Monday, January 29, 2007

დეჟავუ..




მომბეზრდა ყოველ დღე ერთი და იგივე
მაღვიძარა
მეზიზღება დილით ადგომა, მძულს
დილის პროცედურები
ყავა
საათი.... უი მეჩქარება!
და ჩქარი ნაბიჯით სამსაურისკენ
მუსიკა ყურებში, მთავარია არ დამავიწყდეს!
დიდი დაღმართი
გავივაკე
მერე კიბე
ფოიე
უი, ფოიემდე მოწმობა უნდა გავშალო და თვალებში ვაფეთო კარისკაცებს...
მერე ლიფტი
ფეხაკრებით გამოვდივარ მეხუთეზე
მე ხომ ისევ დავიგვიანე?!

ერთი კედელი გვყოფს უფროსის კაბინეტს
შედარებით წყნარად ვართ ჩვენც
მერე მთელი დღე არ წყდება დოკუმენტების და ხალხის მიმოსვლა
ზარი არ წყდება ტელეფონზე
მაინც ვაკაკუნებ მონოტორულად....

ექვსის ნახევარს მთელი ოთახი ელოდება
დოკუმენტები უნდა მოვიდეს
მერე შემოდის ის და ყოველ დღე ერთი და იგივე ტექსტით - გაამაარჯოობათ გოოგოებოოო! აააბა როგორ ხართ?
- გამარჯობათ ბატონო X, კარგად ვართ, თავად როგორ ბრძანდებით?
- აააააარამიშაავს.
- ბატონო X ბევრია დღეს დოკუმენტები?
...
ამაზეა დამოკიდებული კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს სამსახურში დარჩენა...

წასასვლელად ჩქარა ვემზადები.
ძალიან მიყვარს ლიფტით პირველი სართულის ფოიეში რომ გამოვდივართ ყველანი ერთად, ან ზოგჯერ ცალკ-ცალკე...
”ნახვამდის, პაკა, ხვალამდე, შეხვედრამდე....”



მუსიკა აუცილებელია ყურებში
ვაკე რომ ჩათავდება აღმართი იწყება...
როგორც ყოველთვის ჩქარი ნაბიჯით მოვუყვები ჩემი ბავშვობის ქუჩას...
ათასი ფიქრები თავში.
მარა ყველაზე მთავარი ისაა, რომ მეორე დღეც ზუსტად ანალოგიური იქნება.

დე-ჟა-ვუ...

1 comment:

  1. Anonymous9:40 AM

    ეჰ, მახსოვს ადრე მეც მასე ვწერდი, როცა ვმუშაობდი, ყოველდღე ერთი ხალხი, ერთი ისა, ერთი ესა... მარა აბა? ვზივარ ახლა სახლში :-)

    ვოტ ტაკ, ვოტ :)

    ReplyDelete