდომი ადგილიც თუ იქნა მადლობა უნდა შესწირო მგზავრს, რომელმაც შენზე ადრე არ გაიღვიძა, სახლიდან ადრე არ გამოვიდა და მარშუტკის ხელის აქნევაში არ დაგასწრო(!) თუ დაგხვდა ადგილი ხო კაი, თუ არადა უარეს შემთხვევაში სუუულ უკან, გრძელ სკამზე მოგიწია დაჯდომა, ისიც ნახევარი უკანალით, მერე მთელი გზა იმაზე რომ უნდა იწვალო, როგორმე უკანალის მეორე ნახევარიც ჩააკვეხო გაზულუქებულ, ყურებშინაუშნიკგაჩრილ ახალგაზრდას, რომლის გვერდით ღიპიანი ტიპი ზის და სულაც არ ანაღვლებს რომ მის ნახევარ ბარძაყზე უკანალის მეორე ნახევრის ერთი მეოთხედი გიდევს..
თუ გაგიმართლა და ორრიგად ჩამწკრივებულ სკამზე მოგიწია ჯდომამ, უკეთეს შემთხვევაში ფანჯრის მხარეს ხო კაი, არაუშავს, ცოტა ჰაერს მაინც ჩაყლაპავ როგორმე, თუ არადა მოგეტმასნებიან გზადაგზა მძღოლის მიერ ფეხსაცმლის მაშველით ჩატენილი მგზავრები ზოგი ტრაკით, ზოგი ბარძაყით, მუცლით, ძუძუთი და თუ სიმაღლემაც შეუწყო ხელი ხო საერთოდ ყურში გასუნთქებენ ნივრიანი პირით..
ამ დროს კი შენი ხელი იმ ფანტაზიაგამდიდრებული ძაღლის იმიტაციურ მდედრს გაგონებს, რომლებსაც ფანტაზიაგაღვიძებული და ატეხილი ძაღლები მიადგებიან და სექსუალური აქტის ინსცენირებას აკეთებსნ შენს ფეხზე... ამაზრზენი კადრია დამეთანხმებით
მერე სუნები?! სუნებზე ხო ლაპარაკი ზედმეტია, ათასსურნელოვანი ადამიანი და შენი საწყალი მგრძნობიარე ცხვირი ცხვირის მოტეხვა მოგინდება ზოგჯერ, გადამალვა, მერე კი ამოსუნთვა, როცა ამ კოშმარს თავს დააღწევ!
მერე ნელნელა იწყება დაცლა, ჰაერიც თითქოს იწმინდება და შესაძლებელი ხდება სუნთქვა, მაგრამ საბოლოო დანიშნულებამდე და შვებით ამოსუნთქვამდე კიდევ რჩება წუთები.
და ბოლოს ისე გიხარია სამსახურში მისვლა, თითქოს მშობლიურ დედას ეკრობოდე გულში!

არა და მაინც რომ გიწევს ყოველ დილით 35 წუთი კოშმარში ყოფნა?!
როდის გვეშველება?

Sunday, June 22, 2008

პროპელერი

ტრიალებს, ტრიალებს, ტრიალებს..
მერე წამით გაჩერდება და შეშფოთდები, რამე ხომ არ დაემართა, რატომ არ ტრიალებს?
მერე ისევ ამოძრავდება და გულზე მოგეშვება ))
პატარაა, სულ პაწაწინა.
მოვლა და გაფრთხილება უნდა.
ყურადღება და მოფერება ჭირდება..
ღმერთო!
რამხელა სასწაულია?!
მამიკო უყვარს, მის ხელებს და მოფერებას რომ გრძნობს წყნარდება.
როგორც კი ყურადღება სმოადუნებ, ისევ იწყებს ფუთფუთს..

როგორ მიყვარს!

Saturday, June 07, 2008

მუზები

რაღაცის დაწერა მომინდა და არც კი ვიცი რა დავწერო ..
ისიც არ ვიცი საიდან დავიწყო,რომ მუზები მაინც მოვიდნენ ))
რა სასაცილოა, ადრე დღეს არ ვაგდებდი ხოლმე.. თუ არ ვწერდი საკუთარ ბლოგზე მაინც შემოვდიოდი და კომენტარებს ვკითხულობდი მაინც, ეხლა?
ეხლა მეორე ხარისხად, კი არა და შეიძლება ყველაზე უკანა ადგილას იდგას კიდეც.. რა ვიცი, არადა მინდა ხოლმე რომ ვწერო.. ჰმ..
რამდენი შეძლებია ერთ ნაბიჯს!!!
არადა შემეძლო უფრო მეტი მეთქვა, მეტი დამეწერა ნაბიჯის მერე..
ამხელა ემოციებს შეეძლო ამის ჩადენა, მარა მუზები გამიქრნენ? ნწ, არა, მუზების ბრალი არაა, ჩემიაარ მოვინდომე და სიახლეებს ავყევი, ამიტომ მივატოვე წერაც და ჩემი მუზებიც! :)
არ ვნანობ, ამ სიახლეებით ვცოცხლობ და ვსულდგმულობ ახლა მე.
მიყვარს ჩემი მდგომარეობა!
მიყვარს და მეყვარება, მუდამ მეყვარება!
იმედი მაქვს ესეთი შეტევები ხშირად მომივა :))
ნუ შეტევა რა, არ მეძინება, ჩემ ბუსს ძინავს, პატარასაც და დრო ვიხელთე :D